ნეაპოლი
|
ნეაპოლი Napoli | |||||
|
ნეაპოლის პანორამა | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
|---|---|---|---|---|---|
| რეგიონი | კამპანია | ||||
| კოორდინატები | 40°50′00″ ჩ. გ. 14°15′00″ ა. გ. / 40.83333° ჩ. გ. 14.25000° ა. გ. | ||||
| მმართველი | Gaetano Manfredi | ||||
| ფართობი | 117 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 17 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
| მოსახლეობა | 908 082 კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 8,214.9 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
| სატელეფონო კოდი | +39 81 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 80100 | ||||
| საავტომობილო კოდი | NA | ||||
| ოფიციალური საიტი | comune.napoli.it | ||||
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 726 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ნეაპოლი (იტალ. Napoli, ნეაპ. Nàpule, ბერძ. Νέα Πόλις „ნეა პოლის“ — ახალი ქალაქი) — ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონისა და ნეაპოლის პროვინციის დედაქალაქი. ნეაპოლი ცნობილია მდიდარი ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით. ქალაქი განლაგებულია ნეაპოლის ყურეში, ორ ვულკანურ ტერიტორიას შორის: ვეზუვის მთასა და ფელეგრინის ველებს შორის.
ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დააარსეს და „ნეა პოლის“ (ახალი ქალაქი) უწოდეს. იგი საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა, როგორც რომის იმპერიის ცენტრალური პროვინცია. 1282-1816 წლებში ნეაპოლი ამავე სახელწოდების სამეფოს დედაქალაქი იყო, მოგვიანებით ის შედიოდა სიცილიის შემადგენლობაში.
დღეს ნეაპოლი მესამე ყველაზე დასახლებული ადგილია იტალიაში, რომისა და მილანის შემდეგ. 2025 წლის მონაცემებით, ნეაპოლის მოსახლეობა 908 082 ადამიანს შეადგენს.
ნეაპოლთანაა დაკავშირებული პიცის წარმოშობა. ცნობილია ამ ქალაქის კულტურა: ნეაპოლთან აკავშირებენ მადოლინის (მუსიკალური საკრავის) წარმოშობას. ცნობილია ნეაპოლიტანური ფოლკლორული მუსიკაც. არსებობს უამრავი პოპულარული ფიგურა და ნიშანი, რომლებიც ცნობილია როგორც ნეაპოლის სიმბოლოები: მთავარი წმინდნის — Januarius-ის, Pulcinella-ს სიმბოლო და საყვირები.

ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 359.