თრუსოს უღელტეხილი
იერსახე
თრუსოს უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°39′00″ ჩ. გ. 44°14′21″ ა. გ. / 42.65000° ჩ. გ. 44.23917° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3150 მ |
ქედი | თრუსოს ქედი |
თრუსოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედისა და ხოხის ქედის შემაერთებელ თრუსოს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3150 მ. საცალფეხო გადასასვლელი თერგის ხეობიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ლიახვის ხეობაში (ჯავის მუნიციპალიტეტი). უღელტეხილის კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 113.