ყარსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ყარსი
Kars

ყარსის ხედი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ყარსის პროვინცია
კოორდინატები 40°37′00″ ჩ. გ. 43°06′00″ ა. გ. / 40.61667° ჩ. გ. 43.10000° ა. გ. / 40.61667; 43.10000
ქალაქის მერი მურთაზა ქარაჩანთა
ფართობი 2,347 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1768
მოსახლეობა 78100 კაცი (2012)
სატელეფონო კოდი 0474
საფოსტო ინდექსი 36100
საავტომობილო კოდი 36
ოფიციალური საიტი kars.gov.tr
ყარსი — თურქეთი
ყარსი

ყარსი (ძვ. ქართულ წყაროებში კარი, თურქ. Kars, სომხ. Ղարս ან Կարս, ქურთ. Qers, ბერძ. Kαρς) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ყარსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, ყოფილი სანჯაკის ცენტრი თურქულ ვილაიეთ ერზრუმში. 2012 წლის მონაცემებით, ყარსის მოსახლეობა 78,100 ადამიანს შეადგენდა. ყარსის მერი არის მურთაზა ქარაჩანთა. განვითარებულია ხალიჩების და უხეში ქსოვილების წარმოება, მერძევეობა, მეცხვარეობა, მოქმედებს კარაქისა და რძის ქარხნები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ყარსი“ ქართული სახელია, მაგრამ ისე გადაკეთებულია ჯერ სომხურად და მერმე თურქულად, რომ მას დღეს ქართულად ვეღარ ვცნობთ. ძველად ქალაქს ერქვა კარ-ი, მრავლობითი რიცხვის ფორმა კარ-ნი. ეს ქართული სიტყვის ფორმა სომხური გამოთქმით გახდა კარ-ს (გაბატონდა ბრალობითი ბრუნვის ფორმა ლოკატივის მნიშვნელობით), შემდეგ პირველი ბგერა კ თურქულ გამოთქმაში ყ-დ შეიცვალა და მივიღეთ ყარს-ი“[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარსი უძველესი ქალაქია. ქართულ წყაროებში მოხსენიებულია „კარის“ სახელწოდებით. X-XI საუკუნეებში იყო სომხური სახელმწიფოს ვანანდის სამეფოს დედაქალაქი. 1065 წლიდან დაეუფლა ბიზანტიის იმპერია. 1068 წელს კარი იბერიის თემის შემადგენლობაში შევიდა.[2] 1074 წელს, იბერიის თემის გამგებელმა, გრიგოლ ბაკურიანის-ძემ, კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა გადასცა გიორგი II-ს.[3] დიდი თურქობის დროს, 1074-80 წლებში ქართველებმა კლავ დაკარგეს კარი და ამჯერად ის ყარსის საამიროს ცენტრად იქცა. 1205 წელს ყარსი აიღო საქართველოს სამეფომ. ყარსი სამეფო ქალაქად გამოცხადდა და მის მმართველად ივანე ახალციხელი დაინიშნა. ყარსის აღებას საქართველოსთვის სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 1226 წელს ყარსის აღება სცადა ხვარაზმის სამეფომ, მაგრამ უშედეგოდ. 1238 წელს მონღოლებმა აიღეს. 1386 წელს აიღო თემურ-ლენგმა. XVI საუკუნიდან შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს იყო ძლიერი ციხესიმაგრე და ერთ-ერთი მთავარი ბოიექტი კავკასიის სამხედრო მოქმედებების ასპარეზზე. 1807 წელს რუსეთის იმპერიის მცდელობა, აეღო ყარსი, უშედეგოდ დასრულდა. 1828 წელს ყარსი რუსებმა შტურმით აიღეს, მაგრამ სამშვიდო ხელშეკრულებით ოსმალეთს დაუბრუნეს. 1855 წელს ხუთთვიანი ალყის შემდეგ ყარსი რუსეთს დანებდა, მაგრამ სამშვიდო ხელშეკრულებით ის კვალს ოსმალეთმა შეინარჩუნა. 1878 წელს ყარსი რუსეთის იმპერიას გადაეცა სან სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით. რუსეთის იმპერიაში ყარსი იყო ყარსის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 1918 წლის მაისში ყარსი ისევ აიღო ოსმალეთის იმპერიამ და გამოაცხადა ყარსის რესპუბლიკა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ ყარსი სომეხმა დაშნაკებმა დაიკავეს. 1921 წელს ყარსის ზავით თურქეთის რესპუბლიკას დაუბრუნდა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1980 58700
2012 78100

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი“: ტიპიკონის ქართული რედაქცია. - თბ. : მეცნიერება, 1971, გვ. 13
  2. პავლე ინგოროყვა: ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯება საქართველოს სამხრეთი მხარეების (მესხეთისა და სამხრეთ ქართლის) ისტორიის საკითხებში გვ. 529
  3. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი