ტაიბეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტაიბეი
臺北市
Taipei City montage.PNG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 25°02′ ჩ. გ. 121°38′ ა. გ. / 25.033° ჩ. გ. 121.633° ა. გ. / 25.033; 121.633
ქალაქის მერი ჰაუ ლუნგ-ბინი
ფართობი 271,799 კმ²
მოსახლეობა 2 618 772 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 9 634,9 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+8
ოფიციალური საიტი http://english.taipei.gov.tw

ტაიბეი მდებარეობა ტაივანი

Red pog.svg

ტაბეი (ჩინ. 臺北市) — ტაივანის დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. ამავე დროს, წარმოადგენს ტაიბეი–კეელუნგის მეტროპოლიური არეალის ცენტრს. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ კიდეზე, მდინარე დანშუიზე, ქალაქ კეელუნგიდან 25 კმ–ით სამხრეთ დასავლეთით. ქალაქი ამავე დროს ნავსადგურია წყნარ ოკეანეზე. 2010 წლის მონაცემებით, ტაიბეის მოსახლეობა 2 618 772 ადამიანს შეადგენს, ხოლო მეტროპოლიის, რომელშიც მასთან ერთად წარმოდგენილია ქალაქები ახალი ტაიბეი და კეელუნგი – 6 900 273 ადამიანს.[1]

ტაიბეი XVIII საუკუნეში დაარსდა და უკვე XIX საუკუნეში საზღვაო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. 1886 წელს, ჩინეთის ცინის იმპერიის მმართველმა დინასტიამ, ქალაქს პროვინციული დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა.[2] როდესაც პირველი ჩინურ–იაპონური ომის დროს ტაივანი იაპონელებმა დაიპყრეს, ტაიბეი კუნძულის დედაქალაქად აქციეს და მისი მასიური ურბანული დაგეგმარება დაიწყეს. 1945 წელს, კუნძული კვლავ ჩინეთმა აიღო.

როდესაც ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს კომუნისტებს გამოქცეულმა გომინდანის მთავრობამ თავი ტაივანს შეაფარა და 1949 წელს, ტაიბეი ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქად გამოაცხადა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Methods and Term Definitions. Directorate General of Budget, Accounting and Statistics. წაკითხვის თარიღი: 2009-08-04.
  2. Taipei (Taiwan) :: History - Britannica Online Encyclopedia. Britannica.com. წაკითხვის თარიღი: 2010-07-04.