შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე
ஸ்ரீ ஜயவர்த்தனபுரம் கோட்டே
ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
კოორდინატები 6°54′39″ ჩ. გ. 79°53′16″ ა. გ. / 6.91083° ჩ. გ. 79.88778° ა. გ. / 6.91083; 79.88778
ქალაქის მერი სვარნალატა სილვა
ფართობი 17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 27 მეტრი
ოფიციალური ენა სინჰალური ენა, ტამილური ენა და ინგლისური ენა
მოსახლეობა 115,826 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 3,305 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2,234,289
სასაათო სარტყელი UTC+5:30
სატელეფონო კოდი 011
საფოსტო ინდექსი 10100
ოფიციალური საიტი http://www.kotte.mc.gov.lk
შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე — შრი-ლანკა
შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე

შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე (ტამილ. ஸ்ரீ ஜயவர்த்தனபுரம் கோட்டே), აგრეთვე ცნობილი როგორც კოტეშრი-ლანკას ადმინისტრაციული დედაქალაქი. მდებარეობს კომერციული დედაქალაქი კოლომბოს აღმოსავლეთ გარეუბანში და ხშირად უწოდებენ „ახალი დედაქალაქის“ ტერიტორიას. შრი-ლანკას პარლამენტი აქ მდებარეობს ახალი შენობის 1982 წლის 29 აპრილს ფორმალური ინაუგურაციის შემდეგ.

შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე მუნიციპალური საბჭოს ტერიტორია მოიცავს :

  • ჩრდილოეთით : კოლონავას ურბანული საბჭოს ტერიტორიას
  • ჩრდილო-აღმოსავლეთით : კოტიკავა- მულერიავა პრადეშია საბას რაიონს
  • აღმოსავლეთით : კადუელას მუნიციპალიტეტის საკრებულოს ტერიტორის
  • სამხრეთ- აღმოსავლეთით : მაჰარაგამას ურბანული საბჭოს ტერიტორის
  • სამხრეთ-დასავლეთით : დეჰვიალა - მთა ლავინიას მუნიციპალურ საბჭოს
  • დასავლეთით : კოლომბოს მუნიციპალიტეტის საბჭოს, რომელიც შრი-ლანკას კომერციული დედაქალაქია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი დარუგამა, მდებარეობას ორი მდინარი: დიაჰანანა იოსას და კოლონავას იოსას, შესართავთან. დარუგამა ბუნებრივად უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა, რადგან მტრისთვის რთული იყო იქ შეღწევა. მე-13 საუკუნეში, იმდორინდელმა თავკაცმა, სახელად ნისანკა ალაგაკონონა, ააშენა ე.წ. "კოტტე" ანუ ციხე.

ალაგაკონონა, იბნ ბატურას მიერაა მოხსენიებული, როგორც წესი კურუნეგალში, თუმცა სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ის იყო ქვეყნის მცველი (Bandara of Raigama Korale) , თანამედროვე კალუთარას რაიონში. ის საკუთარი "კოტტეს"(ციხის) წინ აკავებდა არია ჩაკრავარტის არმიას, მაშინ როცა მტრის საოკუპაციო ფლოტი დაამარცხა სამხრეთ-დასავლეთ პანადურაში.

"კოტტე" იყო სამკუთხედის ფორმის, ჯალას დურგა (წყლის ციხე-სიმაგრე), რომლის შემოგარენიც ფორმირდა დიაიანანა ოიასა და კოლონავას ოიას ჭაობების ორი გრძელი ხაზით, მესამე შედარებით მოკლე მხარეს კი თხრილია შემოვლებული. ციხე-სიმაგრის ტერიტორიის თითქმის 2.5 კვადრატული კილომეტრი გამაგრებული იყო ყაბუკისა და ლატერიტის ქვის ბურჯებით, სიმაღლით 2.5 მეტრი, სიგანით 10.7 მეტრი.

1391 წელს, ჯამბნას სამეფოს პრინც საფუმალის დაბყრობის შედეგად, ციხე-სიმაგრეს "შრი ჯეიავარდანაპურა" შეარქვეს, რაც მზარდი გამარჯვების კაშკაშა ქალაქს ნიშნავს.ის გახდა "კოტტეს'' უძველესი სამეფოს დედაქალაქი, რომელმაც მე-16 საუკუნის ბოლომდე იარსება.

