რცხილა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რცხილა
Japanische Hainbuche.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: წიფლისნაირნი
ოჯახი: არყისებრნი
გვარი: რცხილა
ლათინური სახელი
Carpinus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რცხილა (Carpinus) — მერქნიან მცენარეთა გვარი თხილისებრთა ოჯახისა. ზაფხულმწვანე ხეები ან მაღალი ბუჩქებია, რუხი ფერის გლუვი და ოდნავ დამსკდარი ქერქი აქვს. ფოთოლი მარტივია, და ორმაგხერკბილა. ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები შეკრებილია დაკიდულ მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ერთბუდიანი და ერთთესლიანი კაკლუჭაა. 50-მდე სახეობა გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში იზრდება 2 სახეობა — კავკასიური რცხილა და ჯაგრცხილა. გარდა ამ 2 აბორიგენული სახეობისა, ინტროდუცირებულია 2 სახეობაც. კავკასიური რცხილა და კგრცხილა მთელ საქართველოში გავრცელებული, მთის შუა, ზოგან ზემო სარტყლამდე. რცხილა ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და მეზოფილური მცენარეა. ყინვა არ აზიანებს. ნიადაგის მიმართ მომთხოვნია, თუმცა ზოგიერთი სახეობა (ჯაგრცხილა) მშრალ და ხრიოკ მთის კალთებზეც ხარობს. ქმნის როგორც წმინდა, ისე შერეულ კორომებსაც წაბლთან, მუხასთან (მთის ქვედა სარტყელში) და წიფელთან (შუა და ზედა სარტყელში) ერთად. ყვავილობს ფოთლის გამოტანისთანავე. ნაყოფმსხმოიარობს 20 წლიდან. მრავლდება თესლით და ძირკვის ამონაყარით. მერქანს იყენებენ მუსიკალური საკრევებისათვის, მანქანათმშენებლობაში. რცხილა კარგად იტანს კრეჭას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 521, თბ., 1984