ჩრდილოეთი ოსეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩრდილოეთი ოსეთი - ალანია
Республикæ Цæгат Ирыстон-Алани
Flag of North Ossetia.svg Wapen Ossetien.svg
ჩრდილოეთ ოსეთის დროშა ჩრდილოეთ ოსეთის გერბი
Republic of North Ossetia-Alania
დედაქალაქი ვლადიკავკაზი
ფართობი

- სულ
- წყალი %

79-ე

8 000 კმ²
0,2

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

68-ე

დაახ. 704 400 (2005)
დაახ. 88,8 კაცი/კმ²

ფედერალური ოლქი სამხრეთი
ეკონომიკური რაიონი ჩრდილოეთ კავკასია
სახელმწიფო ენა ოსური, რუსული
პრეზიდენტი ვიაჩესლავ ბიტაროვი
საავტომობილო კოდი 15
სასაათო ზონა MSK±0 (UTC+03:00)
North ossetia alania map.png

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია (რუს. Республика Северная Осетия–Алания; ოს. Республикæ Цæгат Ирыстон) – რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში[1]. დედაქალაქი - ვლადიკავკაზი. შეიქმნა 1993 წლის 9 ნოემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის რეფორმირების გზით, ხოლო 1995 წელს მიენიჭა სახელწოდება — „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანია“[2].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. ჩრდილოეთ ოსეთის სამხრეთ ნაწილში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი და გვერდითი ქედებია (ჯიმარა, 4780 მ., რესპუბლიკის უმაღლესი მწვერვალი). ცენტრალური ნაწილი უკავია ოსეთის დამრეც ვაკეს, ჩრდილოეთით მდებარეობს სუნჯისა და თერგის ქედები, მათ გადაღმა მოზდოკის ვაკეა (თერგ-კუმის დაბლობის ნაწილი).

რესპუბლიკას ესაზღვრება დასავლეთით – ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარე, აღმოსავლეთით – ჩეჩნეთი და ინგუშეთი, სამხრეთიდან საქართველო. შედგება 8 რაიონისაგან.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასარგებლო წიაღისეულია პოლიმეტალების მადნები, საშენი მასალები, დოლომიტები და მინერალური წყლები.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავა ზომიერად კონტინენტურია, მოზდოკის ვაკეზე — გვალვიანი, ხშირია ხორშაკი ქარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,3°C, ივლისში — 24°C, ნალექები 400-450 მმ წელიწადში. ოსეთის ვაკეზე იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4°C, ივლისში — 20°C, ნალექები 600-800 მმ წელიწადში. მდინარეები თერგის აუზს განეკუთვნება. უდიდესია თერგი, ურუხი, არდონი, ფიაგდონი, გიზელდონი, სუნჯა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მიხედვით რესპუბლიკაში ცხოვრობენ:

ეროვნება რაოდენობა, ათ. კაცი (2002)
ოსები 445,3 (62,7 %)
რუსები 164,0 (23,1 %)
ინგუშები 21,4 (3,0 %)
სომხები 17,1 (2,4 %)
ყუმიხები 12,7 (1,8 %)
ქართველები 10,8 (1,5 %)
უკრაინელები 5,2
ჩეჩნები 3,4
ადიღეელები (ყაბარდოელები) 2,8
თურქები 2,8
კაზაკები 0,7 (0,1 %)

მოსახლეობის 48 % ცხოვრობს ვლადიკავკაზში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]