შინაარსზე გადასვლა

სონგაის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სონგაის იმპერია
გაუქმდა

 

1464–1591
 

 

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
სონგაის იმპერიის ტერიტორია დაახ. 1500 წელს
დედაქალაქი გაო
ენები სონგაური
მთავრობა იმპერია
დია (მეფე)
 -  1464–1492 სონი ალი
 -  1492–1493 სონი ბარუ
 -  1493–1528 ასკია დიდი
 -  1529–1531 ასკია მუსა
 -  1531–1537 ასკია ბენკანი
 -  1537–1539 ასკია ისმაილი
 -  1539–1549 ასკია იშაქ I
 -  1549–1582/1583 ასკია დაოუდი
 -  1582–1586 ასკია მუჰამედი
ისტორია
 -  დამოუკიდებლობა მოიპოვა მალის იმპერიისგან 1430
 -  შექმნა იმპერია 1464
 -  დაიწყო სონის დინასტიის მმართველობა 1468
 -  დაიწყო ასკიას დინასტიის მმართველობა 1493
 -  იმპერიის დაცემა 1592
 -  გაუქმდა 1591
 -  დენდის სამეფო აგრძელებს არსებობას 1592
ფართობი
 -  1500 1 400 000 კმ² (540 543 მლ²)
 -  1550 800 000 კმ² (308 882 მლ²)
დღეს ამ ტერიტორიაზე ბენინის დროშა ბენინი
ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
გვინეის დროშა გვინეა
გვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ
მალის დროშა მალი
მავრიტანიის დროშა მავრიტანია
ნიგერის დროშა ნიგერი
ნიგერიის დროშა ნიგერია
სენეგალის დროშა სენეგალი
გამბიის დროშა გამბია

სონგაის იმპერია — სონგაის სახელმწიფო, რომელიც დომინირებდა დასავლეთ საჰელში XV-XVI საუკუნეებში. ის აფრიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია იყო. იმპერიას სახელი ეთნიკური ჯგუფის, სოგაიელების გამო დაერქვა, რომლებიც იყვნენ მმართველი ელიტა იმპერიაში. სონი ალიმ იმპერიის დედაქალაქი გაოში გადაიტანა, თუმცა სონგაის სახელმწიფო და გაო ჯერ კიდევ XI საუკუნეში არსებობდა. იმპერიის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ტომბუქტუ და ჯენე, რომლებიც 1468 და 1475 წლებში დაიპრო. თავდაპირველად იმპერიას მართვადა სონის დინასტია (დაახ. 1464—1493), მაგრამ მოგვიანებით ის ასკიას დინასტიამ (1493—1591) ჩაანაცვლა.

XIII საუკუნის მეორე ნახებარში, გაო და მისი ახლომდებარე რეგიონი გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და მან მიიზიდა მალის იმპერიის გაფართოების ინტერესი. მალიმ დაიპყრო გაო XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნის ბოლომდე მისი ჰეგემონიის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ როდესაც მალის იმპერიის დაშლა დაიწყო, სონგაიმ აღადგინა კონტროლი გაოზე. შედეგად სონგაის მმართველებმა დასუსტებული მალის იმპერიის ხარჯზე დაიწყო გაფართოება. სონი ალის მმართველობის დროს, სონგაიმ აჯობა მალის იმპერიას ტერიტორიით, სიმდიდრით და ძალაუფლებით. მან მიიტაცა მალის ტერიტორები და მიაღწია უდიდეს წარმატებას. მის შვილი და მემკვიდრე, სონი ბარუ იყო ნაკლებად წარმატებული მმართველი, რის გამოც იგი მამამისის ერთ-ერთმა გენერალმა, მუჰამედ ტურემ ჩამოაგდო ტახტიდან. მას შემდგომში ეწოდა ასკია, რომელმაც დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება.

მრავალი შეთქმულებისა და აჯანყების შედეგად, ასკიას მემკვიდრეების დროს ქვეყანა გაუარესების და არასტაბილურობისკენ მიდიოდა. ასკიას ნათესავებმა სცადეს იმპერიის მართვა, მაგრამ პოლიტიკურმა ქაოსმა და რამდენიმე სამოქალაქო ომმა იმპერია ძლიერ დაასუსტა. თუმცა ასკია დაუდის მმართველობის დროს, იმპერიამ გამოცადა სტაბილურობის და სამხედრო წარმატების პერიოდი.

  • Dalgleish, David (April 2005). „Pre-Colonial Criminal Justice In West Africa: Eurocentric Thought Versus Africentric Evidence“ (PDF). African Journal of Criminology and Justice Studies. 1 (1). ციტირების თარიღი: 2011-06-26.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Haskins, James; Benson, Kathleen; Cooper, Floyd (1998) African Beginnings. New York City: HarperCollins, გვ. 48 Pages. ISBN 0-688-10256-5. 
  • Iliffe, John (2007). Africans: the history of a continent. Cambridge University Press. 
  • Hunwick, John (1988). Timbuktu & the Songhay Empire: Al-Sa'dis Ta`rikh al-sudan down to 1613 and other Contemporary Documents. Leiden: BRILL, გვ. 480 pages. ISBN 90-04-12822-0. 
  • Lady Lugard, Flora Louisa Shaw (1997). „Songhay Under Askia the Great“, A tropical dependency: an outline of the ancient history of the western Sudan with an account of the modern settlement of northern Nigeria / [Flora S. Lugard]. Black Classic Press. 
  • Malio, Thomas A. Hale. by The epic of Askia Mohammed / recounted by Nouhou (1990). Scribe, griot, and novelist : narrative interpreters of the Songhay Empire. Gainesville: University of Florida Press. ISBN 0-8130-0981-2. 
  • Taagepera, Rein (1979). Social Science History, Vol. 3, No. 3/4 "Size and Duration of Empires: Growth-Decline Curves, 600 B.C. to 600 A.D.". Durham: Duke University Press.