მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი
აზერ. Azərbaycan Musiqi Mədəniyyət Dövlət Muzeyi
Azərbaycan Musiqi Mədəniyyəti Dövlət Muzeyi.jpg
კოორდინატები:
40°22′10″ ჩ. გ. 49°50′33″ ა. გ. / 40.36961111° ჩ. გ. 49.84251000° ა. გ. / 40.36961111; 49.84251000
დაარსდა 1967
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მისამართი ბაქო
მდებარეობა აზერბაიჯანი
ოფიციალური საიტი http://www.musicmuseum.az/az/index.php

მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Musiqi Mədəniyyət Dövlət Muzeyi) — აზერბაიჯანის კულტურის დაწესებულება.

ისტორია შეიქმნა ბაქოში 1967 წელს. მუზეუმის ძირითადი მიზნები და ამოცანები: აზერბაიჯანის მუსიკალურ კულტურასთან დაკავშირებული მასალების შეგროვება, შენახვა, შესწავლა და პოპულარიზირება. 1967 დან 1996 წლებში მდებარეობდა იჩერი-შეჰერში, ყოფილ ქარავან-სარაის შენობაში მდებარე ჰაგიტად რზაევას ქ. 9-ში. 2015 წელს მუსიკალური კულტურის აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი გადავიდა მუსიკალური ცენტრის შენობაში, რომელიც განლაგებულია მენავთობეების პროსპექტზე, №123ა-ში.

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ფონდებში ინახება 20.000 ექსპონატზე მეტი.[1] მათ შორის არის ისეთი ეროვნული ინსტრუმენტები, როგორებიც არის თარი, ქიამანჩა, საზი, გავალი, გოშანაღარა, ზურნა, ნეი, ამის გარდა ისეთი უჩვეულო მუსიკალური საკრავები, როგორებიც არის ასა — თარი, ასა-საზი, ასევე გრამაფონები, პატეფონები და ფირფიტები.

აქ ინახება საოპერო მომღერლების — გ.სარაბსკის, ფ.მუხტაროვას, მ.ბაგიროვას და სხვების პირადი არქივები. მუზეუმში ასევე ინახება საავტორო სანოტო ცანაწერები, პირადი ნივთები, აფიშები, პროგრამები, ფოტოგრაფიები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, წიგნები და სხვა სახის ექსპონატები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]