ბაქოს ოლიმპიური სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქოს ოლიმპიური სტადიონი (აზერ. Bakı Olimpiya Stadionu) — მულტისპორტული სტადიონი ბაქოში. სტადიონის მშენებლობა 2011 წლის 6 ივნისს დაიწყო ბოიუქ შორის

სრული სახელი ბაქოს ოლიმპიური სტადიონი
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი, ბაქო
აშენდა 2015
გაიხსნა 6 მარტი 2015 წელი
მესაკუთრე SOCAR
საფარი ნატურალური
არქიტექტორი Alpine Bau Deutschland AG
ტევადობა 69 870

ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სტადიონი გაიხსნა 2015 წლის 6 მარტს.

სტადიონში საერთო ჯამში, 69,870 ადგილია, აკმაყოფილებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების სტადიონებს[1]. 2015 წლის თებერვალში დასრულდა 225,000 კვ.მ. სტადიონის მშენებლობა 650 000 კვ.მ. და 2015 წლის 6 მარტს გაიხსნა. 2015 წლის პირველი ევროპული თამაშები ბაქოს ოლიმპირ სტადიონზე ჩატარდა. ასევე აქ ჩატარდება 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები.

სტადიონს გააჩნია დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია ავტოსადგომით, ბულვარით, პარკით, დიდი რაოდენობით შიდა და გარე ფართობებით.

სტადიონის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა

2008 წელს, სტადიონის პროექტირებაზე წინასწარი მუშაობა დაიწყო. გამოცხადდა ტენდერი, რომლის დროსაც განიხილებოდა მრავალი ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წინადადებები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ ჩაატარა სამშენებლო ორგანიზება ტერიტორიის მოსამზადებლად, რომელზეც სტადიონი მდებარეობს.  

2011 წლის 6 ივნისს, აზერბაიჯანის ფეხბურთის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა ბაქოს ოლიმპიური სტადიონზე. ცერემონიალს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა, ასევე ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელები, ფეხბურთის ვეტერანები და სხვა სტუმრები[2].

2012 წლის ნოემბერში დაიწყო სტადიონის სრულმასშტაბიანი მშენებლობა[3]. სამუშაოები ჩატარდა საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტის (IBC), უეფას და ფიფას სტანდარტებისა და აზერბაიჯანის მშენებლობის წესების შესაბამისად[2].

2014 წლის 28 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოლიმპიური სტადიონის მშენებლობას გაეცნო.

სტადიონის გახსნა 2015 წლის 6 მარტს შედგა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა[3].

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 2 თებერვალს ილჰამ ალიევის თავმჯდომარეობით გაიმართა პირველი ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელიც 2015 წელს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნისა და დახურვის ცერემონია ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება[4].

2014 წლის 19 სექტემბერს, ჟენევაში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გამოცხადდა, რომ ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება სამი ჯგუფური ეტაპის მატჩი და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის ერთი თამაში[5].

2015 წლის 12 ივნისს ოლიმპიურ სტადიონზე შედგა პირველი ევროპული თამაშების გახნა, 28 ივნისს კი დახურვა. ასევე, აღნიშნული თამაშების ფარგლებში, სტადიონზე ჩატარდა მძლეოსნობის შეჯიბრებები.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტადიონის სტენდებზე აგებულია ტრიბუნები, სარბენი ბილიკები და სხვა ინფრასტრუქტურა.

6 სართულიანი სტადიონის სიმაღლე 62 მეტრია. სტადიონს იტევს 68,700 მაყურებელს[1].

სტადიონის შიდა ფართობია 120830 მ². სტადიონს აქვს 18 შესასვლელი, 41 ლიფტი და 7 ავტოსადგომი[3]. სტადიონი მოიცავს ძირითად და სასწავლო სტადიონებს, ასევე მექანიკურ შენობას, გათვალისწინებულიაVIP, CIP და მედია სექტორები, ასევე სექტორები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მაყურებლებისთვის. სავარჯიშო სტადიონი 1,800 მაყურებელს ითვალისწინებს. დიზაინი, მშენებლობა, ლოგისტიკური მომსახურება, პროექტის კოორდინაცია, უსაფრთხოების მენეჯმენტი, დაგეგმვა და მშენებლობის კონტროლი წარმატებით განახორციელა კომპანია TEKFEN- მა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]