ტირანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დედაქალაქი
ტირანა
Tirana / Tiranë
Tirana from South.jpg
ხედი ტირანაზე
დროშა გერბი
Flag of Tirana.svg Stema e Bashkisë Tiranë.svg

ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
შიდა დაყოფა 11 რაიონი
კოორდინატები 41°19′48″ ჩ. გ. 19°49′12″ ა. გ. / 41.33000° ჩ. გ. 19.82000° ა. გ. / 41.33000; 19.82000
ქალაქის მერი Erion Veliaj
დაარსდა 1614
ამჟამინდელი სტატუსი 1920
ფართობი 41.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 110
მოსახლეობა 862,361 კაცი (2017)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი (+355) 040
საფოსტო ინდექსი 1001–1028
საავტომობილო კოდი TR
ოფიციალური საიტი tirana.gov.al
ტირანა — ალბანეთი
ტირანა

ტირანა (ალბ. Tiranë) — ალბანეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ქეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტირანას დაბლობზე მდებარეობისა და ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო, ქალაქს აქვს დამახასიათებელი კლიმატი, რის გამოც ის ევროპის ყველაზე ნოტიო და მზიან ქალაქთა შორისაა, წელიწადში 2 544 საათიანი მზის ხანგრძლივობით.[1][2]

როგორც არქეოლოგები ამტკიცებენ თანამედროვე ტირანას ტერიტორია ჯერ კიდევ 10,000 წლის წინ იყო დასახლებული. თუმცა მისი, როგორც ქალაქად ჩამოყალიბება 1614 წელს მოხდა და იგი ოსმალეთის იმპერიის გენერალ სულეიმან ბარჯინის (იგივე სულეიმან ფაშას) სახელს უკავშირდება. დღეს მისი ძეგლი ტირანას მთავარ მოედანზე დგას, მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაც. ტირანა დედაქალაქის სტატუსს 1920 წლის 8 თებერვლიდან ატარებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანას ფოტო სატელიტიდან.

ტირანა ვრცელდება ტირანას დაბლობზე, ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთით დაიტის მთაზე, სამხრეთით კერაბეს, საუკისა და ვაკარის ბორცვებზე, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე ველთან, რომელიც ადრიატიკის ზღვას გადაჰყურებს. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 110 მეტრია, ხოლო მაქსიმალური კი 1 828 მეტრი.[3] ქალაქი ათენის ჩრდილოეთ ნაწილიდან 501 კილომეტრშია, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 613 კილომეტრში, პოდგორიცას სამხრეთიდან 131 კილომეტრში, 153 კილომეტრშია სამხრეთ-დასავლეთ მაკედონიიდან და 250 კილომეტრით პრიშტინადან.

ქალაქი გარშემორტყმულია ორი მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიით, ესენია: „Dajti“-ის ეროვნული პარკი და „Mali me Gropa-Bizë-Martanesh“-ის დაცული ტერიტორია. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ტყეები ძირითადად შედგება ფიჭვის, მუხისა და წიფლის ხეებისაგან, ხოლო მისი შიდა რელიეფზე გავრცელებულია კანიონები, ჩანჩქერები, გამოქვაბულები, ტბები და სხვა გეოლოგიური წარმონაქმნები.[4] მდინარე იშემი ქალაქში გადის, ისევე როგორც მდინარე ლანა. ტირანაში არსებობს მრავალი ხელოვნური ტბა, მათ შორისაა: ტირანა, ფარკა, ტუფინა და კაშარი. მუნიციპალიტეტის ცენტრალური ადგილია ქალაქი ტირანა.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით განსაზღვრულია, როგორც ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის მქონე, ნალექებს იღებს მუდმივად, მათ შორის ზაფხულის პერიოდშიც. ქალაქის კლიმატზე ხმელთაშუა ზღვა დიდ გავლენას ახდენს. რეგიონში არის ცხელი და ზომიერად მშრალი ზაფხული და გრილი ზამთარი.[6] საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით 1 266 მმ-ს შეადგენს. ქალაქში ნალექების უმეტესი ნაწილი ზამთრის თვეებში მოდის, ძირითადად ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში, ხოლო ნალექის დონე მცირეა ზაფხულის თვეებში, ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში. ნალექების, წვიმისა და თოვლის გამო, ქალაქი ევროპის კონტინენტის ყველაზე ნალექიან ქალაქებს შორისაა.[2]

ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში იცვლება საშუალოდ 6,7 ° C-დან 24 °C-მდე. ზაფხული საკმაოდ ცხელია, ძირითადად ტემპერატურა 20 °C-ზე მაღალია, მაისიდან სექტემბრამდე. შემოდგომაზე და ზამთარში, ნოემბრიდან მარტამდე, საშუალო ტემპერატურა იკლებს და შეადგენს დაახლოებით 6,7 ° C-ს. ქალაქი საშუალოდ იღებს 2 500 საათის მზეს.[7]

ურბანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნური ტბა ტირანაში, რომელიც შეიქმნა 1955 წელს.

