შირვანშაჰების სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძველი ქალაქი ბაქო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Palace of Shirvanshahs common.JPG
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 40°21′58″ ჩ. გ. 49°50′06″ ა. გ. / 40.36611° ჩ. გ. 49.83500° ა. გ. / 40.36611; 49.83500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 958
საფრთხის ქვეშ 2003-2009 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

შირვანშაჰების სასახლე ბაქოში (აზერ. Şirvanşahlar sarayı) — შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. ანსამბლში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. დეკორი ძუნწია. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია.

სასახლის კომპლექსი აშენდა XIII—XVI საუკუნეების პერიოდში[1]. სასახლის მშენებლობა უკავშირდებოდა შირვანშაჰების სახელმწიფოს დედაქალაქის გადატანას ბაქოდან შამახიში.

ანსამბლის მშენებლები ეყრდნობოდნენ შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლის ძველ ტრადიციებს [2].

1964 წელს სასახლის კომპლექსი გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო აყვანილი. 2000 წელს, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული ანსამბლი, ქალაქის ისტორიული ნაწილისა და ქალწულის კოშკთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. დღეს შირვანშაჰების სასახლე აზერბაიჯანის არქიტექტურის ერთ-ერთ მარგალიტად ითვლება[3].

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის შენობა მდებარეობს ბაქოს გორაზე, ქალაქის უძველეს ნაწილში, სახელწოდებით „ციხე“. ამჟამად, ის გარშემორტყმულია უძველესი ქალაქის კედლებით. ნაკვეთი, რომელიც სასახლის ანსამბლის შენობას იკავებს, პატარაა, მხოლოდ ერთი ჰექტარია[4]. სასახლის გვერდით არის რამდენიმე სხვა შენობა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება სასახლეს. სასახლესთან ერთად ეს შენობა წარმოადგენს მთლიან კომპლექსს.

იმის გამო, რომ ეს შენობები განლაგებულია გორაზე, მათ აქვთ დომინანტური პოზიცია ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ისინი ჩანან შორიდან. შუა საუკუნეების ბაქოს მშენებლობებში ისინი გამოირჩეოდნენ თავისი არქიტექტურული მასიურობითა და მნიშვნელობით[5]. წარსულში, სასახლეს გარს ეხვა კედელი კოშკებით, და ამით ემსახურებოდა ბაქოს ციხეს ციტადელად. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ზედაპირზე კედლის კვალი არ შემორჩენილა, XX საუკუნის 20-იან წლებში სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ჩანდა მისი ნაშთები[5].

სასახლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰის მეჩეთის მინარეთი, სადაც ხსენებულია ხალილ ულა I-ის სახელი

თვითონ შენობაზე არანაირი დამწერლობა არ შენარჩუნებულა. ამიტომ მისი მშენებლობის ვადა განისაზღვრება არქიტექტურულ ძეგლებზე წარწერით, რომლებიც სასახლის კომპლექსს მიეკუთნება. ასეთი ორი წარწერა მთლიანად შენახულია საძვალესა და შაჰის მეჩეთის მინარეთზე. ორივე წარწერაზე მესაკუთრის სახელი გვხვდება, რომელმაც ბრძანა ეს შენობა დაედგათ. ეს არის შირვანის მესაკუთრე ხალილ ულა I[6].

საძვალე, სასახლე და მეჩეთი აშენებულია იმავე მასალისაგან. კომპლექსი ერთ დროს გაცილებით დიდ ფართობს იკავებდა, სადაც იყო ოთახები მოსამსახურეთათვიც[6].

