მარტვილის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარტვილის მუნიციპალიტეტი
SZSM-martvili-ka.svg

მარტვილის მუნიციპალიტეტი დროშა მარტვილის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

მარტვილი

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სიმჭიდროვე

38,0 კაცი/კმ²

მერი

ალექსანდრე გრიგალავა     

ფართობი

880,6 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 33 463 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99,8 %
რუსები 0,1 %

მარტვილის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტიმუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს 1936-1990 წლებში გეგეჭკორის რაიონი ერქვა. 1963-66 წლებში გეგეჭკორის რაიონს შეერთებული ჰქონდა აბაშის რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარტვილი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ოდიშის დაბლობზე (სამხრეთი ნაწილი) და ეგრისის ქედის მთისწინეთში (ცენტრალური ნაწილი) და მის სამხრეთ კალთებზე (ჩრდილოეთი ნაწილი). ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.

მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა“ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.

მდინარეთა ხეობები ნაპირებზე ქმნის რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ალუვიურ ნიადაგზე ბაღებია გაშენებული. მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. წყლის ძირითადი არტერიებია აბაშა, ინჩხია, ტეხურა.

მუნიციპალიტეტის ფართობია 880,6 კმ². შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 300 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი, რომლებიც სათავეს იღებენ ეგრისის ქედზე. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო კირქვა, აგრეთვე მინერალური წყლები — ლებარდე, ჩეგოლა და სხვა.


მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობაა 33 463 კაცი (2014 წ.); სიმჭიდროვე — 38 კაცი კვ.კმ-ზე. მოსახლეობის 13% ქალაქში ცხოვრობს, დანარჩენი სოფლებში. მუნიციპალიტეტში 75 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 74 სოფელი.

მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 1) ქართველი - 99,6 % 2) რუსი - 0,1 % 3) სხვა დანარჩენი - 0,3 %

რაიონი/მუნიციპალიტეტი[1] 1959 წ. აღწ. 1970 წ. აღწ. 1979 წ. აღწ. 1989 წ. აღწ. 1991' 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
მარტვილის 47 777 49 167 47 797 46 009 46 100 44 627 33 463 33 100 32 800 32 600

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი — 1: მარტვილი;

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მეხილეობა და მევენახეობა. მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს. არის ჩაის და ღვინის ქარხნები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

  • მანძილი თბილისამდე - 279 კმ
  • მანძილი ზუგდიდამდე - 80 კმ
  • უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი - 70 კმ
  • უახლოესი რკინიგზის სადგური - ქ. აბაშა
  • უახლოესი აეროპორტი - ქუთაისი, კოპიტნარი - 40 კმ

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგების მემარცვლეობა და მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო სავარგული შეადგენს 37 613 ჰექტარს, მათ შორის 11 254 ჰა სახნავი მიწებია, 12 137 ჰა საძოვარი, მრავალწლიანი ნარგავები 4995 ჰა.

მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ: სიმინდს, სოიოსა და ლობიოს. მრავალწლიანი ნარგავებიდან - თხილსა და სუბტროპიკულ ხურმას. არსებობს დიდი რესურსი ჩაისა და ხილის წარმოებისათვის.

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი საშენი მასალებით, კირქვით.

საკურორტო და ტურიზმის რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კურორტი ლებარდე. იგი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე. გამოირჩევა სხვადასხვა დასახელების მინერალური და მჟავე წყლებით. კურორტს ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია: საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკური დაავადებანი. საკურორტო სეზონი ივნისი-ოქტომბერი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში მოქმედებს 62 საჯარო და1 კერძო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი — მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თამაკონის ციხე
  • აბედათის ციხესიმაგრე
  • ნოღის ციხე
  • მარტვილის მონასტერი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XIIს.
  • ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XII ს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
  • ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
  • სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
  • სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIII ს. ბილიკი მთაში.
  • ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
  • „ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
  • „ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
  • სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
  • მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
  • წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]