სიმონ ნოზაძე
სიმონ ნოზაძე | |
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 21 ნოემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი |
წინამორბედი | ვალერი გელაშვილი |
მემკვიდრე | ზაალ დუგლაძე |
დაბადებული | 23 მარტი, 1953 ფლევი, ხაშურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საარჩევნი ოლქი | ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
საქმიანობა | სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, პოლიტიკოსი |
ჯილდოები |
სიმონ ნოზაძე (დ. 23 მარტი, 1953, ფლევი, ხაშურის რაიონი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი, პოლიტიკოსი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016-2020 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმონ ნოზაძე დაიბადა 1953 წლის 23 მარტს, ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში. აქვე მიიღო საშუალო განათლება და სწავლა განაგრძო თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში, რომელიც 1972 წელს ტექნიკოს-ელექტრიკოსის სპეციალობით დაამთავრა. 1972 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე.
1977 წელს მიენიჭა ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 1977 წელს მუშაობდა ჩარხმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროში, ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1971-1973 წლებში საქმთავარენერგოს თბილისის ელექტროქსელების დიდუბის ქვესადგურის მორიგე ელმონტიორის თანაშემწედ და საბურთალოს III ქვესადგურის მორიგე ელმონტიორად.
1978 წლის აპრილში აირჩიეს კონსტანტინე უშინსკის სახელობის 75-ე პროფტექნიკური სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივნად.
1979 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტის ალკკ კომიტეტის მდივნად.
1982 წელს მუშაობდა საქ. კომუნისტური პარტიის თბილისის ორჯონიკიძის რკ-ის ინსტრუქტორად. 1980-1983 წელს კომკავშირულ-პარტიული მუშაობის პარალელურად, მუშაობდა სპი-ს ელექტროტექნიკის კათედრის ასისტენტად.
1994 წლის ივნისში დაინიშნა ახლადშექმნილი საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურის (შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) უფროსის მოადგილედ. 1998 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ.
1999 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
2002 წლის ნოემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე იყო შ.პ.ს. ,,ატლანტი-უსაფრთხოების სამსახური“-ს დირექტორი. 2013 წლის 2 მარტს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილედ, 2013 წლის 19 ივნისს ამავე სამსახურის აფხაზეთის ა. რ. მთავარი სამმართველოს უფროსად.
2015 წლის 9 მარტს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კონსულტანტად, ამავდროულად დაეკისრა სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოვალეობის შესრულება. 2015 წლის 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით მიენიჭა სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
პოლიტიკური საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გენერალი სიმონ ნოზაძე მონაწილეობდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკი ,,თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ სახელით ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატად, სადაც ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ვალერი გელაშვილს 11,91%-ით აჯობა და ხმების 31,95% დააგროვა.[1]
2016 წლის 30 ოქტომბერს გამართულ II ტურში, 50 მაჟორიტარული ოლქიდან ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი აღმოჩნდა (მთაწმინდის ოლქის გარდა, სადაც გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიპოვა, ამ ოლქში მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყოლია), რომელმაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი დაამარცხა. სიმონ ნოზაძემ ამომრჩეველთა 61,55%-ის ნდობა მოიპოვა, მისმა კონკურენტმა კი 38,45%-ის.[2] ამრიგად სიმონ ნოზაძე მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „თოფაძე — მრეწველები, ჩვენი სამშობლო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიმონ ნოზაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სიმონ ნოზაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|