1501 წლამდე, სასახლის შენობის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძებნება. ერთ-ერთ სპარსულ მატიანეში წერია, რომ 1501 წელს შირვანშაჰ ფარუხ-იესარის, ხალილ ულა I-ს ვაჟის, არმია შემახიში დამარცხდა შაჰ ისმაილ პირველთან ბრძოლაში, რომელიც იყო სეფევიდთა დინასტიიდან. ბრძოლაში შირვანშაჰი ფარუხ-იესარი დაიღუპა; ისმაილ I-ს არმია მიადგა ბაქოს და აიღო ის. მაშინ, მატიანეს თქმით, შაჰ ისმაილ I-ს ბრძანებით განადგურდა შირვანშაჰების მაღალი შენობა. ეს გამოთქმა იგულისხმებოდა იმ გაგებით, რომ შირვანშაჰების სასახლე განადგურდა. ისტორიკოსი ლევიატოვი აღნიშნავს, რომ ამ გამოთქმის გაგება საჭიროა იმ გაგებით, რომ შირვანშაჰებისა და მათი საკუთრების უმაღლესი უფლებები განადგურდა. შესაძლებელია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ბაქო აიღო შაჰ ისმაილმა პირველმა სასახლე გაქურდეს და, შესაძლოა, ნაწილობრივ გაანადგურეს. რამოდენიმე ხნის მერე ბაქოსა და შირვანის მთელს ოლქს მეფისნაცვლები მართავდნენ, რომლებიც დანიშნეს სეფევიდებმა. ვინ ცხოვრობდა სასახლეში და რა მდგომარეობაში იყო ის XVI საუკუნის პირველ ნახევარში, ინფორმაცია არ მოიძებნება[7].

XVI საუკუნის მეორე ნახევარში სეფევიდებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ომი მიმდინარეობდა. 1578 წელს თურქებმა ბაქო აიღეს. ოსმალეთის იმპერიის მმართველობისგან შემორჩენილია კარიბჭე სასახლის კედელში. კარიბჭეზე ამოტვიფრული წარწერის მიხედვით, ის აშენებული იყო სულთან მურად III მმართველობის დროს[8].

XVII საუკუნიდან სასახლე დაცარიელდა და მასში არავინ ცხოვრობდა. 1723 წელს ბაქო ალყაში მოაქციეს პეტრე I- ს ჯარებმა და ქალაქი დაბომბეს. სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადი ჩამოინგრა. ასეთ დანგრეული მდგომარეობაში, სასახლე მე -19 საუკუნის შუა წლებამდე იმყოფებოდა სანამ რუსულ სამხედრო განყოფილებას გადაეცა[7][9].

რუსეთის სამხედრო განყოფილებამ სასახლე ნაწილობრივ გაარემონტა. იმავდროულად სასახლის მნიშვნელოვანი რესტრუქტურიზაცია მოხდა. სასახლეს გამოიყენებდნენ სამხედრო ტექნიკის საწყობად. სამხედრო განყოფილების მიერ განხორციელებულმა სარემონტო სამუშაოებმა, განადგურებული ნაწილების აღდგენასთან ერთად, სასახლის რესტავრაციისთვის აუცილებელი რაოდენობის დეტალების განადგურება გამოიწვია[7].

ამ პერიოდში მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ბაქოში მოითხოვა სასახლის დემონტაჟი და მის ადგილზე ბაქოს ტაძრის აშენება. თუმცა, ეს შუამდგომლობა უარყოფილ იქნა ცარისტული ხელისუფლების მიერ იმ მიზეზის გამო, რომ სასახლის შენობაში საწყობები იყო[10].

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920 წწ.) განმავლობაში არქიტექტურული ძეგლების შესწავლისა და დაფიქსირების მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა. ამრიგად, 1918 წლის ბოლოს, შირვანშაჰების სასახლის ნახაზები გაკეთდა არქიტექტორ- ტექნიკოსის, ისმაილ ბეკ ნაბი ოღლუ, მიერ[11].

1920 წელს, აზერბაიჯანის სსრ-ს მთავრობამ ძეგლის დაცვის მიზნით ზომები მიიღო. 1932-1934 წლების ძირითადი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ყოფილი შირვანშაჰების სასახლის შენობა აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმს გადაეცა[12].

1937-1938 წლებში არქეოლოგ ლევიატოვის ხელმძღვანელობით სასახლეში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობის არტეფაქტები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ XII—XV საუკუნეებს. 1945 წელს კვლავ ლევიატოვის ხელმძღვანელობით ჩატარდა სასახლის ტერიტორიაზე გათხრები და გამოვლინდა მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი კვარტლის ნარჩენები. კერამიკული ნაკეთობებისა და მონეტების მრავალი ფრაგმენტი თარიღდება VIII-IX საუკუნეებით[13].