ბურჯებიდან წაწყებული, იმ სამ სართულიანი, მშვენიერი ნაგებობით, რომელიც მეფეთა სასახლეში იყო განთავსებული, ყველაფრის ასაშენებლად, ძირითადად გამოყენებული იყო თიხა და ლატერიტი. ერთ-ერთი ადგილი, საიდანაც ლატარიტს მოიპოვებდნენ, დღესაც შეგიძლიათ იხილოთ ანანდა სატრალაიას (ადგილობრივი სკოლის) შენობაში.

დედაქალაქის ძირითადი მახასიათებლები იყო :

  • მეფის სასახლე, კვარცის კედლებით, რომლებიც მთვარის შუქზე კაშკაშებდნენ და ოქროს შპალები, ულამაზესი ბაღებითა და წყაროებით.
  • სამ სართულიანი დალადა მალიგავა, რომელში ბუდას კბილები ინახება, ამ რელიქვიის გამო კბილების ტაძარსაც უწოდებენ.
  • ხუთ სართულიანი 'არამა', რომელშიც 60 ბუდისტი ბაიკუსი ცხოვრობდა მათ რაჯასთან (ხელმძღვანელთან), როგორც მთავარი მოვალეობის შემსრულებელ პირთან ერთად.
  • მეფის საგანძურის სახლი
  • ბადაგანაში მდებარე 'კოტავაჰარა', ქალაქის ერთადერთი ბუდისტური ტაძარი, რომელიც თხრილისა და ბურჯების გარეთ მდებარეობს.
  • სამეფო სასაფლაო ბედდაგანანაში (ვეერაკანდას მემორიალი)
  • 'ანგამპიტია' სამხედრო აღლუმისა და წვრთნებისთვის განკუთვნილი მოედანი, ტხრილს შიგნით.

1505 წელს პორტუგალიელები პირველად ჩამოვიდნენ კუნძულზე და მეფემ ისინი მიიღო, თუმცა მათ სამხედრო და მონოპოლისტური ინტერესები ჰქონდათ და 1565 წლისთვის, ქალაქზე კონტროლი მოიპოვეს. მეზობელი სამეფოს, სიტაკავას განმეორებით შეტევას ვეღარ გაუძლეს და პორტუგალიელებმა, რომლებმაც კოლომბო ახალ დედაქალაქად აქციე, ქალაქი მიატოვეს.

იმ ეპოქების სხვა ქალაქების მსგავსად შრი ჯეიავარდანაპურა, უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით აშენდა. მთიანი მხარე მთელს ქალაქს იცავდა, ხოლო იმ თხრილისა და ჭაობების კვალი, გარკვეულ ადგილებში დღემდე შემორჩა. ჭაობის ნაწილების გასწვრივ, დასახლებულებმა უკვე ააშენეს სახლები, ავტოფარეხები და საპირფარეშოებიც კი. ციხე-სიმაგრის ურბანიზაცია მე-19 საუკუნეში დაიწყო. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი მასალები კვლავ სამშენებლოდ გამოიყენეს და დრემდე იყენებენ.

საკანონმდებლო ორგანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წლის 29 აპრილს, ჩატარდა ახალი პარლამენტის ინაუგურაცია. შენობები აღდგენილ მიწაზე მას შემდეგ აშენდა,რაც დაიანანა იოას მიმდებარე ჭაობების ადგილას, მასივი ტბა ჩამოყალიბდა. ახალი საპარლამენტო დაწესებულებები აშენდა დუვაზე, ტბის ცენტრში მდებარე 50 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის კუნძულზე. ამ კუნძულს პორტუგალიელი ჯარისკაცები მოსასვენებლად და გასართობად იყენებდნენ მაშინ, როცა კოტას სამეფოს ბოლო დღეებში, სამეფო ქალაქმა ალკოჰოლი აკრძალა. ის ვინმე ე.ვ.პერერას ეკუთვნოდა და ჰქონდა ქათმების მეურნეობა, მანამ სანამ შტატის საკუთრებაში გადავიდოდა. 1982 წლის 29 აპრილს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯ.რ.ჯეივარდენე, გამოაცხადა ახალი საპარლამენტო კომპლექსი.

კოლომბოს ყოფილი დედაქალაქიდან, სამთავრობო დაწესებულებები გადატანის პროცესი დღემდე მიმდინარეობს.

