შინაარსზე გადასვლა

ალანდის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფინეთის ავტონომიური რეგიონი
ალანდის კუნძულები
შვედ. Landskapet Åland
ფინ. Ahvenanmaan maakunta
დროშა გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
ადმ. ცენტრი მარიანჰამინა
კოორდინატები 60°15′00″ ჩ. გ. 20°00′00″ ა. გ. / 60.25000° ჩ. გ. 20.00000° ა. გ. / 60.25000; 20.00000
მმართველი Katrin Sjögren
ფართობი 1580,12[1][2] კმ²
ოფიციალური ენა შვედური ენა
მოსახლეობა 30 654[3] კაცი (2024)
სიმჭიდროვე 19,07 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, აღმოსავლეთ ევროპული დრო და UTC+3
სატელეფონო კოდი +358 (18)
საავტომობილო კოდი AX[4]
ოფიციალური საიტი https://www.regeringen.ax/[5]

ალანდის კუნძულები (შვედ. Åland, ფინ. Ahvenanmaa, აჰვენანმაა), ყოფილი პრინცესას კუნძულებიფინეთის ავტონომიური რეგიონი, მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია მოიცავს 1580 კვადრატულ კილომეტრს, მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 29 000 ადამიანს, დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და მთავარი სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია მარიენჰამნი (მოსახლეობა — 11 500).

რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური, ყოველდღიურობაში შვედური ენის ალანდურ კილოზე საუბრობენ, იშვიათად გამოიყენება ფინური ენაც. მორწმუნეთა უმეტესობა ქრისტიანობის პროტესტანტული ფრთის მიმდევრები არიან, კერძოდ ლუთერანები.

განსაკუთრებული სტატუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალანდის კუნძულებს განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსი აქვთ, რომელიც 1921 წელს ალანდის კრიზისის შემდეგ მიენიჭათ.

ძირითადად:

  • ალანდის კუნძულების ერთადერთ ოფიციალურ ენას შვედური წარმოადგენს.
  • ალანდის კუნძულები საკუთარ საფოსტო მარკებს იყენებენ.

ყირიმის ომის შემდეგ, როდესაც ვორმარსუნდის ციხესიმაგრე ჯერ ალყაში მოექცა, მერე კი აფეთქებულ იქნა, ალანდის კუნულებს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭათ:

  • ალანდის კუნძულები — აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. აქ არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები.

ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ.

სახელისუფლებო ორგანოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალანდის კუნძულების პარლამენტი (ლაგტინგეტი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალანდის კუნძულების საკანონმდებლო ორგანოა ალანდის პარლამენტი (ლაგტინგეტი), რომელიც შედგება 30 წევრისაგან. პარლამენტის წევრები აირჩევიან პირდაპირი და ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. ხმის მიცემა უნდა იყოს უნივერსალური და თანაბარი. მანდატების განაწილება ხდება დ’ონტის მეთოდით. ალანდის პარლამენტის სამუშაო ენაა შვედური. მისი სტრუქტურა შედგება პრეზიდიუმის, მუდმივმოქმედი კომიტეტების, სპიკერების კონფერენციის, ავტონომიის კომიტეტისა და პარლამენტის ბიბლიოთეკისაგან.

ალანდის კუნძულების მთავრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალანდის კუნძულების აღმასრულებელი ორგანოა ალანდის მთავრობა. მთავრობის ფორმირების პროცესი იწყება ალანდის საპარლამენტო ჯგუფების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამთავრობო პროგრამასა და აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობაზე. ამ დისკუსიების შემდეგ, პარლამენტის სპიკერი ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვეულებრივ, ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს. პრემიერ-მინისტრი ალანდის მთავრობის მეთაურია, რომელსაც საერთო ჯამში შეიძლება ჰყავდეს რვა წევრი. ერთ-ერთი მათგანი არის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელიც ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. მთავრობაში სამინისტროების გარდა, რამდენიმე სპეციალიზებული ორგანო შედის, როგორიცაა საკანონმდებლო საკონსულტაციო ოფისი, შიდა აუდიტის განყოფილება, სტატისტიკისა და კვლევის ოფისი, მონაცემთა დაცვის ოფისი და ომბუდსმენი.

ალანდის კუნძულების აღმასრულებელი ორგანო პასუხისმგებელია მმართველობის ყველა სფეროზე, რომელიც ავტონომიის შესახებ აქტით მიეკუთვნება ალანდის უფლებამოსილებას. მთავრობა აქტიურად მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესში, სარგებლობის საკანონმდებლო ინიციატივით ალანდის პარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ფინეთის ხელისუფლებასთან ყველა იმ საკითხში რომელიც საერთო სფეროს წარმოადგენს.

ალანდის კუნძულებზე ფინეთის მთავრობას წარმოადგენს გუბერნატორი. გუბერნატორს ნიშნავს რესპუბლიკის პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით შეუთანხმდება ალანდის პარლამენტის თავმჯდომარეს. თკი კონსენსუსი ვერ მიიღწევა მაშინ პრეზიდენტი ნიშნავს გუნერნატორს ალანდის პარლამენტის მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთს.

ლემსტრომის არხი

ალანდის დელეგაცია წარმოადგენს ალანდის კუნძულების და სახელმწიფოს ერთობლივ ორგანოს. ალანდის დელეგაციის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს გუბერნატორის ან სხვა პირი, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიშნავს ალანდის კუნძულების პარლამენტის სპიკერის თანხმობით. დელეგაციის თავმჯდომარის მიერ უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას ასრულებს ვიცე-თავმჯდომარე, რომელსაც ასევე ნიშნავს პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერის თანხმობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ennakkoväkiluku sukupuolen mukaan alueittain, helmikuu.2016. ციტირების თარიღი: 31 March 2016
  2. Åsub. Population en. ციტირების თარიღი: 22 January 2024
  3. Åsub. Population en. ციტირების თარიღი: 22 January 2024
  4. https://treaties.un.org/doc/Publication/CN/2025/CN.278.2025-Eng.pdf
  5. (unspecified title)