მაგანა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მაგანა | |
---|---|
![]() მდინარე მაგანა ქალაქ ჯვართან | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | წალენჯიხა |
სათავე | ეგრისის ქედი |
სიგრძე | 34 კმ |
აუზის ფართობი | 141 კმ² |
მაგანა — მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2460 მ სიმაღლეზე, სიგრძე 34 კმ, აუზის ფართობი 141 კმ2. ერთვის მდინარე ენგურს მარცხნიდან დაბა ჯვართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 8,1 მ3/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 322.
|