ულან-ბატორი, ულაანბაატარი (მონღ.Улаанбаатар) — მონღოლეთის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. გაშენებულია ტოლის (მდინარესელენგის აუზი) ხეობაში, 1300-1350 მეტრ სიმაღლეზე.
ულან-ბატორი დაარსდა 1639 წელს, როგორც მონღოლეთში ლამაისტური ეკლესიის მეთაურის რეზიდენცია და ეწოდა ორგოო. 1706 წლიდან ეწოდებოდა იხ-ხურეე (დიდი მონასტერი), ხოლო 1911 წლიდან — ნიისლელ-ხურეე (დედაქალაქის მონასტერი). XVIII საუკუნის II ნახევრიდან იხ-ხურეე მანჯურიის ამბანიის (მეფის ნაცვლის) რეზიდენცია და გარე მონღოლეთის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 1911-1915 წწ. ნიისლელ-ხურეე იყო მონღოლეთის ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფოს დედაქალაქი, 1915 წლიდან — ავტონომიური გარე მონღოლეთის მთავარი ქალაქი. 1919 წლის ნოემბერში დაიკავეს ჩინეთის ჯარებმა, ხოლო 1921 წელს რუსეთის თეთრგვარდიელთა ჯარის ნაწილებმა. 1921 წლის 6 ივლისს გაათავისუფლა მონღოლეთის სახალხო არმიამ. 1924 წლის ნოემბერში ნიისლელ-ხურეეს ეწოდა ულან-ბატორი და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
3 ოფიციალური. 4 ადმინისტრაციული. 5 ტრანსკონტინენტული ქვეყანა. 6 მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები ევროპასთან.7 მთლიანად მელანეზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.