ქალაქს აქვს გარკვეული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია გადატვირთულობასთან, ვინაიდან მოსახლეობის რაოდენობა იზრდება.[8] სხვა ძირითადი პრობემებია ნარჩენების მართვა და ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჰაერის დაბინძურება აქტუალურ საკითხად იქცა, რადგან გაიზარდა მანქანების რაოდენობა და ჰაერიც მათი რიცხვის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ბინძურდება. ამას ძირითად იწვევს 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში დამზადებული დიზელის მანქანები.[9] ასევე გავრცელებულია აზრი, რომ ალბანეთში გამოყენებული ნავთობის ნაწარმი შეიცავს ბევრად მეტ ტყვიასა და გოგირდს ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. კანონი ძალაში შევიდა 2019 წლის 1 იანვარს, რის მიხედვითაც მთავრობამ აკრძალა 2005 წლამდე დამზადებული მანქანების იმპორტი, ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. დაბინძურების კიდევ ერთი წყაროა „PM10“-სა და „PM2.5“-ს ინჰალირებული ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი (NO2).[10][11] მათი გამოყოფა გარემოში განპირობებულია მშენებლობების მზარდი ტემპითა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაფართოებით.[12]

გადაუმუშავებელი მყარი ნარჩენები გვხვდება ქალაქსა და მის გარეუბნებში. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრობლემაა ხმაური ქუჩებში, რომელიც მოსახლეობას ხშირად აწუხებს. პრობლემების მიუხედავად, ხელოვნურ ტბაზე გრანდ პარკს გარკვეული გავლენა აქვს CO2- ის შთანთქმასთან დაკავშირებით, ხოლო ტროტუარების გარშემო 2 000-ზე მეტი ხე დაირგო. მთავრობამ ტირანას გარშემო მდებარე მწვანე ტერიტორიები მონიშნა, სადაც მშენებლობა დაუშვებელია ან შეზღუდულია.[13][14]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მონაცემებით, ტირანას მოსახლეობა დაახლოებით 418 495 ადამიანს შეადგენდა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 502 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე.[15] ტირანას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა კულტურული და ეთნიკური ჯგუფები. მათი ყველაზე გავრცელებილი არიან: ალბანელები (84,10%), ბერძნები (0,35%), არომუნები (0,11%), მაკედონელები (0,07%) და იტალიელები (0,03%).[16]

ტირანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცდიდა მოსახლეობის სტაბილურ ზრდას, განსაკუთრებით 1990-იან წლებში კომუნიზმის დაცემის პერიოდსა და XXI საუკუნის დასაწყისში. 1820–დან 1955 წლამდე ტირანის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, ხოლო 1989–დან 2011 წლამდე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა ყოველწლიურად იზრდებოდა დაახლოებით 2,7% -ით.[17]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთს არ აქვს სახელმწიფო რელიგია, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება კანონითაა დაცული და არის ალბანეთის კონსტიტუციაში.[18][19] ტირანა რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. მოსახლეობა ძირითადათ ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის მიმდევრები არიან.

2011 წლის აღწერისას ტირანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 55,7% ითვლებოდა მუსულმანად, 3,4% როგორც ბექტაში და 11,8% როგორც ქრისტიანი, 5.4% კათოლიკე და 6,4% კი მართლმადიდებელი.[20] მოსახლეობის დანარჩენი 29,1% აცხადებდა, რომ ათეისტი იყო ან ადეკვატური პასუხი არ გასცეს კითხვას და არ მიემხრნენ რომელიმე რელიგიას.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანა ალბანეთის ეკონომიკური ცენტრია და ალბანეთის ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებული რეგიონი. ძირითადი სექტორებიდან, მესამეული სექტორი ყველაზე მნიშვნელოვანია ტირანას ეკონომიკისათვის და დასაქმებულია ტირანას იმ მოსახლეობის 68% -ზე მეტი, რომელთაც მუშაობის უნარი აქვთ.[21]

ქალაქი განვითარდა მე-16 საუკუნის დასაწყისში, რადგანაც იგი იყო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი, და ამ პერიოდში დაარსდა ბაზარი და სწორედ ამან შეუწყო ხელი ქალაქის განვითარებას. ბაზარში იყიდებოდა აბრეშუმის და ბამბის ქსოვილები, ტყავი, კერამიკა და რკინა, ასევე ვერცხლისა და ოქროს არტეფაქტები.[22] XX საუკუნეში ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები სწრაფად გაფართოვდა და გახდა ქვეყნის ყველაზე ინდუსტრიული რეგიონი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა ტერეზას საერთაშორისო აეროპორტი.

