ფლეიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფლეიტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

ფლეიტა — სასულე მუსიკალური საკრავი. არსებობს განივი (დაკვრისას უჭირავთ ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი (იჭერენ ვერტიკალურად) ფლეიტები. გავრცელებულია უძველესი დროიდან, აღსანიშნავია, რომ ფლეიტა ამ დროისთვის უძველესი მუსიკალური საკრავია მსოფლიოში. გერმანიაში აღმოჩნდა 35,000 წლის წინ ძვლისგან გამოთლილი ფლეიტა[1][2][3].

ფლეიტის დიაპაზონი

თანამედროვე ფლეიტა განივი ტიპისაა; აქვს ცალი მხრიდან დახურული ცილინდრული ლულა. ლულის ზედა ნაწილი წარმოადგენს საკრავის თავს, შუა ნაწილში განლაგებულია მოძრავი საცობი (წყობის რეგულირებისთვის), ჰაერის ჩასაბერი ხვრელი და ყველა ძირითადი სარქველი; ლულის ქვედა ნაწილში მოთავსებულია 3—4 სარქველი. საკრავი მზადდება სპეციალური ჯიშის ხისგან, ლითონისა და პლასტმასისაგან. დიაპაზონი — მცირე ოქტავის სი, ან პირველი ოქტავის დო — IV ოქტავის დო-მდე. ფლეიტის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში. ფლეიტა საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავია. ნაირსახეობებია: მცირე ფლეიტა (ფლეიტა პიკოლო), ალტის ფლეიტა და ბანის ფლეიტა.

თანამედროვე საორკესტრო ფლეიტა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pallab Ghosh (25 ივნისი, 2009). 'Oldest musical instrument' found“. ახალი ამბები, სამეცნიერო კორესპონდენცია (ინგლ.). BBC. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. James Owen (24 ივნისი, 2009). „Bone Flute Is Oldest Instrument, Study Says“. ახალი ამბები (ინგლ.). National Geographic. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. John Noble WILFORD (24 ივნისი, 2009). „Flutes Offer Clues to Stone-Age Music“. ახალი ამბები, მეცნიერება (ინგლ.). The New York Times. ციტირების თარიღი: 30 ივნისი 2009. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: