შინაარსზე გადასვლა

ბორდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბორდო
Bordeaux
დროშა გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი აკვიტანია
მუნიციპალიტეტი ჟირონდა
კოორდინატები 44°50′19″ ჩ. გ. 0°34′42″ დ. გ. / 44.83861° ჩ. გ. 0.57833° დ. გ. / 44.83861; -0.57833
მმართველი პიერ იურმიკი
დაარსდა ძვ. წ. V საუკუნე
ფართობი 68 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6
მოსახლეობა 259,809 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 5300 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,376,375
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 33000-33300, 33800
ოფიციალური საიტი bordeaux.fr
ბორდო — საფრანგეთი
ბორდო

ბორდო (ფრანგ. Bordeaux [bɔʁdo], ოქსიტ. Bordèu, ლათ. Burdigala) — ქალაქი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გარონას ნაპირზე, პარიზიდან 584 კმ. აკვიტანიის რეგიონის დედაქალაქი. 2020 წლის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 259,809 ადამიანი, გარეუბნებიანად — 994,920. აგლომერაციის მოსახლეობაა 1,376,375, რომლის ძირითად ნაწილს ფრანგები შეადგენენ.

ქალაქი განთქმულია მსოფლიოში ღვინის კულტურით, განსაკუთრებით XVIII საუკუნიდან, რომელიც მისთვის ოქროს ხანად ითვლება. ქალაქში 9 მიშლენის კლასის რესტორანია. ბორდოს ისტორიული ცენტრი შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. მნიშვნელოვანი ძეგლებია ოპერის შენობა (1773-1780)

ბორდოში მდებარეობს საფეხბურთო სტადიონი ჟაკ შაბან-დელმას სახელობისა, რომელიც მასპინძლობდა 1938 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებს.

ქალაქი ბურდიგალა დააარსეს რომაელებმა. შუა საუკუნეებში, სამი საუკუნის განმავლობაში, ბორდო ინგლისის მმართველობის ქვეშ იყო. ახალ დროში ბორდო იქცა ნავთობით, ღვინით, მეტალით და მონათა ვაჭრობის მნიშნელოვან ნავსადგურად. 1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომში საფრანგეთის მეორე იმპერიის დამარცხების შემდეგ ბორდო მცირე ხნით იყო საფრანგეთის დედაქალაქი. ბორდო მცირე ხნით დედაქალაქი გახდა მეორედაც, მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზის დაცემის შემდეგ.

1990 წელს დაუკავშირდა სხვა ქალაქებს სწრაფი რკინიგზით (TGV). ბორდოს აღორძინება უკავშირდება ალენ ჟუპეს, საფრანგეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც 1990-იანი წლების შუაში იყო ბორდოს მერი. მან განაახლა შენობები და ქუჩები, გააუმჯობესა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]