ბაქოს მინიატურული წიგნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაქოს მინიატურული წიგნების მუზეუმი
Miniatür Kitab Muzeyi (2016).jpg
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 2002
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
დირექტორი ზარიფა სალახოვა

ბაქოს მინიატურული წიგნების მუზეუმი (აზერ. Miniatur Kitab Muzeyi) — მუზეუმი ქალაქ ბაქოს ძველ ნაწილში, ისტორიულ რაიონ იჩერი-შეჰერში, სასახლის ქუჩაზე. ფუნქციონირება დაიწყო 2002 წლის 2 აპრილს.[1] მუზეუმის ექსპონატები შეგროვებულ იქნა ტაირ სალახოვის დის, ზარიფა სალახოვას მიერ 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს 64 ქვეყანიდან. მისი პირადი კოლექცია შეადგენს 6500 წიგნს. მუზეუმში შეგროვებულია ექსპონატები, როგორც რუსეთის იმპერიის დროს გამოშვებულები, ასევე საბჭოთა პერიოდშიც.[2] მასში თავმოყრილია ისეთი წიგნები, რომლებიც გამოცემულია საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ბელორუსში, შუა აზიის რესპუბლიკებში, ასევე ევროპაში.

მუზეუმის ფონდებში არის კორნეი ჩუკოვსკის, აგნია ბარტოს, თედორე დოსტოევსკის და ალექსანდრე პუშკინის იშვიათი გამოცემები.[3]

მუზეუმში გამოფენილია ისეთი ცნობილი კლასიკოსების წიგნები, როგორებიც არიან ვაგიფი, ჰურშიდბანუ ნათავანი, ნიზამი განჯევი, ნასიმი, ფუზული, სამედ ვურღუნი, მირზა ფათალი ახუნდოვი და სხვა.

მუზეუმის ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]