შინაარსზე გადასვლა

ჯავის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯავის მუნიციპალიტეტი

სოფელი წრუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი ჯავა
კოორდინატები 42°23′25″ ჩ. გ. 43°55′20″ ა. გ. / 42.390389° ჩ. გ. 43.922306° ა. გ. / 42.390389; 43.922306
ფართობი 1448 კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00

ჯავის მუნიციპალიტეტი[1] — ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში.

მუნიციპალიტეტი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდინარეების დიდი ლიახვის, ყვირილის და ჯეჯორის ხეობებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადიოდა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც სამხრეთ კავკასიას როკის გვირაბით ჩრდილოეთთან აკავშირებს. ჯავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლები: კვაისა-ჯვრის ეკლესიის ნანგრევები (ადრინდელი ქრისტიანული ხანა), ეკლესიის ნანგრევები სარიტათაში, სოხთაში, ნადარბაზევში და სხვა.

1917 წლამდე ჯავის რაიონი შედიოდა ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში, 1922 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. რაიონის ტერიტორია შეადგენდა 1448 კვ. კმ-ს, სადაც კონფლიქტამდე დაახლოებით 10 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქ 1 დაბაა (ჯავა), 8 საკრებულო და 104 სოფელი. 1991 წლის 27 აპრილს ჯავის რაიონს მოაკლდა 59 ათასი ჰექტარი ტერიტორია. სინაგურის სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს, ხოლო კიროვისა და ჩასავლის საბჭოები – ონის რაიონს.[2]

ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციული დაყოფით შენარჩუნებულია ჯავის რაიონი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ - napr.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 2022-02-03.
  2. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ, 1991 წლის 27 აპრილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4 გვ. 84 1991 წ