მუნიციპალური სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

'კოტეს ურბანული განვითარების საბჭო' შეიქმნა 1930-იან წლებში, რაჟაგირაში მდებარე თანამედროვე შენობაში. ეს იყო კოტეს ურბანული საბჭოს წარმატება, რომელმაც თავისი ფართობის დიდი ნაწილი გამოყო და ბორელას კოლომბოს მუნიციპალური საბჭოს პალატაში მოაქცია, მაშინ როცა ბათარამულას საქალაქო საბჭო დაიშალა და მისი მცირე მონაკვეთი კოტეს ურბანულ საბჭოს მიენიჭა.1997 წელს კოტეს ურბანული საბჭო გადაკეთდა შრი ჯეიავარდენეპერას კოტეს მუნიციპალიტეტის საკრებულოდ, ხოლო პირველი მერი იყო ჩანდრა სილვა.

მუნიციპალურ საბჭოში (MMC), პროპორციულობის პრინციპით არჩეული 20 წევრია . სულ 18 პალატაა, თუმცა ახლა, ინდივიდუალური წარმომადგენლობის გარეშე, ისინი მხოლოდ საარჩევნო უბნების როლს ასრულებენ.

ზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირა კოტე
  • ეთულ კოტე
  • ნავალა
  • ნუგეგოდა
  • რაჯაგირია

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი ჯაიავარდენეპურა კოტე მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური, ურბანული ცენტრია. 2012 წლის აღწერით, ეთნიკურ-რელიგიური დემოგრაფიული მონაცემები ასეთია :

ეთნიკური იდენთიფიკაცია , ჯაია-ვარდენეპურა კოტე, 2012
ეთნიკური ჯგუფი მოსახლეობა პროცენტული რაოდენობა
სინჰალელები 91 268 84.89%
შრი ლანკას ტამილელები 7 503 6.98%
შრი ლანკას მავრები 5 207 4.84%
ბარგერები 1 049 0.98%
ინდოელი ტამილელები 801 0.75%
მალაიელები 710 0.66%
შრი ლანკას ჩეტელები 72 0.07%
ბარატჰელები 58 0.05%
სხვა 840 0.78%
სულ 107 508 100.00%
რელიგიური იდენთიფიკაცია, ჯაია-ვარდენეპურა კოტე, 2012
რელიგია მოსახლეობა პროცენტული მაჩვენებელი
ბუდიზმი 82 841 77.06%
რომაული კათოლიციზმი 7 827 7.28%
მუსლიმი 6 772 6.30%
სხვა ქრისტიანი 5 040 4.69%
ჰინდი 4 864 4.52%
სხვა 164 0.15%
სულ 107 508 100.00%

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთადერთი სარკინიგზო მაგისტრალი და ავტობუსის მთავარი ტერმინალი მდებარეობს ნუგეგოდაში. პიტა კოტაში განთავსებულია ავტობუსის 'შვილობილი' სადგურები. ამ ქალაქს ავტობუსები გამართულად ემსახურებიან, მათი საცავი/საწყობი კი უდაჰამულაში მდებარეობს. 2005 წელს, სამგზავრო გემის სერვისი უნდა დასრულებულიყო და უნდა დაწყებულიყო პარლამენტის კვანძის მახლობლად ბატარამულაში და დასრულებულიყო ვალავეტის არხის მახლობლად. თითოეული მოგზაურობისთვის დაახლოებით 30 წუთია საჭირო, მას სადგურები უნდა ჰქონოდა : კოტეს მარშში, ნავალაში, ღია უნივერსიტეტში, აპოლონის საავადმყოფოში, დუბლირების გზაზე, ველავატსა და კოლომბოში, წმინდა პეტრეს კოლეჯში. შრი-ლანკის საზღვაო ძალები ამ დროისთვის, საპილოტე პროექტებს ახორციელებენ.

ჯანმრთელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადიველაში , შინ ჯეიავარდენაპურას ჰოსპიტალში განთავსებული მთავარი საავადმყოფო იაპონიის მთავრობის საჩუქარია. რაჯაგირიაში Eye & ENT საავადმყოფოა, ხოლო ნავალში კიდევ ერთი სამშობიარო კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს. მცირე სამედიცინო ცენტრი, რაჯაგირის ცისფერი ჯვრის საავადმყოფო, აღჭურვილია დიაგნოსტირებისათვის საჭირო ყველა ძირითადი ტექნოლოგიით.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტეში არაერთი კერძო და საჯარო სკოლაა. ეროვნული სკოლები (რომლებსაც სახელმწიფო მართავს), სამთავრობო სკოლები (რომლებსაც პროვინციის საბჭოები მართავენ), ნახევრად სამთავრობო/კერძო ან საერთაშორისო კოლები (რომლებსაც მართავენ რწმუნებულები). კუნძულზე ყველაზე გრძელი,შრი ჯეიავარდენეპურა მაჰა ვიდიალაის სკოლაა, რომელიც ადრე ქრისტიანული სკოლის სახელით იყო ცნობილი, რომელიც მდებარეობს პიტა კოტოში. პანდა კოტოში მდებარეობს ქალაქის უძველესი ბუდისტური სკოლა ანანდა სასტრალაია.

