გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი
გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
გობუსტანის პეტროგლიფები | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 40°07′30″ ჩ. გ. 49°22′30″ ა. გ. / 40.12500° ჩ. გ. 49.37500° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2007 (31-ე სესია) |
ნომერი | 1076 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
გობუსტანი (აზერ. Qobustan), ან გობუსტანის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნაკრძალი (აზერ. Qobustan dövlət tarixi-bədii qoruğu) – არქეოლოგიური ნაკრძალი აზერბაიჯანში, მდებარეობს ბაქოს სამხრეთით, კავკასიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთისწინეთსა და კასპიის ზღვას შორის. ნაკრძალის საერთო ფართობია 3096 ჰა. ნაკრძალში დაცულია კედლის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც შექმნილია მეზოლითის პერიოდში.
გობუსტანის ძეგლები ორ ჯგუფად იყოფა: კლდის მხატვრობა; უძველესი ადგილები და სხვა ობიექტები.
სახელწოდება „გობუსტანი“ ნიშნავს „ხევების მხარეს“ („გობუ“ — ღრუ, ხევი, „სტან“ — მხარე, ზღვარი).
2007 წელს, გობუსტანის კლდის მხატვრობა შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვ. წ I საუკუნეში გობუსტანის ტერიტორიაზე ჩამოდის რომის იმპერატორ დომიციანეს XII ლეგიონი. ეს დასტურდება ბოიუქდაშის მთაზე ლათინური წარწერით, რაზეც წერია შემდეგი: „Imp Domitiano Caesare avg Germanic L Julius Maximus“. ეს ნიშნავს: „იმპერატორ კეისარ დომიციანე აუგუსტ გერმანელის დროს, ლუციუს იულიუს მაქსიმუსი,ს ცენტურიონის XII ელვისებრი ლეგიონი“.
ჩინგირდაღზე არსებობს კიდევ ერთი წარწერა, რომელიც მიეკუთვნება XIV საუკუნეს, რომელზეც წერია: „აქ ჩამოვიდა იმად შაქი, ილოცა და წავიდა“. ამ წარწერის წყალობით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ტერიტორიაზე XIV საუკუნეში არსებობდა საკურთხეველი[1].
ნაკრძალის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. 1939-1940 წლებში აზერბაიჯანელმა არქეოლოგმა ისააკ ჯაფარზადემ აქ აღმოაჩინა დაახლოებით 3500 კლდის ნახატები და ნიშნები, ისევე როგორც ადამიანის მიერ დამზადებული ხვრელები, ორმოები და ა.შ.
1965 წლიდან, გობუსტანის სპეციალურ სამეცნიერო ექსპედიციას ხელმძღვანელობდნენ ჯ. რუსტამოვი და ფ. მურადოვა.
ცნობილი ნორვეგიელი მკვლევარი და მოგზაური თურ ჰეიერდალი 1981 წელს მოინახულა გობუსტანი და შეისწავლა აქ არსებული პეტროგლიფები. 1994 წელს იგი მეორედ ჩამოვიდა გობუსტანში[2].
ნაკრძალის მნიშვნელობის გათვალისწინებით მთელი მსოფლიოსთვის, აზერბაიჯანის მთავრობამ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეყვანის მიზნით იუნესკოს საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა. ამ მიზნით, 2006 წელს, შემუშავებულ და წარდგენილ იქნა გეგმა იუნესკოსთვის გობუსტანის ნომინაციაში შესაყვანად. ამ პერიოდში ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერითა და მეჰრიბან ალიევას ინიციატივით ნაკრძალში მოწვეულ იყო იუნესკოს გენერალური დირექტორი კიოტირო მაცურა. იგი გაეცნო გობუსტანის ძეგლებს და იუნესკოსა და ICOMOS ექსპერტებმა მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გეგმას და შეაფასეს ნაკრძალი.
2007 წლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 31-ე სესიაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს გობუსტანის კლდის კულტურული პეიზაჟი.
