კონსტანტინე უშინსკი
კონსტანტინე უშინსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 თებერვალი (3 მარტი), 1823 |
დაბ. ადგილი | ტულა |
გარდ. თარიღი | 22 დეკემბერი, 1870 (3 იანვარი, 1871) (47 წლის) |
გარდ. ადგილი | ოდესა[1] |
დასაფლავებულია | Vydubychi Monastery |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია[2] |
საქმიანობა | პედაგოგი, მწერალი და მასწავლებელი |
მუშაობის ადგილი | დემიდოვის იურიდიული ლიცეუმი |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
ხელმოწერა | |
კონსტანტინე უშინსკი (რუს. Константи́н Дми́триевич Уши́нский; დ. 19 თებერვალი, 1823, ტულა — 22 დეკემბერი, 1870, ოდესა)— რუსი პედაგოგი, რუსეთში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1844 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იქვე დარჩა საპროფესორო მომზადებისთვის. 1846 წელს დაინიშნა პროფესორის მოვალეობის შემსრულებლად იაროსლავლის დემიდოვის იურიდიულ ლიცეუმში. იქვე დაიწყო სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, მაგრამ 1849 წელს დაითხოვეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1850-იან წლებში თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალებში. 1854 წელს მუშაობდა გატჩინის ობოლთა ინსტიტუტში რუსული სიტყვიერების და იურიდიული საგნების მასწავლებლად. 1855 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტის კლასების უფროსად. 1859 წლიდან გადაიწყვანეს სმოლენსკის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ინსპექტორად. 1862 წელს იქაც გაათავისუფლეს პოლიტიკური საბაბით. ამ დროიდან ოფიციალურ სამსახურში აღარ ყოფილა. 1862–1867 წლებში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც სწავლობდა სასკოლო საქმეს.
უშინსკიმ შექმნა პროგრესულ-დემოკრატიული მოძღვრება მოზარდი თაობის აღზრდის, განათლების და სწავლების შესახებ. იყო მატერიალისტი. აღზრდა მიაჩნდა პიროვნების ფორმირების მთავარ ფაქტორად, თუმცა არ უარყოფდა მემკვიდრეობით მიღებულ უნართა მნიშვნელობას. აკრიტიკებდა ნატივისტურ და ემპირისტულ თეორიებს. აღზრდის ძირითად მიზნად მიიჩნევდა ცხოვრებისთვის პიროვნების მომზადებას. აღნიშნავდა, რომ ბავშვი არა მხოლოდ ემზადება ცხოვრებისთვის, არამედ უკვე ცხოვრობს და ამ ცხოვრებას საკუთარი კანონები და მოთხოვნები აქვს. უშინსკის მოძღვრების საფუძველია ხალხურობის იდეა, რაც ნიშნავს, რომ სკოლა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ორივე სქესისთვის, იყოს სავალდებულო და საყოველთაო, ბავშვის აღზრდა უნდა წარიმართოს ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ინტერესების შესაბამისად, სწავლება უნდა მიმდინარეობდეს მშობლიურ ენაზე. უშინსკის მოძღვრება უპირისპირდებოდა მის დროს გაბატონებულ სქოლასტიკურ-დოგმატურ თეორიასა და პრაქტიკას. უშინსკის სახელმძღვანელოებმა დიდი როლი ითამაშეს რუსეთში პირველდაწყებითი განათლების ისტორიაში. მათ უმაღლეს შეფასებას აძლევდა იაკობ გოგებაშვილი. მისმა მოძღვრებამ დადებითი ზეგავლენა მოახდინა რუსეთის და სლავური ქვეყნების პედაგოგიკური თეორიის და პრაქტიკის განვითარებაზე.
დაკრძალულია კიევში, ვიდუბიჩის მონასტერში. უშინკის სახელი მინიჭებული ჰქონდა თბილისის ორ სკოლას.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ушинский К. Д. Человек как предмет воспитания. Том I (1867) ; в формате PDF
- Ушинский К. Д. Человек как предмет воспитания. Том II (1869)
- Ушинский К. Д. Материалы к третьему тому "Педагогической антропологии" (1870)
- Ушинский К. Д. Лекции в Ярославском лицее (1847)
- Ушинский К. Д. О народности в общественном воспитании (1856)
- Ушинский К. Д. Письма о воспитании наследника русского престола (1859)
- Ушинский К. Д. Три элемента школы (1857)
- Ушинский К. Д. О средствах распространения образования посредством грамотности (1858)
- Ушинский К. Д. Школьные реформы в Северной Америке (1858)
- Ушинский К. Д. Внутреннее устройство североамериканских школ (1858)
- Ушинский К. Д. «О пользе педагогической литературы» /Статья в журнале «Для воспитания» დაარქივებული 2016-03-12 საიტზე Wayback Machine. на сайте НПБ им. К. Д. Ушинского РАО
- Ушинский К. Д. «Опыт педагогической антропологии» დაარქივებული 2016-04-03 საიტზე Wayback Machine. в педагогической библиотеке Бориса Бим-Бада
- Ушинский К. Д. Собрание сочинений Константина Дмитриевича Ушинского в Электронной библиотеке НПБ им. К.Д. Ушинского დაარქივებული 2016-08-09 საიტზე Wayback Machine.
- Ушинский К. Д.Русская школа დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine. / Сост., предисл., коммент. В. О. Гусаковой / Отв. ред. О. А. Платонов. — М.: Институт русской цивилизации, 2015. — 688 с.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 195-196.
- ჯიბლაძე, გ. „პედგოგიკა და მეთოდიკა“, თბილისი, 1974
- ლორთქიფანიძე, დ. „კ.დ. უშინსკის პედაგოგიური მოძღვრება“, თბილისი, 1955
- Фролова О. «Удалить Ушинского из лицея…» // Газета "Первое сентября". — 2014. — № 4
- Иванов А. Н. К. Д. Ушинский. Гимназист. Студент. Профессор. — Ярославль: Верх.-Волж.кн.изд, 1973
- Петухов А. Дело о рождении Ушинского // Учительская газета. — 1969. — 5 августа
- Шаин Е. Г. Дата рождения К. Д. Ушинского // Журнал «Педагогика». — 2004. — № 4. 1 С. 63—64
- Ермолин Е. А. Константин Дмитриевич Ушинский. — Ярославль: Ярослав Мудрый, 2014
- «Дело о выдаче свидетельства о рождении и крещении надворной советницы Л.С. Ушинской сыну её Константину». 1832; Государственный архив Тульской области. — Ф. 3. — Оп. 4/4. — Д. 2149. — Л. 1—18
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119474476 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS