ბანგკოკი (ტაილ.: กรุงเทพฯ — კრუნგ თეპ; სრული სახელი კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ) — ტაილანდის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი; 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 8 280 925 ადამიანს შეადგენდა;[1] კოორდინატები: 13°45′N 100°31′E; მდებარეობს მდინარე ჩაო ფრაიას აღმოსავლეთ სანაპიროზე, ტაილანდის ყურესთან.
ბანგკოკი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ეკონომიკურად ყველაზე დინამიური ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბოლო დროს ის რეგიონალური ცენტრის პოზიციაში ეპაექრება სინგაპურსა და ჰონკონგს. მსოფლიო მეტეოროლგიურმა ორგანიზაციამ ჰონგკონგს მსოფლიოს ყველაზე ცხელი დიდი ქალაქი შეარქვა. მიუხედავად ამისა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომლის მიმზიდველობა სხვა დანარჩენთან ერთად ასევე შედერებითი სიიაფეცაა.
3 ოფიციალური. 4 ადმინისტრაციული. 5 ტრანსკონტინენტული ქვეყანა. 6 მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები ევროპასთან.7 მთლიანად მელანეზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.