შინაარსზე გადასვლა

დოჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დოჰა
الدوحة
ქვეყანა კატარის დროშა კატარი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 25°17′12″ ჩ. გ. 51°32′00″ ა. გ. / 25.28667° ჩ. გ. 51.53333° ა. გ. / 25.28667; 51.53333
დაარსდა 1825
ფართობი 132 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 1 186 023 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 8990 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +974
ოფიციალური საიტი https://visitqatar.com/fr-fr/about-qatar/doha
დოჰა — კატარი
დოჰა

დოჰა (არაბ. الدوحة) — კატარის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი საფინანსო ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე. სამხრეთიდან ესაზღვრება ალ-ვაკრა, ჩრდილოეთიდან ალ-ხორი და ლუსაილი.[1] ის ასევე არის კატარის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი, სადაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 80% ცხოვრობს.[2]

დოჰა დაარსდა 1820-იან წლებში ალ-ბიდის დასახლების განშტოებად. ქვეყნის დედაქალაქად 1971 წელს გამოცხადდა, როდესაც გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.[3] როგორც კატარის კომერციული დედაქალაქი და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მზარდი საფინასო ცენტრი, დოჰა გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიერ შეფასებულია, როგორც ბეტა-დონის გლობალური ქალაქი. დოჰის აგლომერაცია მოიცავს ალ-რაიიანის ნაწილებს, მათ შორის ედუკეიშენ-სიტის - კვლევისა და განათლების ცენტრს და ჰამად-მედიკალ-სიტის - სამედიცინო მომსახურების ადმინისტრაციულ ზონას. დოჰაში ასევე შედის დოჰა-სპორტს-სიტი იგივე „ასპაირის ზონა“, საერთაშორისო სპორტული დანიშნულების ადგილი, სადაც განთავსებულია ხალიფას საერთაშორისო სტადიონი, ჰამადის საწყლოსნო ცენტრი და ასპაირის გუმბათი.

ქალაქმა უმასპინძლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოლაპარაკებების დოჰას განვითარების რაუნდის მინისტერიალის დონის პირველ შეხვედრას. დოჰა ასევე შეირჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძელ ქალაქად, მათ შორის, 2006 წლის აზიის თამაშების, 2011 წლის პანარაბული თამაშების, 2019 წლის მსოფლიო პლაჟის თამაშების, მსოფლიო საწყლოსნო სპორტის ჩემპიონატს, ფრენბურთის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს, WTA-ის ტურის ფინალს და 2011 წლის აზიის თასის შეხვედრების უმეტეს ნაწილს. 2011 წლის დეკემბერში, მსოფლიო ნავთობის საბჭომ დოჰაში მე-20 მსოფლიო ნავთობის კონგრესი გამართა.[4] გარდა ამისა, ქალაქმა უმასპინძლა 2012 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების მოლაპარაკებებსა და 2022 წლის ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს.[5] დოჰა ასევე იქნება 2027 წლის ფიბა-ს საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი.

2019 წლის აპრილში ქალაქმა ასევე უმასპინძლა საპარლამენტთაშორისო კავშირის 140-ე ასამბლეას და 2012 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მე-18 ყოველწლიურ სესიას. 2021 წელს „Numbeo“-ს დანაშაულის ინდექსის მიხედვით, დოჰა მსოფლიოში მეორე ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა.[6] აღნიშნული ინდექსი აკვირდება უსაფრთხოების მაჩვენებლებს 431 ქალაქში.[7]

კატარის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს დოჰასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.[8] მოსახლეობის სიმჭიდროვე მეტად მერყევია და მერყეობს 20 000 ადამიანი კმ²-დან 25 ადამიანი კმ²-მდე.[9] დოჰაში მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდება, ძირითადად მიგრანტების გამო, რომლებიც ქალაქში ყოველთვიურად ჩამოდიან.[10] ქალაქის მოსახლეობა დღესდღეობით დაახლოებით მილიონია, რაც უწინდელთან შედარებით მკვეთრად მეტია. 2000 წლიდან 2010 წლამდე შუალედში მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა.[11]

ეთნიკურობა და ენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიძლება ითქვას, რომ დოჰას მოსახლეობა აბსოლუტურად შედგება უცხოელებისაგან, ამიტომაც ყატარის მოქალაქეები უმცირესობას წარმოადგენენ. ადამიანთა უდიდესი ნაწილი კატარში მიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკადან, ნეპალიდან, ფილიპინებიდან და ბანგლადეშიდან. სხვები ასევე ჩამოდიან ლევანტის არაბული ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და აღმოსავლეთ აზიიდან.[12]

არაბული არის კატარის ოფიციალური ენა. ინგლისური ენა ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც მეორე ენა.[13][14] ვინაიდან დოჰაში ემიგრანტთა დიდი რაოდენობაა, ფართოდ გამოიყენება სასაუბროდ ისეთი ენები როგორებიცაა: მალაიალამური, ტამილური, ბენგალური, ტაგალური, ესპანური, სინჰალური, ფრანგული, ურდუ და ჰინდი.[12]

დოჰას მაცხოვრებლების უმრავლესობა მუსლიმია.[15] კათოლიკეები დოჰაში 150 000-იანი ქრისტიანი მოსახლეობის 90% -ს შეადგენენ.[16] პირველი კათოლიკური ეკლესია დოჰაში გაიხსნა 2008 წლის მარტში. ეკლესიის სტრუქტურა დისკრეტულია და შენობის გარედან არ არის ნაჩვენები ქრისტიანული სიმბოლოები.[17] დოჰაში ასევე არის სხვა რამდენიმე ეკლესია.

