იერუსალიმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
იერუსალიმი
ירושלים
القُدس
Jerusalem infobox image.JPG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ისრაელის დროშა ისრაელი
ოლქი იერუსალიმი
კოორდინატები 31°47′ ჩ. გ. 35°14′ ა. გ. / 31.783° ჩ. გ. 35.233° ა. გ. / 31.783; 35.233
ქალაქის მერი ნირ ბარკატი
დაარსდა ძვ. წ. IV ათასწლეული
ფართობი 125,156 კმ²
მოსახლეობა 933,113 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 6,183 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,700,000
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +972 2
ოფიციალური საიტი http://www.jerusalem.muni.il

იერუსალიმი მდებარეობა ისრაელი

Red pog.svg

იერუსალიმი (ებრ. ירושלים - იერუშალაიმ, არაბ.: القُدس - ალ-კუდსი (ქართ. - წმინდა); ან أُورْشَلِيم - ურშალიმ - მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი) — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695 000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.

ძველი ქალაქი[რედაქტირება]

ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ მე-16 საუკუნეში აღდგენილი გალავანი აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად. ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთა, სადაც თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 950 წელს. ახლა ამ მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.

ახალი ქალაქი[რედაქტირება]

ახალი ქალაქი უბნებადაა გაყოფილი. თითოეული მათგანი აშენებულია საკუთარი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრის ირგვლივ. არაბული უბნები მხოლოდ ისრაელის მიერ 1967 წელს შემოერთებულ აღმოსავლეთ ნაწილშია. ექვსდღიან ომში გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი ებრაული უბანი ააშენა, სადაც დღესდღეობით 200,000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. იერუსალიმის არაბები, რომლებიც უარობენ ისრაელის მოქალაქეობის მიღებას, სარგებლობენ მოქალაქეთათვის განკუთვნილი სოციალური დახმარებით. მეორე მხრივ, რადგან მათ არც მუნიციპალურ არჩევნებში სურთ მონაწილეობის მიღება, მერიაში არ ჰყავთ წარმომადგენლები; ამის გამო ქალაქის ხელისუფლება გულგრილად ეკიდება არაბულ მოსახლეობას, რაც ძირითადად მათი უბნების ინფრასტრუქტურის დაბალ დონეში გამოიხატება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი სრულებით ებრაულია. იერუსალიმის ებრაელები იყოფიან ხილონებად და ხარედებად (ცხოვრების დასავლური სტილის მიმდევრებად და ღრმად მორწმუნეებად). ამ ჯგუფებს შორის დაძაბულება სუფევს რელიგიური და ზნეობრივი საკითხების ირგვლივ, რაც ზოგჯერ უსიამოვნო ინციდენტებს იწვევს. ხილონები და ხარედები ცალ-ცალკე უბნებში ცხოვრობენ.

პანორამა[რედაქტირება]

Panorámica de Jerusalén desde el Monte de los Olivos.jpg

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ხელმძღვანელობა[რედაქტირება]

კულტურა[რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება]

რუკები[რედაქტირება]