გარკვეული დროის განმავლობაში, სასახლის შენობაში მდებარეობდა აზერბაიჯანის სახალხო მუზეუმი და რელიგიის ისტორიის მუზეუმი[14]. 1960 წელს სასახლე გადაიქცა არქიტექტურულ ნაკრძალად, რომელიც 1964 წელს გადაკეთდა სახელმწიფო ისტორიულ და არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალად — „შირვანშჰაების სასახლის კომპლექსი“[15].

1992 წელს დაიწყო ახალი სარეაბილიტაციო სამუშაოები. სასახლის კომპლექსის რესტავრაციის ავტორი ნიაზი რზაევი იყო[16].

2000 წელს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 24-ე სესიაზე,  ბაქოს ისტორიული ნაწილი იჩერი-შეჰერი, სასახლესთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მოხვდნენ. ეს იყო პირველი ობიექტები, რომლებიც შეტანილია იუნესკოს სიაში და რომლებიც მდებარეობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.  2006 წელს, სასახლის მომდევნო რესტავრაცია დასრულდა[17].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის შენობა ერთიანად არ აღიდგა. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1411 წელს შირვანშაჰ იბრაჰიმ I -ს მიერ. სასახლე წარმოადგენს რთულ ფიგურას. დასავლეთის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთ ფასადის პატარა ნაწილები ქმნიან არასრულ მართკუთხედს. აღმოსავლეთ ფასადის დანარჩენი ნაწილი და მთლიანი სამხრეთ ფასადი შედგენილია ორი სამწახნაგოვანი ფანრითა და ტეხილი ხაზით მათ შორის, რომელიც ოთხ სწორ კუთხეს წარმოშობს[7].

ადრე სასახლეში 52 ოთახი იყო: 27 ოთახი პირველ სართულზე და 25 ოთახი მეორეზე[7] (დღესდღეობით 16 ოთახი მეორე სართულზე[14]). სასახლის ცენტრალურ ნაწილს გააჩნია სქელი კედლები. დასავლეთის ფასადის მთავარი შემოსასვლელთან მაღალი პორტალია. პორტის კიბე, გუმბათით დაფარული მაღალი რვაწახნაგოვანი დარბაზით.[7] ვარაუდობენ, რომ ეს მიღების ოთახი იყო. რვაწახნაგოვანი ვესტიბიული აერთიანებდა დარბაზს  დანარჩენ ოთახებთან. ქვედა სართულზე მდებარეობდა მომსახურეთა ოთახები. მეორე სართულის ოთახები და დარბაზები უფრო საზეიმოა. მეორე სართულზე ასევე არის შაჰისა და მისი ოჯახის ოთახები[14].

სასხლეში XII—XV საუკუნეებში აღმოჩენილი ექსპონატებია განლაგებული, ასევე XIX საუკუნის იარაღები და სამკაულები. ასევე ექსპონატებს შორისაა XIX საუკუნის ქალის კოსტიუმები და შამახის ხალიჩები. დარბაზის ცენტრში განლაგებულია ქალაქის ისტორიული ნაწილის მაკეტი.

დივან-ხანე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შირვანშაჰების სასახლე, დივან-ხანე

პატარა ღიობს, რომელიც სასახლის ბაღის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს, მივყავართ დივან-ხანეს დახურულ ეზოში, რომელიც სამი მხრიდან ისროვანი არკადითაა წარმოდგენილი. დივან-ხანეს საკომპოზიციო ცენტრში დგას რვაწახნაგოვანი როტონდა-პავილიონი.  ამ დარბაზის როტონდა გარშემორტყმულია იმავე ორდერის ღია არკადით. ელიფტიკური საფარი ოდნავ მბრუნავი ზედაპირით დაცულია გარედან ქვის გუმბათით. როტონდის დასავლური ფასადი გაფორმებული და მორთულია არაბესკების პორტალებით. ბრტყელი კედლები მოხატულია ორნამენტებით.  პორტალს მივყავართ წინკარამდე, რომელიც უკავშირდება დარბაზს და სხვა ოთახებს[18].