მრავალი ადგილობრივი და გლობალური კომპანიის ოფისი.

დოჰა არის კატარის ეკონომიკური ცენტრი. ქალაქში არის მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბი, მათ შორის ქვეყნის ყველაზე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანიების, როგორებიცაა: „Qatar Petroleum“, „Qatargas“ და „RasGas“. დოჰას ეკონომიკა დგას ქვეყნის მიერ მოპოვებულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე და შეიძლება ითქვას რომ ეს რესურსებია მთავარი ქვეყნის ეკონომიკისათვის.[18]

მე-20 საუკუნის ბოლოდან მთავრობამ წამოიწყო მრავალი გეგმა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, რათა შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის რესურსებზე. დოჰას საერთაშორისო აეროპორტი აშენდა იმისთვის, რომ დაეხმაროს ქალაქის დივერსიფიკაციას ტურიზმში.[18] ახალი აეროპორტი ყოფილზე თითქმის ორჯერ დიდია და ამ აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ასაფრენი ბილიკი აქვს. 2011 წელს ქალაქში აშენებდნენ ოცდაცხრამეტ ახალი სასტუმროს.[19]

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი.

დოჰას მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო, შესაბამისად მოთხოვნა იზრდება საცხოვრებელ სახლებზეც, ამიტომაც ეს მათი ფასების მნიშვნელოვნად ზრდას იწვევდა 2014 წლამდე. [20] უძრავი ქონების ფასები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც კატარმა მოიპოვა უფლება 2022 წლის FIFA მსოფლიო თასის მასპინძლობაზე.[21] „Al Asmakh“-მა, ყატარის უძრავი ქონების ფირმამ, 2014 წელს გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც 2008 წელთან შედარებით ფასები მკვეთრად იყო გაზრდილი. 2013-2014 წლებში უძრავი ქონების ფასები გაიზარდა 5-დან 10% -მდე.[20][22] მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ნავთობის ფასი შემცირდა და კატარს მეზობლებთან გარკვეული დიპლომატიური უთანხმოება ჰქონდა, რამაც შეანელა მოსახლეობის ზრდა, თუმცა მთავრობამ ეს პრობლემა მოაგვარა.[23]

ემიგრანტმა მომუშავეებმა ქვეყნიდან გააგზავნეს დაახლოებით 60 მილიარდი ამერიკული დოლარი 2006-დან 2012 წლამდე, ხოლო მათი გზავნილების 54 პროცენტი მოდიოდა აზიის ქვეყნებზე, რასაც მოჰყვებოდა არაბული სახელმწიფოები, რომლებიც თითქმის 28%-ს შეადგენდნენ. ინდოეთი გზავნილების მთავარი დანიშნულების წერტილი იყო, შემდეგ მოდიოდა ფილიპინები, ხოლო მათ აშშ, ეგვიპტე და მეზობელი არაბთა გაერთიანებული საამიროები მოჰყვებოდნენ.[24] ფულადი გზავნილები 2014 წელს შეადგენდა 11,2 მილიარდ აშშ დოლარს, რაც კატარის მშპ-ს 5,3% შეადგენდა.[25]

დოჰა არის ქვეყნის საგანმანათლებლო ცენტრი და სასწავლო დაწესებულებების უმეტესობაც აქ მდებარეობს.[26] 1952 წელს დოჰაში გაიხსნა პირველი ოფიციალური სკოლა, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ ბიჭებისათვის. სამი წლის შემდეგ პირველი ოფიციალური გოგონების სკოლაც გაიხსნა.[27] პირველი უნივერსიტეტი, ყატარის უნივერსიტეტი, გაიხსნა 1973 წელს.[28] უნივერსიტეტში იყო ცალკეული ფაკულტეტები ქალთა და მამაკაცთათვის.[29]

14 კვადრატულ კილომეტრიანი განათლების კომპლექსების მშენებლობა, დაიწყო 2000 წელს მოგებაზე არგათვლილმა ორგანიზაცია „Qatar Foundation“- მა.[30] გეგმის თანახმად სულ განთავსდა რვა უნივერსიტეტი, ქვეყნის უმაღლესი სკოლა და ოფისები ბავშვთა სატელევიზიო არხისთვის.[30]

2009 წელს, მთავრობამ წამოიწყა მსოფლიო ინოვაციების სამიტზე (WISE), გლობალური ფორუმი, რომელიც აერთიანებს განათლებით დაინტერესებულ მხარეებს მთელი მსოფლიოდან, საგანმანათლებლო საკითხების განსახილველად.[31] პირველად ეს ღონისძიება გაიმართა დოჰაში, 2009 წლის ნოემბერში.[32]

გზა, რომელიც ქალაქს სამხრეთ სანაპიროსთან აკავშირებს.

