შინაარსზე გადასვლა

შპიცბერგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შპიცბერგენი
ნორვ. Svalbard
შპიცბერგენი
სტატუსი ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორია
დედაქალაქი
და
ლონგირი
78°07′ ჩ. გ. 16°54′ ა. გ. / 78.117° ჩ. გ. 16.900° ა. გ. / 78.117; 16.900
ოფიციალური ენა ნორვეგიული
აღიარებული რეგიონული ენები რუსული
ეთნიკური ჯგუფები (2021) 61,1 % ნორვეგიელები
38,9 % სხვები (უპირატესად რუსები, ტაილანდელები, შვედები, ფილიპინელები და უკრაინელები)[1]
რელიგია ლუთერანობა, მართლმადიდებლობა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე ჰარალდ V
 -  გუბერნატორი ლარს ფაუსე
ფართობი
 -  სულ 61 022 კმ2 
მოსახლეობა
 -  2023 შეფასება 2530[2]
 -  სიმჭიდროვე 0,04 კაცი/კმ2 
ვალუტა ნორვეგიული კრონი (NOK)
სასაათო სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +47
ISO 3166 კოდი SJ, NO-21
ინტერნეტ-დომენი .no, .sj

შპიცბერგენი იგივე სვალბარდი (ნორვ. Svalbard, რუს. Шпицберген, გერმ. Spitzbergen) — ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე ფართო პოლარული არქიპელაგი ჩრდილოეთის განედის 76° 26' და 80° 50' და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს შორის 10° და 32°. წარმოადგენს ნორვეგიის სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიას და ყველაზე ჩრდილოეთ მხარეს. ადმინისტრაციული ცენტრი — ლონგირი. არქიპელაგი და მიმდებარე წყლები დემილიტარიზებული ზონაა.

შპიცბერგენი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაა, სადაც მუდმივი მოსახლეობა ცხოვრობს, რაც 2012 წლის მონაცემებით 2642 ადამიანს შეადგენდა, რომლებიც ქვეყნის ორ ქალაქში არიან გადანაწილებული: ლონგირსა (~2000) და ბარენცბურგში (~500), სხვა დასახლებულ პუნქტებში მუდმივი მოსახლეობა ან არ არის, ან რამდენიმე ადამიანითაა წარმოდგენილი.

ეთნიკური შემადგენლობის მხრივ შპიცპერგენი არაერთეროვანია, ლონგირში ძირითადად ნორვეგიელები (ქვეყნის მოსახლეობის 72 %) და მცირე ოდენობით შვედები, დანიელები, გერმანელები და ტაილანდელები, ხოლო ბარენცბურგში რუსები და რუსულენოვანი უკრაინელები და პოლონელები ცხოვრობენ (საერთო რაოდენობით 449 ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 17 %).

შპიცბერგენის რუკა

სვალბარდი 1920 წლის ხელშეკრულების თანახმად მოიცავს ყველა იმ კუნძულს, რაც მოქცეულია ჩრდილოეთის განედის 74° და 81° შორის და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს 10° და 32° შორის. ეს ტერიტორია 93-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 61 723 კმ²-ია.

ყველაზე მსხვილი კუნძულები:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. World Factbook: Svalbard. ციტირების თარიღი: 17 April 2019
  2. Population of Svalbard. ციტირების თარიღი: 4 July 2020 Table 2: Population in the settlements. Svalbard