დივან-ხანის დანიშნულების რამდენიმე ვარიანტი არსებობს[19]. ითვლებოდა, რომ იგი ემსახურებოდა იურიდიული წარმოების, მიღებებისა თუ სახელმწიფო საბჭოს მიღებას, ან შესაძლოა იყო მავზოლეუმი. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზა ეფუძნება ძეგლის საერთო სახელს, რომლის მიხედვითაც მიიჩნეოდა, რომ იყო სასამართლო, ან სასახლის მიმღები ოთახი, ან „წესრიგის დამცავი შენობა“. სტილი და დაუსრულებელი ნაწილები იძლევა იმის საშუალებას, რომ დივან-ხანე დათარიღებულ იქნეს XV საუკუნით, როდესაც სეფევიდებმა აიღეს ბაქო. სადარბაზოს შესასვლელთან  წარწერა (ყურანი, სურა 10, ლექსები 26 და 27) მიუთითებს მის მემორიალურ დანიშვნაზე[20].

ორიგინალური არქიტექტურის სტრუქტურის წარმოშობას აკავშირებენ წინა ისლამურ დამარხვის ტრადიციასთან.  ისტორიკოსი სარა აშურბეილი მიიჩნევს, რომ წინა მუსულმანურ დროში დივან-ხანეს ტერიტორიაზე წმინდა ადგილი იყო (ითვლება, რომ თასის ფორმის ღარები მსახურობდა ცხოველების სამსხვერპლო სისხლის ავსებისთვის)[21].

სეიდ იაჰია ბაქუვის მავზოლეუმი

სეიდ იაჰია ბაქუვის მავზოლეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლის ეზოში დგას XV საუკუნის მავზოლეუმი, რომელსაც „დერვიშის“ მავზოლეუმს უწოდებენ და ცნობილია ხალილ ულა I-ის სამეფო კარის მეცნიერის სეიდ იაჰია ბაქუვის საფლავით, რომელიც შეისწავლიდა მედიცინას, მათემატიკასა და ასტროლოგიას.

მავზოლეუმს რვაწახნაგოვანი კორპუსი გააჩნია, რომელიც სრულდება პირამიდული კარვით. მავზოლეუმის ინტერიერი შედგება მიწისქვეშა საძირკვლისგან, სადაც მდებარეობს ბაქუვის საფლავი. მავზოლემის გვერდებზე  სამი პატარა ფანჯარაა, რომელიც კირქვის მყარი ფირფიტებისგანაა ამოტვიფრული და მრავალსხივებიანი ვარსკვლავებისგან შედგება. ჩრდილოეთ ნაწილში არსებული არკის ღიობი აერთიანებდა მავზოლეუმს უძველეს მეჩეთთან[18].

მეჩეთი ქეი-კუბადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქუვის მავზოლეუმი და მეჩეთის ნანგრევები

ძველ დროს სეიდ იაჰია ბაქუვის მავზოლეუმს მიუშენეს მეჩეთი, რომელსაც „ძველ“ მეჩეთს უწოდებდნენ. ის ცნობილია სახელით „ქეი-კუბადა“. მეჩეთი აშენებულ იქნა XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში. მეჩეთი იყო დაფარული გუმბათით, რომელიც ეყრდნობოდა ოთხი ქვის სვეტს, რომლებიც იდგნენ მეჩეთის შიგნით. 1918 წელს ხანძრის დროს „ძველი“ მეჩეთი დაიწვა[22].

XX საუკუნის 20-იან წლებში არქეოლოგ ევგენი პახომოვის მიერ მავზოლეუმისა და მეჩეთის ნანგრევების  ჩატარებული კვლევის თანახმად, დაადგინეს, რომ მასში დიდი ორმოა. ამ ორმოს შიგნით კი რამოდენიმე ქვის სამარხი იყო. სამარხების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მასში ოცი ადამიანის ჩონჩხი იყო. ძვლები არანაირი წესისი მიხედვით არ იყო დალაგებული. ეს აიხსნება იმით, რომ იმ ადგილას, სადაც იდგა მავზოლეუმი და მის გარშემო ოდესღაც იყო სასაფლაო. ხოლო მეჩეთის მშენებლობის დროსა და საძირკვლის ამოთხრისას რამოდენიმე სამახი გადადგურებულ იქნა. დღესდღეობით იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მეჩეთი იდგა ორი სვეტია, რომლებიც ადრე მეჩეთის შიგნით იდგნენ, ასევე შენარჩუნებულია კედლის ნაწილი სახურავით[20].