ტირანას ემსახურება „Nënë Tereza“– ს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელი დედა ტერეზას საპატივცემულოდ დაერქვა. იგი აკავშირებს ტირანას სხვადასხვა ევროპის ქვეყნებთან, ასევე აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან. აეროპორტი 3,3 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა 2019 წელს.[23]

ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის დროს, ტირანას გარშემო გზის მშენებლობის გეგმა შეიქმნა 1989-იან წლებში, რომელიც 2010 წლამდე არ განხორციელებულა.[24] მას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მშენებლობა დასრულდა სამხრეთ მონაკვეთზე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთის მონაკვეთები ჯერ კიდევ დაგეგმარების პროცესშია.[25]

„Hekurudha Shqiptare“-ის სარკინიგზო ხაზები ტირანას აკავშირებდა ალბანეთის ყველა მნიშვნელოვან ქალაქთან, მათ შორის დურესთან, შკოდერთან და ვლორასთან. 2013 წელს ტირანას რკინიგზის სადგური დაიხურა.[26] ტირანას ახალი სადგური აშენდება ლაპრაკაში, რომელიც სავარაუდოდ, მრავალფუნქციური ტერმინალი იქნება სარკინიგზო, ტრამვაისა და ავტობუსით ტრანსპორტირებისთვის.[27][28] გარდა ამისა, ამჟამად დაგეგმილია ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ტირანიდან, დედა ტერეზა საერთაშორისო აეროპორტიდან დურესამდე.[29][30]

2012 წელს ტირანას მუნიციპალიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც შეფასდა პროექტი ტრამვაის ორი ხაზის მშენებლობსთან დაკავშირებით. ტრამვაის ხაზების საერთო სიგრძე 16,7 კილომეტრია. ტირანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაირსახეობა კონცენტრირებულია მხოლოდ ქალაქის ცენტრში, აქედან გამომდინარე გარეუბნებში მცხოვრებ ხალხს ნაკლები სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება. გეგმის თანახმად, ტრამვაის ორი ხაზი გადაიკვეთება სკანდერბეგის მოედანზე. ტირანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა შედგება ათი ხაზისაგან, რომელშიც ყოველდღიურად ჩართულია 250-დან 260-მდე ავტობუსი.

ტრამვაის ქსელის განვითარება უზრუნველყოფს ქალაქის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მარტივად გადაადგილებას, კერძოდ, დასასვენებელი ან სამუშაო ადგილებზე სხვა რომელიმე სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების გარეშე.[31] ქალაქ ტირანს ემსახურება დურესის ნავსადგური, ადრიატიკის ზღვის ერთ-ერთი უდიდესი სამგზავრო პორტი, რომელიც ქალაქიდან დაშორებულია 36 კმ-ით. სამგზავრო ბორანები დურესიდან მიდიან ხორვატიაში, საბერძნეთში, იტალიაში, მონტენეგროსა და სლოვენიაში.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტირანის იურიდიული ფაკულტეტის შენობა.

ალბანეთში კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 1990 წელს გამოცხადდა რეორგანიზაციის გეგმა. მომდევნო წელს, ალბანეთის მთავარმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამ სასკოლო სისტემაზე ძლიერ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ვანდალიზმის გავრცელებამ და სახელმძღვანელოებისა და სხვა საჭირო რესურსების უკიდურესმა ნაკლებობამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა სასკოლო სისტემაზე. რის შედეგად იტალია და სხვა ქვეყნები დაეხმარნენ ამ საკითხში ალბანეთს. ბევრი მასწავლებელი საცხოვრებლად სოფლიდან ქალაქში გადავიდა, რის გამოც სოფლის სკოლები პედაგოგების გარეშე დარჩნენ, ხოლო დედაქალაქში გადასული მოსახლეობის გამო უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდებოდა. დაახლოებით 2 000 პედაგოგი წავიდა ქვეყნიდან. მეტად კონტროლირებადი გარემო, რომელსაც კომუნისტური რეჟიმი ორმოცდაექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკაცრად იცავდა, საბოლოოდ დაიშალა.

ტირანაში 64 დაწყებითი სკოლაა .[32] ქალაქი ასევე მასპინძლობს მრავალ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. სწორედ ამის გამო მრავალი სტუდენტი სხვა, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ტირანაში ჩამოდის სწავლის გასაგრძელებლად. ბოლო წლებში ბევრი კერძო უნივერსიტეტი გაიხსნა.

