XII საუკუნე

XII საუკუნე — პერიოდი 1101 წლიდან 1200 წლამდე, იულიუსის კალენდრის მიხედვით. ევროპული კულტურის ისტორიაში მიეკუთვნება მაღალ შუა საუკუნეებს და ემთხვევა იმ პერიოდს, რასაც ხშირად ცისტერციანელების „ოქროს ხანას“ უწოდებენ. მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა ისლამის ოქროს ხანამაც, განსაკუთრებით ისლამურ ესპანეთში.
სუნის დინასტიის ჩინეთში ჯურჯენების თავდასხმამ გამოიწვია პოლიტიკური განხეთქილება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. კამბოჯის ხმერთთა იმპერია ამ საუკუნეში აყვავდა, ხოლო ეგვიპტეში ფატიმიდები აიუბიდების დინასტიამ შეცვალა. ღაზნევიდებისა და ღურიდების იმპერიების გაფართოების შემდეგ, საუკუნის ბოლოს დაიწყო მუსლიმთა დაპყრობები ინდოეთის სუბკონტინენტზე.
XII საუკუნე საქართველოსთვის განსაკუთრებული აღმავლობის ეპოქა იყო — ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური გაძლიერების ხანა, რომელიც საქართველოს „ოქროს ხანის“ სახელით შევიდა ისტორიაში. დავით აღმაშენებლის მმართველობისას საქართველო გაერთიანდა და სელჩუკთა ბატონობისგან გათავისუფლდა, დიდგორის ბრძოლის შემდეგ კი რეგიონის ერთ-ერთ უმძლავრეს სახელმწიფოდ იქცა. მისმა მემკვიდრეებმა მეფე დემეტრე I-მა და გიორგი III-მ განამტკიცეს სამეფო, ხოლო თამარ მეფის დროს ქვეყანამ მიაღწია თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს — ყვაოდა ხელოვნება, განათლება და ლიტერატურა, შოთა რუსთაველმა დაწერა „ვეფხისტყაოსანი“, შეიქმნა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა.
ათწლეულები და წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

| ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ. |