აღმოსავლეთის კარი

აღმოსავლეთის კარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსის სამხრეთ ეზოს მივყავართ ე.წ აღმოსავლეთის კარს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მურადის კარიბჭე“. ამ კარის მშენებლობით დასრულდა ანსამბლის ფორმირება. კარიაშენებული იყო ოსმალეთის იმპერიის მიერ ბაქოს აღების პერიოდში ცნობილი ბაქოელის რაჯაბ-ბაბას ბრძანებით. ამას მოწმობს კარის უმაღლეს ნაწილზე არაბულ ენაზე წარწერა. დივან-ხანესა და საძვალესთან შედარებით კარის სტრუქტურა და ფორმა უბრალოა და არ გამოირჩევა მდიდრული დეკორით. სასახლის სხვა პორტალებისაგან განსხვავებით, აღმოსავლეთ კარს აქვს ფართო შესასვლელი[23].

სასახლის მეჩეთი

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სასახლის მეჩეთი ბაქოში.

ქვედა ეზოს ნაწილში მდებარეობს მეჩეთის შენობა მინარეთით. მეჩეთი მართკუთხაა, აქვს დიდი დარბაზი, პატარა ქალთა სამლოცველო და მომსახურების ოთახი. ჩრდილოეთის პორტალი შირვანშაჰის სამარხს გადაჰყურებს. ეს პორტალი უფრო საზეიმოა, ვიდრე აღმოსავლური. ორსვეტიანი სამლოცველო დარბაზი დაფარულია გუმბათებით[24].

მეჩეთის მიჰრაბი მდებარეობს დარბაზის სამხრეთით. ქალთა სამლოცველოზე ასევე არის გუმბათოვანი ოთახი[18].

მეჩეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმართულია მინარეთი. წარწერა აღბეჭდავს მინარეთს ქვემოთ მოთავსებულ სტალაქტურ კარნიზს. ის დაწერილია „ნასხის“ შრიფტით, რომელშიც წერია მინარეთის მშენებლობის შესახებ, მაგრამ არა მეჩეთის, რომელიც ადრე აშენდა[21].

საძვალე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰის მეჩეთთან ქვედა ეზოში განლაგებულია შირვანშაჰების საძვალე შენობა, ე.წ „თურბე“. შენობაზე აღმართულია მდიდრულად დეკორირებული პორტალი. ეს პორტალი იმეორებს დივან-ხანეს კომპოზიციას, მაგრამ მასთან შედარებით უბრალოა[18][20].

პორტალის მარჯვნივ და მარცხნივ ორი მედალიონია, სადაც წერია საძვალის არქიტექტორ-მშენებელია სახელი. ერთ მედალიონში ერთი და იგივე წარწერა ორჯერაა განმეორებული და შემდეგი სიტყვები წერია: ალლაჰ მუჰამად ალი მემარ („ალლაჰ, მუჰამად ალი, არქიტექტორი“). სახელიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ არქიტექტორი შიიტი იყო. ტიმპანების ორნამენტებზე არის ხაზი რელიგიური წარწერით[20].

პორტალს მივყავართ წინკარამდე, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია პატარა ოთახები, რომლებიც, სავარაუდოდ, განკუთვნილია კულტის თაყვანისმცემელთათვის. წინკარს მივყავართ მთავარ დარბაზში, რომელიც ჯვრისებრია, ხოლო მისი ცენტრალური ნაწილი გუმბათითაა დაფარული[21].

არქეოლოგიური გათხრების დროს საძვალეში აღმოჩენილი იყო საფლავის არქიტექტურული დეტალების ფრაგმენტები დარბაზში, ისევე როგორც ჰალილ ულას ოჯახის წევრების რამდენიმე სამარხი. 1946 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ხუთი სამარხი (ერთ-ერთში იყო 6-7 წლის ბავშვის ნაშთები, სავარაუდოდ ჰალილ ულას ვაჟის, მეორეში - ხანში შესული ქალბატონის, სავარაუდოდ ჰალილ ულას დედის, და კიდევ ერთი - 18-19 წლის მამაკაცის ჩონჩხი). საძვალეში მუშაობის გაგრძელების შედეგად უამრავი ხელშეუხებელი სამარხი აღმოაჩნდა, რომელთა საერთო რაოდენობამ 14-ს მიაღწია[20].

