ორწყალი
იერსახე
ორწყალი | |
---|---|
![]() ორწყლის ზემო დინება | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
მარჯვენა შენაკადები | სამერცხლისხევი |
მარცხენა შენაკადები | ვესტმოსხევი |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°18′37″ ჩ. გ. 45°26′50″ ა. გ. / 42.31028° ჩ. გ. 45.44722° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2900 მ |
შესართავი |
თუშეთის ალაზანი 42°23′10″ ჩ. გ. 45°33′55″ ა. გ. / 42.386361° ჩ. გ. 45.565389° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1755,2 მ |
სიგრძე | 16 კმ |
![]() ![]() | |
![]() |
ორწყალი ― მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ალაზნის მარჯვენა შენაკადი.[1]
სიგრძე 16 კმ. მოედინება კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობიდან (ზღვის დონიდან 2900 მ), უერთდება სამხრეთიდან თუშეთის ალაზანს (ზღვის დონიდან 1777 მ (1755,2 მ[2])). ორწყლის შენაკადებია: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლის და საბუის ხევები. კალაპოტის საერთო ვარდნაა 70 მ/კმ-ზე.[3]
ორწყლის სათავეებში წარმოდგენილია მცირე ზომის (20 მ-ზე ნაკლები დიამეტრის) მყინვარული წარმოშობის ტბები.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- ↑ საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა
- ↑ ლევან ნიკოლეიშვილი (2014) „თუშეთის გეომორფოლოგიური დახასიათება“ , გვ. 19.
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №16 (3 იანვარი, 2014) „ტექნიკური რეგლამენტის - თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“, გვ. 5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-30. ციტირების თარიღი: 2019-08-30.