დიფის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
დიფის რეგიონი ფრანგ. Diffa | |
ქვეყანა | ნიგერი |
ადმ. ცენტრი | Diffa |
შიდა დაყოფა | Diffa Department, Maïné-Soroa Department და N'Guigmi Department |
კოორდინატები | 14°00′00″ ჩ. გ. 13°00′00″ ა. გ. / 14.00000° ჩ. გ. 13.00000° ა. გ. |
ფართობი | 156 906 კმ² |
მოსახლეობა | 593 821 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 3,78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
დიფის რეგიონი (ფრანგ. Diffa) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 156 906 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 593 821 ადამიანს.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დიფა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიფის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს აგადესის რეგიონი, დასავლეთში — ზინდერის რეგიონი. მისგან აღმოსავლეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ჩადთან, სამხრეთით — ნიგერიასთან. რეგიონის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს ჩადის ტბა.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის 85 % ადგილზეა დამაგრებული, ხოლო 15 % — მომთაბარეა. რეგიონის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — ექსტენსიური სოფლის მეურნეობა და თევზჭერა ჩადის ტბაში. ტბაში წყლის დონის მუდმივი კლების გამო დიფის რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად გაუარესდა და მოსახლეობა ტოვებს რეგიონს.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 3 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი დიფა)[2]..
დიფის დეპარტამენტი (Diffa):
- ფართობი: 7563 კმ²
- მოსახლეობა: 209 249 ად. (2011 წელი)
მენ-სოროას დეპარტამენტი (Maïné-Soroa):
- ფართობი: 16 338 კმ²
- მოსახლეობა: 202 534 ად. (2011 წელი)
ნგიგმის დეპარტამენტი (N’Guigmi):
- ფართობი: 133 005 კმ²
- მოსახლეობა: 77 748 ად. (2011 წელი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
- ↑ Annuaire statistique des cinquante ans d’indépendance du Niger, p.49.