სანა (არაბ.صنعاء; ასევე სანაა, სან‘ა’ ან სანა'ა) — იემენის დედაქალაქი და სანას მუჰაფაზის ცენტრი. მიუხედავად ამისა, ქალაქი ამ მუჰაფაზის ნაწილს არ წარმოადგენს.
სანა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქია. ამავე დროს, ის გაშენებულია ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე და მიეკუთვნება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქთა რიცხვს. 2010 წლის მონაცემებით, სანას მოსახლეობა 1 748 000 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის იემენის უმსხვილესი ქალაქია. სანას ძველი ნაწილი შესულია იუნესკოსმსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ქალაქის ამ ნაწილს უნიკალური იერსახე გააჩნია, რაც უპირველესად განსხვავებული არქიტექტურის დამსახურებაა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულია მრავალსართყლიანი ნაგებობები, რომლებზეც გეომეტრიული ფიგურებია დეკორირებული.
3 ოფიციალური. 4 ადმინისტრაციული. 5 ტრანსკონტინენტული ქვეყანა. 6 მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები ევროპასთან.7 მთლიანად მელანეზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.