კლდის მხატვრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გობუსტანში დაახლოებით 6000 ნახატია, რომლებიც შეიქმნა მეზოლითის და შუა საუკუნეების დროს. პეტროგლიფები ამოტვიფრულია კლდეებზე. ისინი კლდოვან პლატოზე სამივე ადგილას აღმოაჩინეს. ნახატებს შორის არის გამოსახული ნადირობის, რიტუალური ცეკვის, მეურნეობის, სხვადასხვა ცხოველების, ნავებისა და სიმბოლური ნიშნები. ბრინჯაოს პერიოდის განმავლობაში, გობუსტანის კლდის ნახატების ზომა შემცირდა. ამ პერიოდში ხალხის სილუეტები იცვლებოდა ხაზოვანით[3]. გობუსტანისთვის დამახასიათებელია კაცისა და ქალის გამოსახულება.
გობუსტანის კლდეზე გამოსახულია ცხოველების ნახატები , რომლებიც თარიღდება 25 ათასი წლით. ესენია - ველური თხები, ირმები, ველური ღორები, ცხენები, ლომები, ფრინველები, თევზები, გველები, ხვლიკები და სხვადასხვა მწერები. ნადირობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა გობუსტანის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს აისახება კლდის მხატვრობაში. აქ გვხვდება სხვადასხვა იარაღების ნახატები. აცხადებენ, რომ ბრინჯაოს ხანაში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მზის კულტი ფართოდ გავრცელებული იყო, რაც აისახება გობუსტანის პეტროგლიფებში[3].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკრძალის ტერიტორია წარმოადგენს ვრცელ დაბალმთიან ტერიტორიას დიდი კავკასიონსა და კასპიის ზღვას შორის. იგი შემოფარგლულია ხევებითა და მშრალი ხეობებით. აქ არის კავკასიაში ყველაზე მსხვილი ტალახის ვულკანები. მთავარი მდინარე ჯეირანქეჩმეზია. ბოიუქდაშის მთაზე ასევე წყაროები და ჭებია. კლიმატი ნაკრძალში მშრალი და სუბტროპიკულია, შედარებით ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. შეინიშნება მოკლევადიანი გაზაფხულისა და შემოდგომის წვიმები.
გობუსტანის მცენარეული სამყარო დამახასიათებელია უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების მცენარეულობებით. იგი შედგება ბალახებისა და ბუჩქებისგან. ტერიტორიაზე გვხვდება ასკილი, ჯუჯა ალუბალი, წერწა, ღვია, ველური მსხალი, ველური ბრინჯი, ველური ბროწეული, ყურძენი და სხვა სახის ხეები და ბუჩქნარები.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, გობუსტანის ფაუნა გაღარიბდა. ახლა მისი იშვიათი მაცხოვრებლები არიან მელები, ტურები, მგლები, კურდღლები და ველური კატები, მთის კაკბები, ველური მტრედები, ლამპები და მრავალი გველი და ხვლიკი.
გავალდაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავალდაში — ორიგინალური ქვა-დაირი გობუსტანის ტერიტორიაზე. ამ ქვის სახელწოდება გამომდინარეობს თურქული სიტვებიდან „გავალ“ და „დაშ“ (ქვა). მასზე დარტყმით შესაძლებელია სხვადასხვა რიტმული მოტივების მიღება. გობუსტანში ორი გავალდაშია: ერთი ჩინგირდაღზე, მეორე ბოიუქდაშზე. ითვლება, რომ გავალდაში ცნობილია ზედა პალეოლითის დროიდან. მას იყენებდნენ მონადირეები და მეცხოველეები[1].
არსებობს მოსაზრება, რომ ველური ცხოველების თავდასხმების დროს ან სხვა სახიფათო სიტუაციებისას ტომების მეურვეები იყენებდნენ ამ ინსტრუმენტს. ასევე მიიჩნევენ, რომ უძველესი ადამიანები იყენებდნენ მას. ამ ვერსიის სასარგებლოდ ნათქვამია, რომ გავალდაში დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია და მისი ხმა 2-3 კილომეტრზე ვრცელდება. ითვლება, რომ ეს ხმები თან ახლდა რიტუალურ ცეკვებსა და ცერემონიებს. ასევე არსებობს ვერსია, რომ გავალდაში ერთიანობის სიმბოლო იყო, რადგან უძველესი ხალხი რელიგიურ და სადღესასწაულო რიტუალებსა და შეხვედრებს აქ მართავდნენ[1].
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1076 ინგლ. • რუს. • ფრ. |
- გობუსტანი
- The Rock Engravings of Gobustan
- Gobustan Rocks on the Megalithic Portal
- Qobustan petroglyphs
- Museum under open sky
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|