როსტოვი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვი
რუს. Ростов
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი ი. ჩერქესიანი, ხაჩატურ ჩალხუშიანი, ლევ ებერგი
ტიპი კონსტრუქტივიზმი
გახსნის თარიღი 1931-1934

როსტოვი (რუს. Ростов) — სამვარსკვლავიანი სასტუმრო დონის როსტოვში. მდებარეობს ოქტომბრის რაიონში. სასტუმროს შენობა აგებულია 1934 წელს ი. ჩერქესიანის, ხაჩატურ ჩალხუშიანისა და ლევ ებერგის პროექტის მიხედვით საბჭოთა კონსტრუქტივიზმის სტილში. სასტუმრო როსტოვი ქალაქში მოქმედი ერთ-ერთი უძველესი სასტუმროა[1]. ამჟამად შენობაში განთავსებულია Marins Park Hotel Rostov. სასტუმროში 300 სხვადასხვა სახის ნომერია. სასტუმროს შეუძლია ერთდროულად მიიღოს 805 ადამიანი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტრუქტივიზმის სტილს, რომელშიც აგებულია ნაგებობა, ახასიათებს გეომეტრიული ფორმები, ფასადის ასკეტური სიმშრალე. ფასადი რკინა-ბეტონისაა. დიდი მოედანი მინაშია ჩასმული; სახურავი ბრტყელია; შენობის სტრუქტურა თვალნათლივ იკითხება[1].

მთავარი ფასადის ძირითადი ცენტრალური ნაწილი შვიდსართულიანია. წითელარმიელთა ქუჩაზე გასასვლელი გაფომებულია დიდი ნახევარწრიული ერკერებით. მთავარი შესასვლელი გაფორმებულია ორი პილონით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკუპაციის პერიოდში შენობაში გახსნილი იყო გერმანელ ჯარისკაცთა კლუბი. ქალაქის ოკუპანტთაგან გათავისუფლების პერიოდში სასტუმრო დაზარალდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასტუმროს ყოფილ ნომრებში განათავსეს კომუნალური ბინები. ფანჯრებიდან ღუმელის მილები გამოაყოფინეს. მოსახლეობის სიხშირის გამო დონის როსტოვის მმართველობა ვერ აერხებდა შენობის რესტავრაციას. რეკონსტრუქცია დასრულდა მხოლოდ 1965 წლისათვის არქიტექტორ ლევ ებერგის ხელმძღვანელობით. სასტუმრო „როსტოვი“ გახდა უკანასკნელი, მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანებული შენობა ქალაქში, რომელიც აღადგინეს. მისი თავდაპირველი სახე ამის გამო ცოტა დაიკარგა: მოახდინეს კოლონების დემონტაჟი, ფანჯრების მუქი ფერი შეიცვალა თეთრით[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Гостиница «Ростов». Ростовское отделение ВООПИК. ციტირების თარიღი: 2017-02-14.
  2. Советский конструктивизм. Rostov-Region. ციტირების თარიღი: 2017-02-14.