თხეიში
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
თხეიში | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | თხეიშიშდუდის მყინვარებზე |
სიგრძე | 18,6 კმ |
აუზის ფართობი | 222 კმ² |
თხეიში, თხეიშურა — მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ენგურის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს თხეიშიშდუდის მყინვარებზე. 2646 მ სიმაღლეზე. მდინარე ენგურს ერთვის სოფელ ხაიშთან. სიგრძე 18,6 კმ, აუზის ფართობი 222 კმ2. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 10,5 მ3/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უკლება ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 148.
|