ცენტრალური აზია
იერსახე

ცენტრალური აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, ტერმინზე ზუსტი შეთანხმება არ არსებობს. როგორც წესი, იგი მოიცავს მხარეებს:
- ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები: ყაზახეთი (მცირე ევროპული ნაწილის გამოკლებით), უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი. ეს უკანასკნელი ოთხი ქვეყანა შუა აზიის რეგიონად მოიხსენიებოდა.
- აზიის შიგამატერიკული რაიონები: ავღანეთი, დასავლეთი ჩინეთი და მონღოლეთი.
ფართობი დაახლოებით 6 მლნ კვ.კმ. ზეგნები და დაბლობები ქმნიან ორ ძირითად იარუსს, საშუალო სიმაღლე 500-1500 მ (გობი, ალაშანი, ორდოსი, ჯუნგარის და ტარიმის დაბლობები) და 4000-4500 მ (ტიბეტის ზეგანი), რომლებიც გაყოფილია და შემოსაზღვრულია მაღალი ქედებით — ტიან-შანი, კუნლუნი, ნანშანი, ყარაყორუმი და სხვა. კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, ნალექები დაბლობში 50-200 მმ-ია, მთებში — 500-1000 მმ წლიურად. რეგიონში ჭარბობს უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, ტიბეტის ზეგანზე - ცივი უდაბნოები.
ძირითადი ეკონომიკური და კულტურული ცენტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი | ქვეყანა | მოსახლეობა | სურათი | ინფორმაცია |
---|---|---|---|---|
ნურ-სულთანი | ![]() |
700,000 (2009) |
![]() |
ყაზახეთის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი. აქ 1997 წელს ალმათი-დან ოფიციალურად გადმოიტანეს დედაქალაქი. |
ალმათი | ![]() |
1,420,747 (2009) |
1929 წლიდან 1997 წლამდე ყაზახეთის დედაქალაქი. აღიარებულია ყაზახეთის და რეგიონის ფინანსურ ცენტრად. | |
აშხაბადი | ![]() |
695,300 (2001) |
თურქმენეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. შედარებით ახალგაზრდა ქალაქი. 1818 წელს ამ დასახელების სოფელი დააარსა რუსეთის იმპერიამ. ის მდებარეობს ნისასთან ახლოს, რომელიც პართიის დედაქალაქი იყო.[1][2] | |
ქაბული | ![]() |
3,000,000 (2008) |
![]() |
ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი ქრისტეშობამდე 2000 - 1500 წლებშია დაარსებული.[3] |
პეშავარი | ![]() |
2,955,254 (2006) |
პაკისტანის რეგიონის ხაიბერ-პახტუნხვას დედაქალაქი, მდებარეობს ხაიბერის გადასასვლელთან, ავღანეთის საზღვართან ახლოს. | |
მეშჰედი | ![]() |
2,427,316 (2006) |
ირანის სიდიდით მეორე ქალაქი. შიიტების ერთ-ერთი წმინდა ქალაქი.[4] | |
ურუმჩი | ![]() |
2,681,834 (2006) |
სინძიანის რეგიონის დედაქალაქი და უიგურების კულტურული ცენტრი. 2000 წლის წინ ეს იყო აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ქალაქი. | |
მაზარი-შარიფი | ![]() |
300,600 (2008) |
![]() |
ავღანეთის სიდიდით მეოთხე ქალაქი და ბალხის პროვინციის დედაქალაქი. |
ულან-ბატორი | ![]() |
1,067,472 (2008) |
![]() |
მონღოლეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი 1639 წელს დაარსდა როგორც ბუდისტური ცენტრი. XX საუკუნეში ულანბატორი მნიშვნელოვან მანუფაქტურულ ცენტრად იქცა. |
სამარყანდი | ![]() |
596,300 (2008) |
![]() |
უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი და სამარყანდის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი სახელგანთქმული გახდა მისი აბრეშუმის გზაზე ცენტრალური მდებარეობის გამო და როგორც ისლამის სწავლების ცენტრი. |
ბიშკეკი | ![]() |
1,250,000 (2007) |
![]() |
ყირგიზეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, აგრეთვე ჩუის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. |
ტაშკენტი | ![]() |
2,180,000 (2008) |
უზბეკეთის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ტაშკენტი წარმოიშვა ჩირჩიკის ნაპირზე მდებარე ოაზისიდან.[5] | |
ტუსი | ![]() |
N/A | ![]() |
ხორასან რეზავის პროვინციის ანტიკური ქალაქი. ანტიკური ბერძნები მას სუსიას (ბერძ. Σούσια) უწოდებდნენ. ის ალექსანდრე მაკედონელმა ქრისტეშობამდე 330 წელს აიღო. ქალაქი 1220 წელს მონღოლებმა, ჩინგიზ-ყაენის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაანადგურეს. |
დუშანბე | ![]() |
679,400 (2008) |
ტაჯიკეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. უდშნბე ტაჯიკურად და სპარსულად ნიშნავს ორშაბათს[6] | |
ბუხარა | ![]() |
237,900 (1999) |
ქვეყნის სიდიდით მეხუთე ქალაქი და ბუხარას პროვინციის დედაქალაქი. ბუხარა სპარსული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, მის ადრეულ პერიოდში. | |
ნიშაპური | ![]() |
270,972 (2006) |
![]() |
ქალაქი მდებარეობს ხორასან რეზავის პროვინციაში, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Konjikala დაარქივებული 2014-10-29 საიტზე Wayback Machine. : the Silk Road precursor of Ashgabat
- ↑ Konjikala, in: MaryLee Knowlton, Turkmenistan, Marshall Cavendish, 2006, pp. 40-41, ISBN 0-7614-2014-2, ISBN 978-0-7614-2014-9 (viewable on Google Books).
- ↑ The history of Afghanistan, Ghandara.com website დაარქივებული 2013-07-27 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- ↑ Zabeth (1999) pp. 14-15
- ↑ Pulleyblank, Edwin G. 1963. "The consonantal system of Old Chinese." Asia Major 9 (1963), p. 94.
- ↑ D. Saimaddinov, S. D. Kholmatova, and S. Karimov, Tajik-Russian Dictionary, Academy of Sciences of the Republic of Tajikistan, Rudaki Institute of Language and Literature, Scientific Center for Persian-Tajik Culture, Dushanbe, 2006.