განათლების სამინისტრო ისევე როგორც საგამოცდო ცენტრი, დაფუძნებულია კოტეში. ამ არეალში მცხოვრები სტუდენტების დიდი ნაწილი, კოლუმბოს სამთავრობო კოლეჯებსა და საერთაშორისო სკოლებში სწავლობენ. ნავალაში მდებარეობს ღია უნივერსიტეტი, ხოლო შრი ჯეიჯარდენეპურას უნივერსიტეტი, ნუგოდაში.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი-ჯაიავარდენეპურა კოტე ხასიათდება ტროპიკული ტყეების, ჯუნგლების კლიმატით. ეკვატორულ კლიმატს თან ახლავს ციკლონები და ტემპერატურის მცირედი ცვალებადობა, მთელი წლის განმავლობაში. ქალაქი მეტად მშრალი და ნოტიო კლიმატით ხასიათდება. როგორც წესი, თებერვალი ყველაზე მშრალი თვეა, ნალექების საშუალო მაჩვენებელი 66 მმ. ამასთან, საშუალო წლიური ნალექების მინიმალური ზღვარია 60 მმ, სწორედ ამიტომ მიეკუთვნება შრი-ჯაიავარდენეპურა კოტე ტროპიკული ტყეების კლიმატს.

სპორტი და დასვენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ურბანულ რეგიონში, კრიკეტი ყველაზე პოპულარული სპორტია, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით და როგორც წესი, თამაშები ქალაქის ირგვლივ მდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ სარეკრეაციო ზონებში იმართება. საფეხბურთო გაერთიანება, ერთ დროს ყველაზე პოპულარული იყო კოლომბოში, თუმცა 1980 წლის შემდეგ, კრიკეტით ჩანაცვლდა. EW Perera Park ის საფეხბურთო მოედანი, ერთდროულად ოთხმა ცალკეულმა საფეხბურთო კლუბმა გამოიყენა. ეს მოედანი რაჯაგირიაში, 1970იან წლებში აშენდა. 1990-იან წლებში, კოტეს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ააშენა ჭანდრა სილვას სტადიონი, რათა ჩაენაცვლებინა EW Perera Grounds. მიწის ნაკვეთები გაიყიდა, მოგვიანებით კი HSBC-ის კორპუსების ასაშენებლად გამოიყენეს. 2007 წელს მუნიციპალიტეტმა, ურბანული განვითარების სამინისტროს დახმარებით, დაასრულა ახალი ჩანდრა სილვას სტადიონის პირველი ეტაპის მშენებლობა.

ფეხბურთის პოპულარულობა სულ უფრო და უფრო იზრდება, მის განვითარებას კი მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.საფეხბურთო ფედერაციის ახალი სასწავლო დაწესებულება, კოტში, მიზნად ისახავს ადგილობრივი ნიჭის აღმოჩენასა და გამოყენებას, ინდივიდუალური ნიჭის განვითარებასა და ნაკრებისთვის მომზადებას. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე საფეხბურთო მოედნით, საწვრთნელი დარბაზებით და უამრავი სხვა საჭირო ობიექტით.

სპორტის დანარჩენ სახეობებს, ძირითადად მხოლოდ მრავალრიცხოვან კლუბებსა და სპორტულ დარბაზებში თამაშობენ, ასეთებია: ჩოგბურთი, ბილიარდი, ცხენოსნობა, დახურული კრიკედი, ბადმინტონი და მაგიდის ჩოგბურთი.

აღსანიშნავი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ედუარდ უოლტერ პერერა (1875-1953) ცეილონელი ადვოკატი, პოლიტიკოსი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.
  • სერ ჯეიმზ პიტერ ობეიესკერე მაჰა მდალიარი (1879-1968) ცეილონიის კოლონიური ეპოქის ხელმძღვანელი, ბოლო უფროსი მდალიარი და მსახურობდა დამხმარე ბანაკად ცეილონის ბრიტანეთის გუბერნატორსა და ცეილონის გენერალურ გუბერნატორად.
  • ტისა აბეისეკაია (1939-2009) გამოჩენილი პიროვნება კინემატოგრაფიის სამყაროში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]