ზინდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ზინდერი
ფრანგ. Zinder
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
რეგიონი (ნიგერი)|ნიგერის რეგიონები | რეგიონი ზინდერი
კოორდინატები 13°48′00″ ჩ. გ. 8°59′00″ ა. გ. / 13.80000° ჩ. გ. 8.98333° ა. გ. / 13.80000; 8.98333
ცენტრის სიმაღლე 460
მოსახლეობა 235 605 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
ზინდერი — ნიგერი
ზინდერი

ზინდერი (ფრანგ. Zinder) — ქალაქი ნიგერის სამხრეთ ნაწილში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ნიგერიის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 861 კმ-ით აღმოსავლეთით ქალაქ ნიამეიდან და 240 კმ-ით ჩრდილოეთით ნიგერიის ქალაქ კანოდან. ქალაქი ზინდერის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია.

1927 წლამდე ზინდერი იყო საფრანგეთის ნიგერის კოლონიის დედაქალაქი, ხოლო XIX საუკუნის შუა პერიოდამდე — დამაგარამის სასულთნოს დედაქალაქი და მთავარი სავაჭრო პუნქტი ჰაუსას, ტუარეგების, ფულბეს და კანურის ხალხისათვის.

ქალაქი გამოირჩევა განსხვავებული არქიტექტურით. ბირნის უძველეს კვარტალში — კვადრატული სახლები გეომეტრიული ორნამენტებით და მოხატვით. ქალაქში არსებობს სულთანის ყოფილი სასახლე რელიეფური მოხატულობით. ქალაქში ასევე არსებობს ზენგუს კვარტალი, რომელიც უფრო მეტად დასახლებულია ჰაუსას ხალხით, და ახალი ქალაქი — დღეისათვის ზინდერის ეკონომიკური ცენტრი. აეროპორტი «ზინდერი» (ZND) მდებარეობს ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სამხრეთ-დასავლეთისკენ.[1]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აღწერის მონაცემების საფუძველზე ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 235 605 ადამიანს.[2]

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1977 1988 2001 2012
53 914 119 827 170 574 235 605

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში იმყოფება შაკას საფეხბურთო კლუბი.[3] სპორტული მიღწევები და ცნობილი სახეები კლუბს არ გააჩნია. კლუბის საშინაო არენაა — «Arène de lutte», რომელიც უნივერსალური მოედანია სპორტის სხვადასხვა სახეობებისათვის.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]