ევროპული თამაშები 2015

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ევროპული თამაშები 2015 — პირველი ევროპული თამაშები, რომელსაც უმასპინძლა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ჩატარდა 12 ივნისიდან 28 ივნისამდე[1]. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 6 ათასზე მეტი სპორტსმენი 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან. ევროპული თამაშები ტარდება სპორტის 20 სახეობაში[2][3].

მასპინძლის შერჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევროპული თამაშების ბაქოში ჩატარება 2012 წლის 8 დეკემბერს რომში გადაწყდა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 41-ე ყრილობაზე. ბაქო ერთადერთი კანდიდატი იყო და კენჭისყრაში 48 ხმიდან 38-მა ბაქოს მასპინძლობას დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა[4]. სომხეთის წარმომადგენლობამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. About the Games. Baku 2015 European Games Operation Committee (BEGOC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-13. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
  2. Participants. Baku 2015 European Games Operation Committee (BEGOC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-27. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
  3. Sports. Baku 2015 European Games Operation Committee (BEGOC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-28. ციტირების თარიღი: 2015-04-13.
  4. Duncan Mackay. Baku to host first European Games in 2015. insidethegames.biz - Olympic, Paralympic and Commonwealth Games News.
  5. İlk Avropa Oyunları Bakıda keçiriləcək - YENİLƏNİB - FOTO. MILLI.AZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-11. ციტირების თარიღი: 2015-04-13.