მაქსიმ გორკის სახელობის აზერბაიჯანული მოზარდმაყურებლის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაქსიმ გორკის სახელობის აზერბაიჯანული მოზარდმაყურებლის თეატრი

მაქსიმ გორკის სახელობის აზერბაიჯანული მოზარდმაყურებლის თეატრი (აზერ. Azərbaycan Dövlət Gənc Tamaşaçılar Teatrı) — თეატრი ქალაქ ბაქოში.

თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრი დაარსდა 1928 წელს. მისმა რუსულმა დასმა მაშინ წარმოადგინა პირველი დადგმა. 1930 წელს უკვე აზერბაიჯანული დასიც ჩამოყალიბდა ბაქოს მეზღვაურთა კლუბის პიონერთა დრამატიული წრის ბაზისზე.[1]

ჩამოყალიბება და რეპერტუარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრის დაარსების პირველ წლებში იდგმებოდა მხოლოდ რუსი მწერლების პიესები, რომელთა ჩვენება მთელ სსრკ-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ეს პიესები ითარგმნებოდა აზერბაიჯანულ ენაზე. 1930-ან წლებში კი უკვე თანდათანობით იწერებოდა აზერბაიჯანელი მწერლების პიესები: ჯაფაროვისა და მელიქ-ეგანოვის „ქუჩებში“ (1932), „ნარგიზი“ (1936), „აიაზი“ (1937), „ოქროს ჩიტი“ (მიმინო) სეიდზადე (1938), ისკანდეროვისა და რახმანის „პარტიზანი მამედი“ (1939).

1936 წელს თეტრს მიენიჭა მაქსიმ გორკის სახელწოდება.[1].

თეატრის კოლექტივი, 1954 წელი

თეატრი ასევე დგამდა რუსი მწერლებისა და საზღვარგარეთის კლასიკურ დრამატურგიასაც. ასეთებია ნ. ვ. გოგოლის „რევიზორი“ (1937), შექსპირის „ორი ბატონის მსახური“, ა. ნ. ოსტროვსკის „როგორ იწრთოდა ფოლადი“ (1947).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Театральная энциклопедия. Гл. ред. С. С. Мокульский. Т. 1 — М.: Советская энциклопедия, А — «Глобус», 1961, 1214 стб. с илл., 12 л. илл.