შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი

აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი (აზერ. Azərbaycan Dövlət Akademik Milli Dram Teatrı) — აკადემიური დრამატული თეატრი ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში.

1919 წელს დაქუცმაცებული აზერბაიჯანული თეატრალური დასები ერთიანდებიან და თეატრი იღებს სახელმწიფო სტატუსს. 1919 წლის 17 ნოემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, ასევე მოსმენილი იქნა განათლების მინისტრის მოხსენება თურქულენოვანი საოპერო-დრამატული თეატრის ორგანიზების შესახებ. გარდა ამისა მხარი დაეჭირა სახელმწიფო თურქულენოვანი სახელმწიფო ოპერისა და დრამატული თეატრის შექმნის პროექტს, რის შედეგად აზერბაიჯანული თეატრი ნაციონალიზირებული იქნა და გადავიდა სახელმწიფო დაქვემდებარებაში. 1962 წელს აშენებული თანამედროვე შენობის არქიტექტორები არიან გ. ალი-ზადე და მ. მადატოვი. 1962 წელს შენობის წინ ასევე დაიდგა ფიზულის ძეგლი.[1]

სხვადასხვა წლებში თეატრი ატარებდა სხვადასხვა დასახელებას: „სახელმწიფო თეატრი“, „გაერთიანებული თეატრი“, „აზერბაიჯანის თურქულენოვანი დრამატული თეატრი“ და ა. შ. 1923—1933 წლებში თეატრი ატარებდა დადაშ ბუნიადზადეს სახელს, ხოლო 1933—1991 წლებში მეშადი აზიზბეკოვის სახელს. 1991 წელს თეატრს გადაერქვა სახელი და ეწოდა „აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი“.

1974 წლის სსრკ-ს საფოსტო მარკა, თეატრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი

საბჭოთა პერიოდში წარმატებული მოღვაწეობისათვის თეატრი დაჯილდოვებულ იქნა სხვადასხვა ჯილდოებით. თეატრის არსებობის დროს მის სცენაზე გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ჰუსეინ არაბლინსკი, აბას-მირზა შარიფზადე, ულვი რაჯაბი, მუხტარ დადაშევი, ჯანგირ ზეინალოვი, მირზაღა ალი-ოღლუ ალიევი, სიდჰი რუჰულა, ევგენია ოლენსკაია, ალესქერ ალექბეროვი, ადილ ისგანდეროვი, ბარატ შეკინსკაია, ლეილა ბადირბეილი და მრავალი სხვა.

თეატრში იდგმებოდა სპექტაკლები ჯაფარ ჯაბარლის, მირზა ფათალი ახუნდოვის, ალი ბეგ ჰუსეინზადეს, ნაჯაფ ბეგ ვეზიროვის, ჰუსეინ ჯავიდის, საბით რახმანის, ნარიმან ნარიმანოვის, ილიას ეფენდიევის, ასევე ისეთი მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებების მიხედვით, როგორებიც არიან შექსპირი, შილერი, მოლიერი, დიუმა, ვ.ჰიუგო, ბალზაკი, პუშკინი, ლერმონტოვი, ტოლსტოი, გოგოლი.

თეატრის დასი არაერთხელ იყო გასტროლებზე მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, თბილისში, ტაშკენტში, აშხაბადში, თურქეთში, გერმანიაში და კვიპროსზე.

თეატრის ზოგიერთი დადგმა დაჯილდოვდა, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სსრკ-ს სახელმწიფო პრემიებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Национальный музей истории Азербайджана. Элм 2008