შინაარსზე გადასვლა

ერ-რიადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ერ-რიადი
არაბ. الرياض
არაბ. الخفجي
გერბი

ქვეყანა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
რეგიონი ერ-რიადის რეგიონი
შიდა დაყოფა Al-Bathaa
კოორდინატები 24°39′00″ ჩ. გ. 46°42′36″ ა. გ. / 24.65000° ჩ. გ. 46.71000° ა. გ. / 24.65000; 46.71000
ქალაქის მერი ფაისალ იბნ ბანდარ ალ საუდი
დაარსდა XVIII საუკუნე
ფართობი 1798 კმ²
ცენტრის სიმაღლე 612±1 მეტრი
მოსახლეობა 7 009 100 (2022)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 11564–12665
ოფიციალური საიტი https://riyadh.sa/en/
ერ-რიადი — საუდის არაბეთი
ერ-რიადი

ერ-რიადი (არაბ. الرياض — „ბაღები“) — საუდის არაბეთის დედაქალაქი. ერ-რიადის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. საუდის არაბეთის 2020 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 7,231,447 ადამიანი.[1][2]

დაახლოებით 4 ათასი წლის წინ თანამედროვე ერ-რიადის ტერიტორიაზე მომთაბარე არაბი ტომები ცხოვრობდნენ.

VI—VII საუკუნეებში ერ-რიადი იყო მოკრძალებული დასახლებული პუნქტი, რომელიც სხვებისგან არაფრით არ გამოირჩეოდა. მხოლოდ XVIII საუკუნიდან დაწყებული, როდესაც გაიზარდა ტრადიციული არაბული ბაზარი და როდესაც აქტიურად დაიწყო ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობა, ერ-რიადი გახდა მნიშვნელოვანი ქალაქი.

1902 წელს ამირა იბნ საუდმა საკუთარი ჯარით დაიპყრო ერ-რიადი. 1927 წელს საუდელმა ამირებმა შეძლეს სახელმწიფოს ჩამოყალიბება სახელწოდებით ნეჯდი და ჰიჯაზი, რომლის დედაქალაქი ერ-რიადში მდებარეობდა. 1932 წელს თანდათანობითი გაერთიანებების შედეგად შეიქმნა საუდის არაბეთის სამეფო, რომელსაც დღემდე მართავენ ამირები საუდების გვარიდან. 1960 წელს ერ-რიადის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 160 000 ადამიანს. 1960-იანი წლების ბოლოდან ერ-რიადი, როგორც მთელი საუდის არაბეთი, ცხოვრობს ნავთობის მოპოვების ხარჯზე.

ერ-რიადში მდებარეობს მეფის რეზიდენცია, აქვეა თავმოყრილი ყველა ცენტრალური სამთავრობო დაწესებულება, რომელიც გაჩნდა 1955 წელს. ქალაქში თითქმის არ არსებობს მრეწველობა, სამაგიეროდ საკმაოდ დიდი რაოდენობითაა მაღაზიები, რესტორნები, ყავახანები, მუზეუმები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ქალაქის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 40 % წარმოადგენს 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდობას. მამაკაცების რაოდენობა, როგორც მთელ ქვეყანაში, 10 %-ით მეტია ქალების რაოდენობაზე. მამაკაცებს განათლების მიღება შეუძლიათ როგორც დედაქალაქში — მათ ეძლევათ ადგილები სახელმწიფო უნივერსიტეტებში, უმაღლეს ტექნიკურ ინსტიტუტებში, სამხედრო აკადემიაში — ასევე უცხოეთში.

ქალაქში ბევრი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიცია წარმოადგენს ისლამის ჩასახვის ისტორიის ეტაპებს, მათ მიეკუთვნება ერ-რიადის მუზეუმი, მეფე ფეისალის სახელობის ისლამის კვლევისა და შესწავლის ცენტრი. არქიტექტურულ ძეგლებს შორის გამოირჩევა ალ-ბატაა, რომელიც არის ცენტრი, სადაც შეიძლება ვნახოთ უძველესი ნაგებობები. კიდევ ასევე არსებობს მასმაკის ციხესიმაგრე, რომელიც აშენდა 1865 წელს. ერ-რიადის თანამედროვე ცხოვრების სიმბოლოა ყველაზე უფრო მაღალი შენობა — სამეფო ცენტრი, რომელშიც მდებარეობენ ოფისები, ძვირფასი ბინები და რესტორნები.

ქალაქის კლიმატი ტროპიკული და მშრალი უდაბნოსია. ერ-რიადი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცხელ ქალაქად. ქალაქში იანვრის თვის საშუალო ტემპერატურაა +14,4 °C, ხოლო ივლისის +36,6 °C. კლიმატი საკმაოდ მშრალია, წელიწადში მოდის არაუმეტეს 100 მმ ნალექისა, თანაც ყველა — ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. აბსოლუტური მაქსიმუმი +52,0 °C (ივლისი), მინიმუმი −1 °C (იანვარი).

ქალაქის განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940-იანი წლებიდან დაწყებული ქალაქი დიდი ტემპით ვითარდება. ერ-რიადის მოსახლეობა განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა XX საუკუნის მეორე ნახევარში. თუ 1960 წელს ქალაქში ცხოვრობდა 150 ათასი ადამიანი, უკვე 1980-იანი წლების დასაწყისისთვის მისი მოსახლეობის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ნავთობის მოპოვებისგან მიღებულმა კოლოსალურმა შემოსავლებმა ქალაქი საკმაოდ გაათანამედროვა. როგორც წესი ქალაქის შენობები 8 სართულიანია, მაგრამ გამოირჩევიან ორიგინალური სტილით. ქალაქში ბევრი ცათამბრჯენია, მუშავდება სხვა გრანდიოზული პროექტებიც. ქალაქის, ასევე მთელი სამეფოს, მაღალსართულიანი შენობაა ბურჯ ალ-მამლიაკა.

2009 წლის ნოემბერში დაიწყო მიწისზედა მეტროპოლიტენის მშენებლობა, რომელიც ქვეყანაში მეორეა მექის მეტროპოლიტენის შემდეგ. 2017 წლამდე აშენდება ახალი ხაზი, რომელსაც ექნება ოქროებით მორთული სადგური.

2013 წლის 23 აპრილს მეფე საუდის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე გაიხსნა სატროლეიბუსო ხაზი[3].

ქალაქი დაყოფილია 15 რაიონად[4].