მუჰამედის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუჰამედის მეჩეთი

მუჰამედის მეჩეთი (აზერ. Məhəmməd məscidi), ასევე ცნობილი, როგორც სინიქ- კალა( აზერ. Sınıqqala məscidi — «დაზიანებული კოშკი»)[1] — XI საუკუნის მეჩეთი, რომელიც განლაგებულია ბაქოს ისტორიულ ნაწილში იჩერი - შეჰერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება „სინიქ - კალა“ მეჩეთმა მიიღო 1723 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის სამხედრო ესკადრამ, რომელიც შედგებოდა 15 გემისგან და რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ მატიუშკინი, მოადგა ქალაქს და მოითხოვა დანებება. უარყოფილი ულტიმატუმის საპასუხოდ რუსულმა ესკადრამ დაიწყო ქალაქის დაბომბვა. ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა მეჩეთის მინარეთს და დააზიანა იგი. იმავდროულად ზღვაზე წარმოიშვა შტორმი, რომელმაც გარიყა რუსული იალქნიანი ესკადრა შორს ზღვაში. ქალაქის მოსახლეობამ აღიქვა ეს ფაქტი, როგორც ღმერთის წყალობა. მას შემდეგ XIX საუკუნის შუამდე მინარეთი არ აღუდგენიათ, როგორც წინააღმდეგობის სიმბოლო.[2][3]

ეს მეჩეთი არის პირველი ისლამური ნაგებობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელზეც არის ამოტვიფრული მისი მშენებლობის წარწერა. ბროქგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში ეს მეჩეთი მოხსენებულია, როგორც „შაჰის მეჩეთი“.

არაბული დამწერლობა, რომელიც შემოინახა შემოსასვლელ კარებში გვამცნობს, რომ ეს მეჩეთი აშენებულია უსტა-რაის მუჰამედის, აბუ- ბექრის შვილის მიერ ხიჯრის 471 წელს (1078/1079). ანუ მშენებელი იყო არა მხოლოდ ხელოსანი (უსტა), არამედ უფროსიც (რაის) — ხელოსნების კორპორაციის უფროსი.[4]

მინარეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინარეთი მიდგმულია მეჩეთზე, რომელიც აშენებულია უფრო ადრინდელის მაგივრად და რომლის გეგმაც იმეორებს ძველის გეგმას. მინარეთის ღერძი — ოდნავ წვრილდება. აღმართულია საგანგებოდ დამუშავებული ქვებისგან. ქვის ფილებით შემოფარგლული აივნით მუეზინისათვის — შერეფეს უკავია კარნიზის სტალაქტიდები. მინარეთს აბოლოვებს გუმბათი. მინარეთის შიგნით ადის ვიწრო კიბე. კარნიზის ქვეშ იკითხება არაბულად დაწერილი ყურანის ტექსტების ამონარიდები. ესეთი წარწერები ახალისებენ და აცოცხლებენ მეჩეთის მრისხანე გარესახეს. მინარეთი აშენებულია ადგილობრივი დამუშავებული ქვით კირის ხსნარით. ცალკეულ რიგებს გააჩნიათ სხვადასხვა ზომები ( ზედა ნაწილი რესტავრირებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში).[5]

მეჩეთი ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Л. С. Бретеницкий, Б. В. Веймарн. Искусство Азербайджана IV—XVIII веков. — М.: Искусство, 1976. — С. 44.
  2. И. П. Щеблыкин. Архитектурные памятники эпохи Низами в Азербайджане // Известия Академии наук СССР. — Издательство Академии наук СССР, 1941. — № 1. — С. 60.
  3. С. А. Ашурбейли. История города Баку. — Б.: Азернешр, 1992. — С. 146. — ISBN 5-552-00479-5.
  4. Л. С. Бретеницкий, Б. В. Веймарн. Искусство Азербайджана IV—XVIII веков. — М.: Искусство, 1976. — С. 44.
  5. Г. М. Ализаде. Народное зодчество Азербайджана и его прогрессивные традиции. — Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1963. — С. 38. — 228 с.