შინაარსზე გადასვლა

ჰეიდარ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰეიდარ ალიევი
ჰეიდარ ალიევი
აზერბაიჯანის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ოქტომბერი 1993  12 დეკემბერი 2003
წინამორბედიაბულფაზ ელჩიბეი
მემკვიდრეილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის სსრ-ის ცკ კპ მე-13 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ივლისი 1969  3 დეკემბერი 1982
წინამორბედიველი აჰუნდოვი
მემკვიდრექამრან ბაგიროვი

დაბადებული10 მაისი 1923
ნახჭევანის ასსრ, საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
გარდაცვლილი12 დეკემბერი, 2003 (80 წლის)
კლივლენდი, ოჰაიო, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დაკრძალული: ბაქო, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ეროვნებააზერბაიჯანელი
პოლიტიკური პარტიაახალი აზერბაიჯანი (პარტია)
მეუღლეზარიფა ალიევა
შვილებივაჟი:ილჰამ
ქალი:სევილი
პროფესიაისტორიკოსი, არქიტექტორი
რელიგიამაჰმადიანი (შიიტი)
ხელმოწერა

ჰეიდარ ალიევი (აზერ. Heydər Əlirza oğlu Əliyev; Һејдәр Әлирза оғлу Әлиев; დ. 10 მაისი 1923, ნახჭევანი, აზერბაიჯანის სსრ — გ. 12 დეკემბერი 2003, კლივლენდი, ოჰაიო, აშშ) — სსრკ-ის და აზერბაიჯანის პოლიტიკური მოღვაწე.

ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, იყო აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, სკკპ ცკ პოლიტბიუროს წევრი (ნოემბერი 1982), სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მდივანი. 1987 გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. 1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, ჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1991–1993 წლებში ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარედ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, (1993, 1998) ორჯერ არჩეულ იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტად.

თბილისში არსებობს მისი სახელობის სანაპირო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]