სახელმწიფო დროშის მოედანი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა სახელმწიფო დროშის მოედანზე

სახელმწიფო დროშის მოედანი (აზერ. Dövlət Bayrağı Meydanı) — მოედანი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 17 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ბაქოს სახელმწიფო დროშის მოედანის შექმნის თაობაზე. მოედნის ფუნდამეტს საფუძველი ჩაეყარა იმავე წლის 30 დეკემბერს ბაილის რაიონში[1].

2010 წლის 1 სექტემბერს ბაქოში შედგა სახელწიფო დროში მოედნის გახნა, სადაც აზერბაიჯანის დროშა იქნა აწეული[1]. 2011 წლის მაისამდე დროშის ბოძი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო და გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა[2]. მისი სიმაღლე 162 მეტრია.

2010 წლის 24 ნოემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით მინისტრთა კაბინეტში შეიქმნა სახელმწიფო დროშის კომპლექსის სამმართველო, 2011 წლის 27 აპრილს დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა რაშად რაფაელ ოღლუ მამედოვი[3].

პროექტი შეიქმნა ცნობილი ამერიკული კომპანია Trident Support -ისა და განხორციელებულ იქნა აზერბაიჯანული კომპანია Azenko-ს მიერ[4].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორია მოიცავს 60 ჰექტარს და მისი ზედა ნაწილი 31 ათასი კვადრატული მეტრია. დროშის სიმაღლე 162 მეტრია, მისი ბაზის დიამეტრი 3.2 მეტრია და ზედა ნაწილი 1.09 მეტრია. კონსტრუქციის საერთო წონა 220 ტონაა. დროშის სიგანე 35 მეტრია, სიგრძე 70 მეტრია, საერთო ფართი 2450 კვადრატული მეტრია და წონა დაახლოებით 350 კილოგრამს შეადგენს. მოედნის მშენებლობამ დაახლოებით 32 მილიონ დოლარი შეადგინა[2].

უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით, დროშის ბოძს შეუძლია გაუძლოს ქარის სიჩქარე 58 მ / წმ (209 კმ / სთ). თუმცა იმ დღეებში, როდესაც ქარის სიჩქარე 20 მ /წმ აღემატება, დროშა უნდა ჩამოშვებულ იქნეს. დეველოპერების გათვლებით, ბაქოში ასეთი დღეები არ აღემატება წელიწადში 40-50 დღეს[5].

მოედანზე წარმოდგენილია ასევე სახელმწიფო სიმბოლოები - გერბი, ჰიმნის ტექსტი და აზერბაიჯანის რუქა, რომლებიც შესრულებულნი არიან მოოქროვილი ბრინჯაოსგან. ასევე შექმნილია აზერბაიჯანის ეროვნული დროშის მუზეუმი[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]