შინაარსზე გადასვლა

შაჰ-დენიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადოაზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის ველი. მდებარეობს კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს[1].

„შაჰდენიზის“ ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინეს საბჭოთა გეოლოგებმა 1954 წელს[2]. 1999 წელს აღმოაჩინეს ნავთობის ველი. „შაჰდენიზი“ დღემდე მსოფლიოს უდიდეს გაზის კონდენსატის საბადოდ ითვლება[1]. „სამთავრობათაშორისო“ და „გაყიდვა და შესყიდვების შესახებ“ შეთანხმებებს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგატებმა 2001 წლის 12 მარტს ანკარაში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევისა და პრეზიდენტ აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის მონაწილეობით[3]. 2001 წლის 29 სექტემბერს  აზერბაიჯანისა და საქართველოს დელეგატებმა ხელი მოაწერეს „სამთავრობათაშორის“ და ბუნებრივი აირით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მონაწილეობით. „შაჰ დენიზის“ პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2003 წლის 3 ნოემბერს სანგაჩალ ტერმინალში. 2004 წლის 14 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობა დაიწყო აზერბაიჯანში[4].

პირველი ჭაბურღილის ექსპლუატაცია, რომლის სიღრმე 6.5 ათასი მეტრია, დაიწყო 2006 წლის 15 დეკემბერს. ბზარისა და გაზის გამონაბოლქვის გამოვლენის გამო ნავთობის მოპოვება რამდენიმე დღით შეჩერებულ იქნა[5]. 2007 წლის 23 იანვარს კონსტრუქციაში ჭაბურღილის ზეწოლის გაზრდის შედეგად სამუშაოები კვლავ შეაჩერეს. 2006 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმისათვის, რომ ნაწილობრივ განეცხადა უარი გაძვირებულ რუსულ გაზზე, 2007 წელს ხელი მოაწერა პროტოკოლს შაჰ-დენიზის თურქული კვოტიდან 800 მლნ კუბური მეტრის გაზის მოწოდების შესახებ[6]. 2007 წლის ივლისისთვის ნავთობის ველზე წარმოებული იყო 700 მლნ კუბური მეტრი გაზი (3 ჭაბურღილი). აქედან აზერბაიჯანმა მიიღო 539 მლნ კუბური მეტრი, საქართველო 100 მილიონი კუბური მეტრი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპრესორი სადგურებში გამოყენებული იყო 45 მილიონი კუბური მეტრი.

2012 წლის ბოლოს, 4 ჭაბურღილი იქნა გამოყენებული შაჰდენიზის მაღაროში.

„შაჰდენიზიы“ მეორე ეტაპის ექსპლუატაცია 2017 წლისთვის დასრულდა[7]. პროექტის ფარგლებში გაზის მოპოვება წლიურად 16 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. მოცემულ გაზზე მოთხოვნა რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, რომლებიც აპირებენ ევროპაში აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირებას - ნაბუკო, ტრანს-ადრიატიკული მილსადენი და ITGI.  მათ შორის თურქეთში 6 მილიარდი კუბური მეტრი, საბერძნეთში 1 მილიარდი კუბური მეტრი, 1 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში და 8 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში განხორციელდება აზერბაიჯანული გაზის მიწოდება[8]. 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდა, რომ 2022-2025 წლებში აზერბაიჯანის გაზის მიწოდება  დაიწყება ევროპაში[9]. ამასთანავე, რუსული „გაზპრომი“ და ირანი გაზის არიან დაინტერესებულნი შაჰდენიზის მეორე ეტაპით[10].

2013 წლის დასაწყისში დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა განაცხადა, რომ „სოკარმა“ გაახანგრძლივა ნავთობის ველის შემუშავების შესახებ კონტრაქტი 2036 წლამდე[11].

ნავთობის ველის შემუშავება ხდება კონსორციუმით, რომელშიც შედიან შემდეგი კომპანიები:

  • BP Azerbaijan (25,5 %)
  • Statoil Azerbaijan (25,5 %)
  • SOCAR Azerbaijan (10 %)
  • Elf Petroleum Azerbaijan (10 %)
  • LukAgip N.V. („ლუკოილის“ შვილობილი კომპანია, 10 %)
  • Oil Industries Engineering & Construction (10 %)
  • Turkish Petroleum Overseas Company Limited (9 %)[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 შაჰ დენიზის მეორე ეტაპი და საქართველო - ტაბულა
  2. აზერბაიჯანის ნავთობის მრეწველობის გეოგრაფია დაარქივებული 2018-02-08 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  3. ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობის კვლევათა ცენტრი - PDF
  4. BP-ის ოფიციალური ვებ-გვერდი
  5. BP-მ და Statoil-მა განაცხადეს კომერციული გაზის მოპოვების შესახებ „შაჰდენიზზე“ (რუსული)
  6. ერდოღანი: თურქეთი ცდილობს შაჰ-დენიზის გაზის გაზიარებას საქართველოში დაარქივებული 2016-03-10 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  7. შაჰდენიზის მეორე ეტაპიl - BP-ის ოფიციალური ვებ-გვერდი
  8. რადიოთავისუფლება: შაჰ დენიზი 2“-ის პროექტის მიმდინარეობა და საქართველო
  9. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება მიწოდება ევროპაში დაიწყება 2020-2025 წლებში - ოპეკის გენერალური მდივანი დაარქივებული 2015-12-08 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  10. ახალი ენერგეტიკული ბუმი აზერბაიჯანში(რუსული)
  11. აზერბაიჯანმა გაახანგრძლივა კონტრაქტი შაჰდენიზის შემუშავების შესახებ[მკვდარი ბმული]
  12. საქართველოს გაზისა და გაზის კორპორაციის ოფიციალური ვებ-გვერდი[მკვდარი ბმული]