თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ბაქო)
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
აზერ. Müasir İncəsənət muzeyi | |
40°22′40″ ჩ. გ. 49°51′52″ ა. გ. / 40.3780167° ჩ. გ. 49.8646889° ა. გ. | |
დაარსდა | 20 მარტი 2009 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
ოფიციალური საიტი | mim.az/en/ |
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (აზერ. Müasir incəsənət muzeyi) — მუზეუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.
გაიხსნა 2009 წლის 20 მარტს. მუზეუმში შენახულია ძირითადად ავანგარდულ სტილში მომუშავე აზერბაიჯანელი მხატვრებისა და სკულფტორების 800-მდე ნამუშევარი. მუზეუმში გამოფენილი არიან ძირითადად ისეთი განთქმული მხატვრები როგორებიც არიან სათარ ბაჰლულზადე, ბეიუქაღა მირზაზადე, ელმირა შაჰთაჰთინსკაია, თაირ სალახოვი, ომარ ელდაროვი, ნადირ აბდურახმანოვი, გენადი ბრიჟატიუკი. ცალკე დარბაზში გამოფენილი არის ისეთი დასავლეთის ავანგარდიზმის წარმომადგენლები, როგორებიც არიან სალვადორ დალი, პაბლო პიკასო და მარკ შაგალი.[1]
მუზეუმის დიზაინის ავტორი არის ცნობილი მხატვარი ალთაი სადიჰზადე.
მუზეუმის გახსნას ესწრებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პირველი ლედი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი მეჰრიბან ალიევა და იუნესკოს გენერალური დირექტორი კოიშირო მაცურა.
მუზეუმის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმს არ გააჩნია კონკრეტული თემატიკა. ექსპონატები, ნახატები, დიზაინი და არქიტექტურა ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. მუზეუმის არქიტექტურული ხაზის იდეაა - დარბაზები კუთხეების გარეშე, ღია გასასვლელები, დახრილი კედლები კი ხელსუწყობს მოძრაობის ხილვადობას. მუზეუმს არ აქვს იზოლირებული ფორმები. ორი სართული განლაგებულია ღია სივრცეში და უკავშირდება ხელოვნების ობიექტს "დავიწყებული კიბე". მუზეუმის კონცეფციის, არქიტექტურის, დიზაინისა და ექსპონატების შერჩევის ავტორია მხატვარი ალთაი სადიჰზადე.
ერთიანი დიზაინის შემადგენელია თეთრი ფერი, რომლითაც წარმოდგენილია მუზეუმი. მუზეუმი მთლიანად თავისი თავისუფალი არქიტექტურით, ფერწერებითა და ქანდაკებების ექსპოზიციით წარმოადგენს ავანგარდული ხელოვნების ნიმუშს[2].
ექსპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოცემული პროექტის მიზანია აზერბაიჯანული ფერწერის პოპულარიზაცია და განვითარება. ასევე ახალგაზრდა და უკვე ცნობილი მხატვრების მხარდაჭრა.
მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ევროპის ოსტატების ნამუშევრები - ავანგარდის სტილის დამფუძნებლები მსოფლიო ხელოვნებაში - სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, მარკ შაგალის.
ექსპოზიციის გარკვეული ნაწილი ასახავს საბჭოთა ხელისუფლების ატმოსფეროს. მასში შედის აშრაფ მურადის, ქემალ ახმედის, მირჯავად ჯავადის, რასიმ ბაბაევის უნიკალური ნამუშევრები.
მუზეუმში ასევე ბავშვთა სახვითი ხელოვნების ექსპოზიციაა, რომელიც ხელსუწყობს ბავშვთა ინტერესების განვითარებას. ამის გარდა დოკუმენტური ფილმების ჩვენების ვიდეო-დარბაზი, საგამოფენო სალონი კერძო გამოფენების ორგანიზებისთვის, აგრეთვე ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია, სადაც სტუმრებს გადაეცემათ მსოფლიო ხელოვნების, არქიტექტურისა და სკულპტურის ისტორიის წიგნები[2].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ История музея Официальный сайт музея
- ↑ 2.0 2.1 Музей Современного Искусства Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-04. ციტირების თარიღი: 2018-05-09.