ფინიკის პალმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფინიკის პალმა
Phoenix.canariensis.jpg
ფინიკის პალმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანები
ოჯახი: პალმები
ლათინური სახელი
Phoenix

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ITIS 42458
NCBI 42345

ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix) — ორსახლიან ხისებრ მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. ღერო დაფარული აქვთ ფოთლის ყუნწების ნაშთებით, ნაყოფი კენკრაა. 15-მდე სახეობა ცნობილია აფრიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საკუთრივ ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix dactylifera) ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთის, პაკისტანის მშრალი სუბტროპიკების უძველესი კულტურული მცენარეა. მისი ღეროს სიმაღლე 15—20 , დიამეტრი 80 სმ, ფოთლის სიგრძე 4—6 მ აღწევს, ნაყოფი ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭმელია. ღეროს დასერვით მიღებული წვნიდან ამზადებენ ღვინოს და შაქარს. ფინიკის პალმის ბევრი სახეობა, როგორც დეკორატიული მცენარე ცნობილია სუბტროპიკებში, მათ შორის საქართველოს შავიზღვისპირეთის ბაღებსა და პარკებში. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება კანარის ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix canariensis) და ტყის ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix sylvestris), ორანჟერეებში კი რობელინა (ლათ. Phoenix robeicnii).

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ფინიკის პალმას შეესატყვისება დანაკისკუდი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]