ჰალილ ულას ოჯახის წევრების სახელების გაგება შიძლება ბადრ შირვანის ელეგიებისა და ქრონოლოგიების საფუძველზე: ჰალილ ულას დედა - ბიქე ხანუმი (გარდაიცვალა ჰიჯრის 839 წელს - 1435/6 წ), მისი ვაჟები - ფარუხ იამინი (დაიბადა ჰიჯრის 839 წელს - გარდაიცავალა ჰიჯრის 846 წელს შვიდი წლის ასაკში - 1435/6 – 1442/6 ); შიხ სალეჰი (დაიბადა ჰიჯრის 847 წელს - გარდაიცავალა ჰიჯრის 849 წელს ორი წლის ასაკში - 1443 -1445/6); მირ ბაჰრამი (მოკლული (შაჰიდი) ყაითაგანის სტეპებში ახალგაზრდა წლის ასაკში, დაიდაბა ჰიჯრის 850 წელს 20 მუჰარემს / 1446 წლის 17 აპრილი); პრინცი (შახზადე) მუჰამმად იბრაჰიმი (ჰიჯრის 836 წელს 20 მუჰარემს დაიბადა/ 1432 წლის 16 სექტემბერი); ფარუხ იასარი (ჰიჯრის 845 წელს 12 მუჰარემს დაიბადა/ 1441 წლის 2 ივნისი)[20].

შირვანშაჰთა აბანო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსის ქვედა ეზოში შენარჩუნებულია აბანო. ვარაუდობენ, რომ XV საუკუნეში აშენებული აბანო მართლაც სასახლის იყო. მისი აღდგენა შესაძლებელი გახდა კედლის ქვის ქვედა რიგების შენარჩუნების წყალობით[18].

სასახლის აბანო, ისევე როგორც აღმოსავლეთის აბანოს უმრავლესობა, მიწაში იყო ჩაღრმავებული. აბაზანის ასეთი ძლიერი სიღრმე დამახასიათებელი იყო მთელი აფშერონის ნახევარკუნძულის აბანოებისთვის.

აბანოს სტუმარი შედიოდა საპნის ოთახში, სადაც იყო ბასეინი მთლიანი დაბანისთვის. საპნის ოთახს ერთვოდა  მსხვილი და პატარა ოთახები, განკუთვნილი ყველა პროცედურისთვის, რომლისთვისაც საჭირო იყო სხვადასხვა ტემპერატურა. სხვადასხვა ოთახის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას ცდილობდნენ აბანოების შიდა განლაგებით. აბანოს ერთ-ერთ ბოლო კამერაში იყო რეზერვუარი ცხელი წყლით. მის ქვეშ იყო სათბობი, რომელიც ემსახურობდა აბანოს ყველა ოთახის გათბობას. მიწისქვეშეთი, საწოლები და აბანოს კედლები თბებოდა სითბოსგამტარი მილების საყრდენი სისტემით[25].

შესასვლელი ოვდანში

ოვდანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბანოს მოშორებით მდებარეობს ოვდანი — წყალსაცავი, რომელიც ციხეში ერთ-ერთი ყველზე მსხვილი იყო. ეს ოვდანი სასმელი წყლით ამარაგებდა არამხოლოდ სასახლეს, არამედ მთლიან მიმდებარე ტერიტორიას. ამ მოსაზრებას ადასტურებს XIV საუკუნეში აშენებული ჩინ-მეჩეთი, რომელიც წყალსაცავთან ახლოს მდებარეობდა. ოვდანი წყლით ამარაგებდა სასახლის აბანოს[25].

ოვადანი არის ღრმა მიწისქვეშა წყალსაცავი, რომელიც სპეციალური ვერტიკალური ლილვის მეშვეობით ვენტილირდებოდა. მსგავსი სტრუქტურა დამახასიათებელია ჩვენამდე შემონახული ოვდანებისთვისაც. წყალი ოვდანში მიეწოდებოდა მიწისქვეშა წყალსადენით[24]. ამ წყალსადენის წყალმიმღები ობიექტები ქალაქისგან შორს იყო[18].

კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლე აზერბაიჯანულ ბანკნოტზე

შირვანშაჰების სასახლის გამოსახულება შეიძლება მოიძებნოს ისეთი მხატვრების ნამუშევრებში, როგორებიცა არიან გრიგორი გაგარინი, გიორგი ჰოჰენფელდენი, რიჩარდ ტილეს ფოტოებში. 1990 წელს გამოიცა საბჭოთა კავშირის საფოსტო მარკა, რომელიც ეძღვნებოდა სასახლეს. მოგვიანებით, სასახლის სურათები გამოჩნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საფოსტო მარკებზეც. გარდა ამისა, შირვანშაჰების სასახლე ასახული იყო აზერბაიჯანის 10,000 ბანკნოტზე. სასახლის აღწერას ვხვდებით ყურბან საიდის რომანში „ალი და ნინო[26].

სასახლის არქიტექტურა რამოდენიმეჯერ მოხვდა ლეონიდ გაიდაის ფილმში „ბრილიანტის ხელი“ , რომლის ეპიზოდი ბაქოს „ძველ ქალაქში“ გადაიღეს[27].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Azerbaigian-baku3.jpg
Azerbaigian-baku.jpg
Azerbaigian-baku2.jpg
Hajji Gayyib bathhouse, 2005.jpg
Bakuvitomb.jpg
Portal-Shirvanshahs.JPG
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 958
რუს.ინგლ.ფრ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бретаницкий Л. С., Веймарн Б. В. Искусство Азербайджана IV — XVIII веков / Редактор И. А. Шкирич. — Москва: Искусство, 1976. — С. 106. — 272 с.
  2. Искусство Азербайджана // Всеобщая история искусств. — Искусство, 1961. — Т. 2-й. — С. 113.
  3. Walled City of Baku with the Shirvanshah's Palace and Maiden Tower
  4. Бретаницкий Л. С. Баку. — Ленинград-Москва: Искусство, 1970. — 245 с.
  5. 5.0 5.1 Левиатов В. Н. Памятники азербайджанской культуры (Бакинский дворец ширваншахов). — Баку: Издательство Азербайджанского филиала Академии наук ССР, 1944. — 52 с.
  6. 6.0 6.1 Левиатов В. Н. Памятники азербайджанской культуры (Бакинский дворец ширваншахов). — Баку: Издательство Азербайджанского филиала Академии наук ССР, 1944. — 52 с.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Левиатов В. Н. Памятники азербайджанской культуры (Бакинский дворец ширваншахов). — Баку: Издательство Азербайджанского филиала Академии наук ССР, 1944. — 52 с.
  8. И. П. Щеблыкина — «Краткий очерк истории дворца ширваншахов». Изд. АзФАН, 1939 г.
  9. Средневековый Восток / Редколлегия: Г. Ф. Гирс (председатель), Е. А. Давидович, С. Б. Певзнер, И. В. Стеблева. — Наука, 1980. — С. 22. — 318 с.
  10. История Азербайджана. — Б.: Издательство Академии наук Азербайджанской ССР, 1960. — Т. 2-й. — С. 359.
  11. Тайны Бакинской крепости
  12. Левиатов В. Н. Памятники азербайджанской культуры (Бакинский дворец ширваншахов). — Баку: Издательство Азербайджанского филиала Академии наук ССР, 1944. — 52 с.
  13. Бретаницкий Л. С. Баку. — Ленинград-Москва: Искусство, 1970. — 245 с.
  14. 14.0 14.1 14.2 Dünya Əhəmiyyətli Abidələr
  15. Советский музей. — Искусство, 1984. — С. 28.
  16. Встреча Президента Азербайджанской Республики Гейдара Алиева во дворе Музея дворца Ширваншахов
  17. Рена РЗАЕВА, директор Дворца Ширваншахов: «Наши двери всегда открыты для гостей»
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Shirvanshahs Palace Complex
  19. Shirvanshahs' Palace Description
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 20.5 PALACE OF THE SHIRVANSHAHS
  21. 21.0 21.1 21.2 Дворец Ширваншахов или Ханака С.Я.Бакуви? - PDF
  22. THE PALACE OF THE SHIRVANSHAHS
  23. Icherisheher
  24. 24.0 24.1 Легенды Дворца Ширваншахов
  25. 25.0 25.1 Shirvanshah’s Palace
  26. AZERBAIJAN IN PROSE
  27. Приключения кинозвезд в Баку - КАК СНИМАЛИ "БРИЛЛИАНТОВУЮ РУКУ" - news.day.az