ბეირუთი (არაბ. بيروت; ბაირუთ) — ლიბანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მასში ცხოვრობს მთელი ლიბანის მოსახლეობის ნახევარი. გაშენებულია ნახევარკუნძულ რასზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველი დასახლება ჩნდება სავარაუდოდ ძვ. წ. 1700 წელს, ხოლო უკვე ძვ. წ. 1500–დან იგი მოიხსენიება როგორც ფინიკიელთა ერთ–ერთი მეტროპოლია. ბეირუთი იყოფა ადმინისტრაციულ უბნებად – აშრაფიათი, დარ ალ–მურასი, ბეშურა, მაზრა, მადავარი, ნავსადგურის უბანი, არ–რასი (თავი), ჰუსნა, მუსათბათი, რუმაილი, საიფი და ალ–ბილათი. ბეირუთის მფარველ წმინდანად ლიბანელი ქრისტიანები მიიჩნევენ წმინდა გიორგის. ბეირუთი დაიყოფა სამ ძირითად ნაწილად – დასავლეთ ბეირუთი, სადაც უმრავლესობა მუსლიმია, აღმოსავლეთ ბეირუთი, სადაც უმეტესადქრისტიანები ცხოვრობენ და ე.წ. სამხრეთ გარეუბანი, სადაც ცხოვრობენ ბეირუთელი შიიტები და აქვეა პალესტინელ ლტოლვილთა ცნობილი ბანაკები საბრა და შატილა.
↑შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Armenian. [1]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2013. ციტირების თარიღი: 5 August 2013.
3 ოფიციალური. 4 ადმინისტრაციული. 5 ტრანსკონტინენტული ქვეყანა. 6 მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები ევროპასთან.7 მთლიანად მელანეზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.