ებრაელები
| ებრაელები יהודים |
||||
|---|---|---|---|---|
| 244px პირველი რიგი აბრამი • მოსე საული • დავითი მეორე რიგი თეოდორ ჰერცლი • ხაიმ ვაიცმანი დავიდ ბენ-გურიონი • გოლდა მეირი მესამე რიგი ბარუხ სპინოზა • კარლ მარქსი ზიგმუნდ ფროიდი • ალბერტ აინშტაინი მეოთხე რიგი ბენჯამინ დიზრაელი • ჰენრი კისინჯერი ჯორჯ სოროსი • რომან აბრამოვიჩი მეხუთე რიგი მარტინ ბუბერი • რომან პოლანსკი ვუდი ალენი • სტივენ სპილბერგი |
||||
| საერთო მოსახლეობა | ||||
| 13,428,300 [1] | ||||
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | ||||
| 5,275,000[1] | ||||
| 483,500[1] | ||||
| 375,000[1] | ||||
| 292,000[1] | ||||
| 205,000[1] | ||||
| 182,300[1] | ||||
| 119,000[1] | ||||
| 107,500[1] | ||||
| 95,600-150,000[1][2] | ||||
| 71,500[1] | ||||
| 70,800[1] | ||||
| 48,600[1] | ||||
| ენები |
|
|||
| რელიგიები | იუდაიზმი | |||
ებრაელები — სემიტური მოდგმის ხალხი. რაოდენობა — 13 428 300 მლნ, მათ შორის აშშ-ში — დაახლ. 5 275 000, ისრაელში — 5 მ703 700, რუსეთის ფედერაციაში — 205 000.
- სახელები: თვითწოდება — იეჰუდიმ, იდნ; ფრანგულად — Juifs; ინგლისურად — Jews; რუსულად — Евреи.
- ენა: ებრაელთა დიდი ნაწილი ლაპარაკობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ. ებრაელთა ნაწილი ლაპარაკობს აგრეთვე ებრაულ ენებზე — ივრითი, იდიში და სხვა.
- მორწმუნეები: ძირითადად იუდეველები. დიასპორაში ისინი გაყოფილი არიან აშქენაზებად და სეფარდებად.
ებრაელები პალესტინაში დაახლოებით 4000 წლის წინ დასახლდნენ. ისინი პალესტინაში მოსოპოტამიის ქალაქ ურიდან ჩავიდნენ. ჯერ-ჯერობით, ზუსტად არავინ იცის, საიდან აღმოჩნდნენ ისინი ურში. ებრაელები, ამ სახელით აღნიშნავდნენ „ხალხს, ევფრატის გაღმა ნაპირიდან“. მათი ისტორია ბიბლიაშია მოთხრობილი. ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი. თავდაპირველად აბრაამი ოჯახთან ერთად სირიაში გაემგზავრა, შემდეგ კი ქანაანში (დღევანდელი პალესტინა) ჩავიდა და აქვე დამკვიდრდა.
სექციების სია
ძველ დროში[რედაქტირება]
აბრაამის შვილიშვილ იაკობს (იგივე ისრაელი) 12 შვილი ჰყავდა. გადმოცემით, მათგან წარმოიშვა 12 ტომი, რომელთაც მათი სახელები ეწოდა. აბრაამის სიკვდილის შემდეგ ქანაანში შიმშლობა დაიწყო. იაკობმა ებრაელები ეგვიპტეში გაიყვანა. მოგვიანებით ისინი ეგვიპტელების მონებად იქცნენ, რასაც მხოლოდ მას შემდეგ დააღწიეს თავი, როდესაც მოსემ ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა და ძვ.წ. დაახლ. 1200 წელს, უკან, ქანაანში დააბრუნა. აქ დასამკვიდრებლად და ისრაელის ქვეყნის დასაარსებლად ისინი იესო ნაველის წინამძღოლობით შეებრძოლნენ ფილისტიმელებს (პალესტინელებს). ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ქალაქ იერიქონის კედლები მათი საყვირის ხმამ დაანგრია.