მეორე მსოფლიო ომი და კომუნიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლიდან ტირანა ფაშისტების მიერ დანიშნული ალბანეთის მარიონეტული მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. 1941 წლის ნოემბერში ენვერ ხოჯამ ჩამოაყალიბა ალბანეთის შრომის პარტია რომელიც აქტიურად ეწეოდა კომუნისტურ პროპაგანდას. ზუსტად სამი წლის შემდეგ, 1944 წლის 17 ნოემბერს ტირანაში საბჭოთა არმიამ დაამთავრა ნაცისტური რეჟიმი და დაიწყო თავისი, რომელიც 1992 წლამდე გრძელდებოდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ხედები:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sunniest Cities in Europe.
  2. 2.0 2.1 European Cities With the Wettest, Rainiest Weather.
  3. Të Dhëna Të Përgjithshme Për Qytetin E Tiranës. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2011.
  4. Dajti National Park A Recreational Area for Citizens of Tirana, Albania.
  5. Law nr. 115/2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2015.
  6. IMPACT OF CLIMATE CHANGE SCENARIOS ON THE PLANT HARDINESS ZONES OF TIRANA PREFECTURE.
  7. Mapped: the sunniest (and dullest) cities in Europe.
  8. State of the Environment in Albania 1997-1998. ციტირების თარიღი: 18 February 2018.
  9. VizionPlusAlbania. (7 November 2013) Stoku i makinave të përdorura – News, Lajme – Vizion Plus.
  10. Environmental Center for Administration & Technology Tirana. 2008. Tirana Air Quality Report. Tirana: EU/LIFE Program; German Federal Ministry of the Environment, Nature Protection and Nuclear Safety.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 March 2012. ციტირების თარიღი: 20 May 2020.
  11. "Dako, Alba; Lika, Mirela and Hysen Mankolli. 2008. Monitoring aspects of air quality in urban areas of Tirana and Tirana and Durrës, Albania". Natura Montenegrina 7 (2): 549–557. დაარქივებულია ორიგინალიდან 25 March 2012-ში. https://web.archive.org/web/20120325152255/http://www.pmcg.co.me/NM7/Dako.pdf. წაკითხვის თარიღი: 2013-01-21.
  12. Cameron, Rob (3 December 2004). „Tirana: Where the streets have no name“. BBC News.
  13. HOME.
  14. Baza Ligjore - APR Tirana.
  15. Censusi i popullsisë dhe banesave/ Population and Housing Census–Tiranë 2011 Albanian. Instituti i Statistikës (INSTAT). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 August 2017.
  16. Censusi i popullsisë dhe banesave / Population and Housing Census – Tiranë 2011 Albanian გვ. 38–39. Instituti i Statistikës (INSTAT) (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 20 ივლისი 2020.
  17. See table: "Population growth of Tirana in selected periods"
  18. Constitution of the Republic of Albania English. Organization for Security and Co-operation in Europe (OSCE).
  19. Albania 2016 International Religious Freedom Report გვ. 1–7. United States Department of State.
  20. Instat Gis. Instituti i Statistikës (INSTAT).
  21. 50,7% of Albanian Employees Work in Agriculture (26 May 2017).
  22. The History, Form and Function of the Old Bazaar in Tirana.
  23. Statistikat e transportit Albanian. Instituti i Statistikës (INSTAT) (27 January 2019). ციტირების თარიღი: 13 June 2020.
  24. Strategjija e Zhvillimit të Qendrueshëm të Bashkisë Tiranë 2018-2022 Albanian გვ. 18, 23. Bashkia Tiranë. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2020. ციტირების თარიღი: 13 June 2020.
  25. Unaza e Madhe e Tiranës hapet në shtator Albanian. TV Klan (14 August 2017). ციტირების თარიღი: 13 June 2020.
  26. Lamtumira e trenit në kryeqytet, stacioni tashmë zhvendoset në Vorë Albanian. Gazeta Shqip (1 September 2013). ციტირების თარიღი: 14 June 2020.
  27. New Public Transport Terminal of Tirana. Italferr. ციტირების თარიღი: 14 June 2020.
  28. Tirana me stacion modern multimodal Albanian. Koha (2 May 2018). ციტირების თარიღი: 14 June 2020.
  29. Linja hekurudhore Durrës – Tiranë – Rinas, detajet e projektit Albanian. Radio Televizioni Shqipta (RTSH) (10 July 2018). ციტირების თარიღი: 14 June 2020.
  30. Rikthehet hekurudha, linja Tiranë-Durrës pritet të nisë punimet në qershor Albanian. Euronews Albania (12 February 2020). ციტირების თარიღი: 14 June 2020.
  31. Tirana plans to develop two tram lines - Railway PRO Communication Platform (26 June 2013).
  32. Veliaj me mësues e edukatorë: Në 4 vite hapim 100 kopshte e 200 shkolla.