შინაარსზე გადასვლა

გიბრალტარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიბრალტარი
ინგლ. Gibraltar
გიბრალტარი
გიბრალტარის
დევიზი: ლათ. "Montis Insignia Calpe"
ინგლ. "Badge of the Rock of Gibraltar"[1]
„გიბრალტარის კლდის ნიშანი“
ჰიმნი: ინგლ. "God Save the King"
"ღმერთო დაიფარე მეფე"
სიმღერა
ინგლ. Gibraltar Anthem
"გიბრალტარის ჰიმნი"
სტატუსი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია
დედაქალაქი
და
გიბრალტარი
36°08′ ჩ. გ. 5°21′ დ. გ. / 36.133° ჩ. გ. 5.350° დ. გ. / 36.133; -5.350
ოფიციალური ენა ინგლისური და ესპანური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  გუბერნატორი ბენ ბატერსტი
 -  მთავარი მინისტრი ფაბიან პიკარდო
 -  მერი კარმენ გომესი
ფართობი
 -  სულ 6,7 კმ2 
მოსახლეობა
 -  2020 შეფასება 34 003[2] (220-ე)
 -  2022 აღწერა 32 688
 -  სიმჭიდროვე 5000 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2013 შეფასება
 -  სულ £1.64 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე £50 941
აგი (2018)0.961[3]
ძალიან მაღალი · მე-3
ვალუტა გირვანქა სტერლინგი (£)
სასაათო სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხული (DST) UTC+01:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +350
ISO 3166 კოდი GI
ინტერნეტ-დომენი .gi
¹ ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.
1607 წლის ბრძოლა გიბრალტარისთვის

გიბრალტარიდიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია. მდებარეობს იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან, რომელიც ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესპანეთი. ისტორიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო ბრიტანელებისთვის და დღესაც აქ ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბაზა არის განლაგებული.

ტერიტორიის სახელი მომდინარეობს არაბულიდან „ჯაბალ ატ-თარიქ“ (جبل الطارق), ნიშნავს „თარიქის მთას“. სახელი უკავშირდება უმაიადთა გენერალ თარიქ იბნ-ზიადს, რომელიც წინ უძღოდა მავრიტანელთა შემოჭრას იბერიაზე 711 წელს. უფრო ადრე ეს ადგილი ცნობილი იყო, როგორც კალპე, ჰერკულესის ერთ-ერთი საყრდენთაგანი. ამჟამად კოლოქვიალურად გიბრალტარს უწოდებენ „გიბს“ (ქვა).

გიბრალტარის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია ინგლის-ესპანურ ურთიერთობებში. ესპანეთი 1713 წელს გამოყოფილი ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს, თუმცა გადაცემის ყოველ მცდელობას თავად გიბრალტარელები თითქმის ერთხმად წინააღმდეგობით შეხვდნენ.

გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია 2013 წლის 24 მაისს უეფას 54-ე წევრად მიიღეს.

  • Norwich, John Julius: The Middle Sea: a history of the Mediterranean, Random House, 2006
  • Sugden, John: Nelson: A Dream of Glory, London, 2004
  • Syrett, David: Admiral Lord Howe: A Biography, London, 2006.
  • Maria Monti, Ángel: Historia de Gibraltar: dedicada a SS. AA. RR., los serenisimos señores Infantes Duques de Montpensier, Imp. Juan Moyano, 1852

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. National Symbols. Gibraltar.gov.gi. ციტირების თარიღი: 21 June 2013
  2. Gibraltar – Key Indicators (2024). ციტირების თარიღი: 10 July 2024
  3. [1] დაარქივებული 9 August 2021 საიტზე Wayback Machine. Rankings Human Development Index (HDI)