ისრაელის პირველი სახელმწიფო[რედაქტირება]
ქრისტეშობამდე 120 წლიდან, ერთმანეთის თანმიმდევრულად მონაცვლე მეფეების — საულის, დავითის და სოლომონის მმართველობის ხანაში ისრაელმა აყვავება დაიწყო. ებრაელების პირველი მეფე იყო საული, რომელმაც ისინი ერთ ერად აქცია. მეფე დავითმა გააერთიანა ისრაელის ყველა ტომი ერთიან სახელმწიფოში, გააფართოვა მისი ტერიტორია და რომელიმე ტომისათვის პოლიტიკური პრიორიტეტის მინიჭებაში რომ არ დაედანაშაულებინათ, სატახტო ქალაქად აირჩია იერუსალიმი, რომელიც ერთ-ერთ ქანაანურ ტომს — იებუსეველებს-ეკუთვნოდა, სახელად იებუსი ეწოდებოდა და ებრაელთა ხელში მძიმე ომის შედეგად გადავიდა (1998 წელს, კედრონის ხეობაში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა კარგად გამაგრებული თავდაცვითი ნაგებობები და წყლით მომარაგების საიდუმლო სისტემა, რომლებიც ქანაანელებმა დავითამდე 800 წლით ადრე განავითარეს და რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბადალი არა აქვს, სხვა მხრივ, ქანაანელთა ისტორია, წერილობითი და მატერიალური ძეგლების სიმწირის გამო, ძალზე ცუდადაა შესწავლილი და ამ საკითხის ირგვლივ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბიბლიური წყაროებიდანაა შესაძლებელი). მეფე სოლომონმა გრადნიოზული მშენებლობები წამოიწყო, ააშენა რამდენიმე ქალაქი და იერუსალიმის განთქმული ტაძარი. იგი მშვიდობისმოყვარე და ბრძენი იყო.
გაფანტვა[რედაქტირება]
ებრაელთა აჯანყების შემდეგ, ძვ.წ. 721 წელს, ასურელებმა დაიპყრეს ისრაელი, 683 წელს კი — იუდეა. ებრაელები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ. ბევრი მათგანი მონად იქცა. 587 წელს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა სასტიკად ჩაახშო ებრაელთა აჯანყება და მათი უმეტესობა ბაბილონში ტყვეებად წაასხა. სწორედ ამ გადასახლების ხანაშია დაწერილი ძველი აღთქმის დიდი ნაწილი. ასეთი იყო ებრაელთა გაფანტვის დასაწყისი, რომელიც XX საუკუნის ჩათვლით გაგრძელდა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ბოსტანაშვილი შოთა, სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში (3 წიგნად). ნისან ბაბალიკაშვილის სახ. საქ. ებრ. მატერ. კულტურის ფონდი, თბილისი, 1998
- ნიკოლეიშვილი, ავთანდილ, ებრაული თემა ქართულ მწერლობაში (რედ.: სოსო სიგუა, რუბენ ენუქაშვილი),ქუთაისი, საგამომც. ცენტრი, 2008 (ებრაული საკითხი ქართულ საისტორიო და სასულიერო მწერლობაში; ტიმოთე გაბაშვილის იერუსალიმური შთაბეჭდილებები; იოანე ბატონიშვილის "ხუმარსწავლა"; გიორგი ავალიშვილის "მგზავრობა"; ილია ჭავჭავაძე; აკაკი წერეთელი; იაკობ გოგებაშვილი; ნიკო ნიკოლაძე; სერგეი მესხი; ანტონ ფურცელაძე; ზაქარია ჭიჭინაძე და სხვ.) ISBN 978-9941-0-0658-6
- მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, 2009, 2010, გამ. ელფი, ISBN-13 978-99940-44-08-5
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 The Jewish Population of the World (2010). Jewish Virtual Library., based on American Jewish Year Book. American Jewish Committee.
- ↑ Oreck, Alden. Brazil. The Virtual Jewish History Tour. Jewish Virtual Library. წაკითხვის თარიღი: 2008-06-09.

