XV საუკუნე
XV (მეთხუთმეტე) საუკუნე იულიუსის კალენდრის მიხედვით — საუკუნე 1401 წლის 1 იანვრიდან 1500 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის II ათასწლეულის მე-5 საუკუნე. დასრულდა 524 წლის წინ.
ევროპაში, მე-15 საუკუნე მოიცავს გვიანი შუა საუკუნეების, ადრეული რენესანსისა და ადრეული თანამედროვე პერიოდის მონაკვეთებს. ტექნოლოგიურ, საზოგადოებრივ და კულტურულ სფეროებში მე-15 საუკუნის უმთავრეს მიღწევათაგან, მრავალი შეიძლება ჩაითვალოს შემდგომი საუკუნეების ე.წ. „ევროპული სასწაულის“ (ინგლ. European miracle) მაუწყებლად. მაგ., სახვით ხელოვნებაში პერსპექტივის მეცნიერულ თეორიასა და საქმიანობის ისეთ თანამედროვე სფეროებს, რომლებიც დღეს საბანკო საქმისა და საბუღალტრო აღრიცხვის სახელითაა ცნობილი, იტალიაში ჩაეყარა საფუძველი.
დასრულდა ასწლიანი ომი, რომელიც ინგლისელებზე საფრანგეთის სრული გამარჯვებით დაგვირგვინდა კასტიიონის ბრძოლაში (ფრანგ. Bataille de Castillon) 1453 წლის 17 ივლისს. კონფლიქტის შემდგომმა ფინანსურმა სირთულეებმა ინგლისში გამოიწვია ვარდების ომი, — დინასტიური ომების სერია ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისათვის, რომელიც საბოლოოდ ლანკასტერელთა გამარჯვებით დასრულდა, როდესაც 1485 წლის 22 აგვისტოს რიჩმონდის გრაფმა ჰენრი ტიუდორმა ბაზვორთის ბრძოლაში დაამარცხა რიჩარდ III და ინგლისის მეფე გახდა, რითაც ტიუდორების 117-წლიან მმართველობას დაუდო საფუძველი. ომმა გამოიწვია უზარმაზარი ნგრევა და მანამდე არნახული დანაკარგი ინგლისის მოსახლეობაში. კონფლიქტის დროს ინგლისის ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი განადგურდა.
ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი, რომელიც ცნობილი იყო მსოფლიოს დედაქალაქის სახელით — 53-დღიანი ალყის შემდეგ დაეცა ოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის ფერხთით 1453 წლის 29 მაისს, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუკიდან გაქრობა.
ათწლეულები და წლები
საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები
...
საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოღვაწენი
...
გამოგონებები, აღმოჩენები და სხვა ეპოქალური მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა.
- შუაინგლისური ენიდან ახალინგლისურ ენაზე გადასვლის ფაზის დაწყება.
- პორტუგალიელებმა გამოიგონეს კარაველა.[1][2]
- 1410–1415 — ფილიპო ბრუნელესკიმ შექმნა სახვით ხელოვნებაში პერსპექტივის მეცნიერული თეორია.[3]
- 1440-იანი წლები — იოჰან გუტენბერგის მიერ წიგნის ბეჭდვის საქმეში მასობრივი წარმოების პროცესის გამოგონება.
- 1443–1446 — კორეელ მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ჰანგილი — კორეული დამწერლობა
- 1450 — კლავესინის გამოგონება
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ. |