პნომპენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
პნომპენი
ភ្នំពេញ
Phnom Penh aerial.jpg
ქვეყანა კამბოჯის დროშა კამბოჯა
შიდა დაყოფა Porsenchey District, Chamkarmon District, Dangkao District, Daun Penh District, Meanchey District, Prampi Makara District, Russei Keo District, Sen Sok District და Tuol Kork
კოორდინატები 11°33′00″ ჩ. გ. 104°55′00″ ა. გ. / 11.55000° ჩ. გ. 104.91667° ა. გ. / 11.55000; 104.91667
დაარსდა 1372
ამჟამინდელი სტატუსი 1865
ფართობი 376 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
მოსახლეობა 1,501,725 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 2,200 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 855 (023)
ოფიციალური საიტი phnompenh.gov.kh
პნომპენი — კამბოჯა
პნომპენი

პნომპენი (ქჰმერ. ភ្នំពេញ) — კამბოჯის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეების მეკონგისა და ტონლესაპის შესართავთან. ქვეყნის დედაქალაქია ფრანგული კოლონიალიზმის ეპოქიდან მოყოლებული. ამჟამად, პნომპენი კამბოჯის ეკონომიკური, ინდუსტრიული, ტურისტული, და ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ცენტრია. 2012 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 1,501,725 ადამიანი.

ქალაქი დაარსდა 1434 წელს და მისთვის ფრანგულ არქიტექტურასთან ერთად, დამახასიათებელია ულამაზესი, ისტორიული არქიტექტურა. საბოლოოდ კამბოჯის დედაქალაქად პნომპენი აქცია მეფე ნოროდომმა 1866 წელს. 1953 წლიდან დამოუკიდებელი კამბოჯის დედაქალაქია. პნომპენის უძველესი ნაგებობა ვატი პნომი სტუპით (XV საუკუნე).

ერთ დროს ცნობილი, როგორც აზიის მარგალიტი, 1920-იან წლებში, ფრანგულ არქიტექტურულ სტილში ნაშენი პნომპენი მიიჩნეოდა ინდოჩინეთის ულამაზეს ქალაქად. პნომპენი სამდინარო ნავსადგურია, მისადგომია საზღვაო გემებისათვის. რკინიგზით უკავშირდება ნავსადგურ კამპონგსაომს და ქალაქ ბანგკოკს. საავტომობილო გზების კვანძი, ქალაქის მახლობლად არის საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]