ქალაქში მეტად ვრცელი საგზაო სისტემაა. დღესდღეობით იგეგმება მათი განახლება, კერძოდ, სამუშაოები მოიცავს გზისა და გზატკეცილების გაფართოებას, ქარიშხლისგან დამცავი და ჩამდინარე წყლების სისტემების მოწყობას, საგზაო განათებების განახლებასა და სხვა მაღალი უსაფრთხოების სისტემების დანერგვას.

სარკინიგზო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოჰას მეტრო სრულად ფუნქციონირებს და შედგება ოთხი ხაზისგან, ესენია: წითელი ხაზი, ოქროს ხაზი, ცისფერი ხაზი და მწვანე ხაზი. ცისფერი ხაზი დასრულების პროცესშია, იმყოფება მეორე ფაზაში და სავარაოდოდ დასრულდება 2025 წელს.[33]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Doha municipality accounts for 40% of Qatar population“. Gulf Times. 20 October 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 December 2015. ციტირების თარიღი: 23 October 2015.
  2. (2016) The Report: Qatar 2016. Oxford Business Group, გვ. 17. ISBN 978-1-910068-63-2. 
  3. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Encyclopædia Britannica არ არის მითითებული ტექსტი; $2
  4. Welcome to the 20th World Petroleum Congress. 20wpc.com. ციტირების თარიღი: 2013-07-29
  5. Saraiva, Alexia. Get to Know the 8 2022 Qatar World Cup Stadiums (2 August 2018). ციტირების თარიღი: 2 August 2018
  6. Doha Ranked Second Safest City in the World. AP News (29 January 2021).
  7. Doha Ranked Second-Safest City in the World (5 February 2021).
  8. Marco Dilenge. Dubai and Doha: Unparalleled Expansion. Crown Records Management UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
  9. Facts and figures. lusail.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
  10. De Bel-Air, Françoise (2017). Demography, Migration, and the Labour Market in Qatar. European University Institute and the Gulf Research Center. GLMM - EN - No. 3/2017. 
  11. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის autogenerated2 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  12. 1 2 Socio-geographic map of Doha. Qatar Computing Research Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
  13. Baker, Colin; Jones, Sylvia Prys (1998) Encyclopedia of Bilingualism and Bilingual Education. Multilingual Matters, გვ. 429. ISBN 978-1853593628. 
  14. Guttenplan, D. D. (11 June 2012). „Battling to Preserve Arabic From English's Onslaught“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 November 2013.
  15. Religious demography of Qatar. US Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
  16. Shabina Khatri. (20 June 2008) Qatar opens first church, quietly. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
  17. Sonia Verma (14 March 2008). „Qatar hosts its first Christian church“. The Times. ციტირების თარიღი: 15 June 2015.
  18. 1 2 (2006) Cities of the Middle East and North Africa: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO, გვ. 138. ISBN 978-1576079195. 
  19. Bullivant, Lucy (2012). Masterplanning Futures. Routledge, გვ. 59. ISBN 978-0415554473. 
  20. 1 2 Peter Kovessy. (23 June 2014) Reports: Housing supply not keeping up with population rise. Doha News. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  21. Rohan Soman. (13 May 2013) Real estate prices in Qatar skyrocket. BQ Doha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  22. Qatar Real Estate Report Q1 2014. Al Asmakh Real Estate Firm (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  23. Kerr, Simeon (17 October 2019). „Qatar pins growth hopes on domestic renewal“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2020-03-21.
  24. Expatriates Remit $60bn in 7 years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2013-05-06
  25. World Bank Group (2016). Migration and Remittances Factbook 2016, 3rd, World Bank. DOI:10.1596/978-1-4648-0319-2. ISBN 9781464803208. 
  26. Abdulla Juma Kobaisi. The Development of Education in Qatar, 1950–1970. Durham University. ციტირების თარიღი: 17 June 2015.
  27. Abu Saud, Abeer (1984). Qatari Women: Past and Present. Longman Group, გვ. 173. ISBN 978-0582783720. 
  28. Qatar University. Qatar e-government. ციტირების თარიღი: 27 May 2015.
  29. Abu Saud (1973), p. 173
  30. 1 2 Simeon Kerr (20 October 2013). „Doha’s Education City is a boost for locals“. Financial Times. ციტირების თარიღი: 17 July 2015.
  31. World Innovation Summit for Education (WISE) 2014. UNESCO. ციტირების თარიღი: 25 June 2015.
  32. The 2009 World Innovation Summit for Education (WISE) convened November 16-18, in Doha, Qatar under the theme "Global Education: Working Together for Sustainable Achievements". WISE Qatar. ციტირების თარიღი: 25 June 2015.
  33. Laying the foundations in Qatar. Trenchless International (4 July 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 2 September 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დოჰა&oldid=5009854“-დან